ტერორისტული თავდასხმა საკონცერტო დარბაზზე მოსკოვთან. 115 დაიღუპული, 100-ზე მეტი დაშავებული. ძირითადი ვერსიები
ტერაქტი კროკუს ჰოლში მოსკოვში
მოსკოვის მახლობლად კრასნოგორსკში უცნობმა პირები Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე შევარდნენ და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტზე მისულ ადამიანებს. მედიის ცნობით, საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე ასევე რამდენიმე აფეთქება მოხდა. თავდამსხმელებმა ასევე ბენზინი დაასხეს დარბაზში სავარძლებს და ცეცხლი წაუკიდეს. ამის შემდეგ შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. გუშინ კროკუსში მუსიკალური ჯგუფის „პიკნიკის“ კონცერტი უნდა გამართულიყო.
“ნოვაია გაზეტა ევროპის” მასალა:
ტერორისტული თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე. მთავარი 16:00 საათისთვის
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ტერაქტის შედეგად ბოლო ოფიციალური მონაცემებით 115 ადამიანი დაიღუპა.
“დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 115 ადამიანს შეადგენს. სამძებრო სამუშაოები გრძელდება“, – აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში. მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა აღნიშნა, რომ კროკუსში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
მაშველები ამჟამად ათვალიერებენ დარბაზს, სადაც გუბერნატორის თქმით, „ყველაზე საშინელი მოვლენები მოხდა”.
ეფესბეს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა შეატყობინა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის ოთხივე პირის, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ტერორისტულ თავდასხმაში, იუწყება ინტერფაქსი კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით. ეფესბე ამტკიცებს, რომ კროკუსის ტერაქტში ეჭვმიტანილები უკრაინაში გაქცევას გეგმავდნენ, სადაც მათ „ჰქონდათ შესაბამისი კონტაქტები“.
ტერორისტული თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე – მთავარია დილის 8:30 საათისთვის
- ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 115 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- ხანძრის ძირითადი წყარო ლიკვიდირებულია, შენობის სახურავი ჩამოინგრა.
- არაფერია ცნობილი იმ ბოევიკების შესახებ, რომლებმაც ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს: არც პერსონალური მონაცემები, არც საერთო რაოდენობა, არც ამჟამინდელი მდებარეობა, არც თავდასხმის მოტივი.
- რუსი ოფიციალური პირები მომხდარის მთავარ ვერსიას ჯერჯერობით არ ასახელებენ და არც ეჭვმიტანილთა ვინაობას ასახელებენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მხოლოდ განაცხადა, რომ გამომძიებლები და ექსპერტები აგრძელებენ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას.
- 12 საათის განმავლობაში პუტინს ტერაქტის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერაც არ გაუკეთებია. რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერდნენ, რომ მას დეტალურად აცნობენ ინფორმაციას. პუტინის სახელით დაღუპულებს ვიცე-პრემიერმა გოლიკოვამ მიუსამძიმრა.
ვინ დგას ტერაქტის უკან? ძირითადი ვერსიები:
- როგორც The New York Times იტყობინება, კროკუსზე თავდასხმაში პასუხისმგებელი ისლამური სახელმწიფოა და აშშ-ს ხელისუფლება შესაძლო თავდასხმების შესახებ აფრთხილებდა კრემლს რამდენიმე კვირის წინ. აშშ-ის ხელისუფლებამ 7 მარტს საჯარო განცხადება გააკეთა შესაძლო ტერაქტის შესახებ. The New York Times იტყობინება, რომ სანამ საჯაროდ გააკეთებდნენ განცხადებას, აშშ-ს ხელისუფლებამ პირადად აცნობა რუსეთის ოფიციალურ პირებს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.
- ისრაელის სამხედრო დამკვირვებელი დევიდ შარპიც თვლის, რომ ტერაქტში ისლამისტები მონაწილეობდნენ. მისი აზრით, დანაშაულის „ხელწერა“ „აბსოლუტურად არ არის უკრაინული“, როგორც ამას ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი უკვე აღნიშნავს.
- მაგალითად, რუსმა სენატორმა ვიქტორ ბონდარევმა განაცხადა, რომ მოსკოვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება. ვლადიმერ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა უარყო კიევის მონაწილეობა ტერაქტში.
- თავის მხრივ, ანდრეი იუსოვმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, უკრაინსკა პრავდას განუცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმა კროკუსზე იყო “პუტინის რეჟიმის პროვოკაცია” და ეფესბეს მოწყობილი. ეს ვერსია ასევე აქტიურად განიხილება ექსპერტულ წრეებში.
- პროსახელისუფლებო “კომერსანტის” წყაროები ვარაუდობენ, რომ ტერაქტში შესაძლოა მონაწილეობდნენ რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლები. მათივე თქმით, წინა ღამეს რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა მიიღეს ინფორმაცია სლავური გარეგნობის მქონე ადამიანების ძებნაზე, რომლებსაც შეეძლოთ ყალბი წვერის და ულვაშის გამოყენება (თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელებს დიდი წვერები ჰქონდათ).