რატომ გჭირდებათ ინტერნეტბანკი კონკრეტულად თქვენ
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტმომხმარებელთა საერთო რიცხვიდან თითქმის 30 პროცენტი ინტერნეტბანკინგის სერვისს მოიხმარს.
და ეს ციფრი ყოველ წელს იზრდება.
თუ თქვენ არ ხართ ამ 30 პროცენტში, არ იცით რა არის ინტერნეტბანკი ან იცით, მაგრამ ფიქრობთ, რომ მისი გამოყენება რთულია და სპეციალურ ცოდნას საჭიროებს, მაშინ ეს ტექსტი თქვენთვისაა.
აქ მარტივად აგიხსნით, რა სერვისია ეს და რატომ გჭირდებათ იგი პირადად თქვენ.
ასევე, აქ ძალიან პრაქტიკული სიახლეებია მათთვის, ვისაც მცირე ან საშუალო ბიზნესი აქვს – მოგიყვებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და კომფორტულ ბიზნეს ინტერნეტბანკზე, რომელიც ბევრ დროს და რესურსს დაგიზოგავთ.
რა არის ინტერნეტბანკი?
ინტერნეტბანკი არის ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ყველა ოპერაცია და მომსახურება, რომელსაც ადრე ბანკში მისვლა სჭირდებოდა, სრულდება დისტანციურად ანუ სახლიდან გაუსვლელად.
იმისთვის, რომ დისტანციური საბანკო მომსახურებით ისარგებლოთ, თქვენ გჭირდებათ ერთადერთი რამ – ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი. მეტი არაფერი.
რისი გაკეთება შემიძლია ინტერნეტბანკში?
ყველაფერის. თანამედროვე ინტერნეტბანკები უკვე ისეა მოწყობილი, რომ მათი დახმარებით მართლა ყველაფერია შესაძლებელი.
შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის და ასევე სხვასთან
აღარ იდგეთ ქვითრებით ხელში ბანკის რიგში და გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები ერთი ხელის დაჭერით;
აკონტროლოთ, თქვენს მანქანას საპატრულო ან პარკირების ჯარიმა ხომ არ დაეწერა;
შეავსოთ მობილურის დეპოზიტი;
შეუკვეთოთ ახალი ბარათი, გახსნათ ანაბარი, აიღოთ და მართოთ სესხი.
კიდევ ერთი ძალიან საჭირბოროტო სერვისია საკუთარი ხარჯებისა და შემოსავლების მონიტორინგი და ანალიზი. ჰამლეტისეული კითხვის თანამედროვე ვერსიაზე – „კი მაგრამ, სად მიდის, კაცო, ეს ფული?“ ინტერნეტბანკს სრულიად არგუმენტირებული პასუხი აქვს: აქ დახარისხებულია თითოეული თეთრი – თქვენი ხარჯები, შემოსავლები, აფთიაქში რამდენი დახარჯეთ, კაფე-რესტორნებში დროსტარებაში, კომუნალურ გადასახადებს თქვენი შემოსავლის რა წილი მიაქვს და ასე შემდეგ.
ანუ ინტერნეტბანკის მთავარი პლიუსი დროის ეკონომიაა?
არა მხოლოდ. თუმცა, ზოგჯერ, როცა მაგალითად გარეთ ძალიან ცივა ან ცხელა, ეგეც უზარმაზარი პლუსია, რომ გარეთ გასვლა არ გიწევს.
მაგრამ, მთავარი პლუსი მაინც ის არის, რომ ინტერნეტბანკს არ აქვს განსაზღვრული სამუშაო საათები. ის მუშაობს ყველგან, სადაც ინტერნეტია და ყოველთვის – 27 საათი კვირაში 7 დღე.
ასევე არ არის შეზღუდული ადგილი – საბანკო ოპერაციების განხორციელება შეიძლება ქუჩაში სეირნობის დროს, მეტროში, აუზში (თუ წყალგაუმტარი ტელფონი გაქვთ), პაემანზე და ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრის პარალელურად.
მაგარია, მაგრამ მე ალბათ ვერ შევძლებ. ტექნოლოგიებში ვერ ვერკვევი
ინტერბნეტბანკი იმისთვის კი არ მოიგონეს, რომ საქმე გაგირთულდეთ, პირიქით, რომ გაგიიოლდეთ.
მაგალითად, „საქართველოს ბანკს“ აქვს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და თანამედროვე ინტერნეტბანკი ქართულ ბაზარზე. იგი აგვისტოში განახლდა და ახალ ფუნქციებთან ერთად დიზაინიც შეიცვალა – ბევრად მარტივი გახდა, რადგან უშუალოდ მომხმარებლების რჩევები და მოსაზრებები გაითვალისწინეს.
თუ ბიზნესი გაქვთ, არც ბიზნეს ინტერნეტბანკში გაგიჭირდებათ ოპერირება.
ბიზნეს ინტერნეტბანკი რაღაა?
იგივე ინტერნეტბანკია, ოღონდ ცოტა განსხვავებული ფუნქციები აქვს, რადგან კომპანიებს, იურიდიულ პირებს, მეწარმეებს და ყველა იმ ადამიანს ემსახურება, ვინც რაიმე ბიზნესს აკეთებს.
ამ შემთხვევაშიც იგივე ისტორიაა – ბევრ საქმეს, რასაც ბიზნესით დაკავებული ადამიანი ბანკის ფილიალში მისვლით აკეთებდა, ახლა ინტერნეტბანკით აგვარებს.
„საქართველოს ბანკი“ ამ შემთხვევაშიც გამორჩეულია ბაზარზე – გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს-ინტერნეტბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.
ეს აღიარება პირველ რიგში სამ რამეს ნიშნავს: “საქართველოს ბანკის” ინტერნეტბანკი დატვირთულია ფუნქციურად, ადვილია გამოსაყენებლად და არის უსაფრთხო.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე და სიმარტივე, რაც „საქართველოს ბანკის” ბიზნეს ინტერნეტბანკშია, ეს არის ერთიანი იდენტიფიკაციის სისტემა – მაგალითად, თუ ერთი ადამიანი რამდენიმე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელია და მანამდე მას ამ კომპანიების ინტერნეტბანკში სხვადასხვა სახელებით და პაროლებით შესვლა უწევდა, ახლა ეს ერთი ადამიანი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ელექტრონულ არხში ერთი მომხმარებელის სახელით და პაროლით შევა.
მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება უსაფრთხოების, ავტორიზაციის სისტემას ეხება. როდესაც ბანკს საკუთარი კომპანიის შესახებ ინფორმაციას ანდობ, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ უსაფრთხოებაა.
ბიზნეს ინტერნეტბანკში ავტორიზაციის ორი მეთოდია, რომელთა შორის შეგიძლია აირჩიოთ: მარტივი — უბრალოდ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, ან რთული — მომხმარებლის სახელით, პაროლითა და ერთჯერადი კოდით.
სიახლეა ისიც, რომ განახლებულ ინტერნეტბანკში ბევრად მეტი რამის კეთება შეუძლია კომპანიის დირექტორს ოფისიდან გაუსვლელად. მაგალითად, მას შეუძლია თავის თანამშრომლებს ინტერნეტბანკში ჩაურთოს ან გამოურთოს ფუნქციები ისე, რომ ამისთვის ბანკში არ იყოს მისასვლელი, როგორც ადრე. მაგალითად, ბუღალტერისთვის ხელფასების გაცემის ოპერაციის უფლება რომ მიგეცა, ამისთვის ბანკში უნდა მისულიყავი და მინდობილობა გაგეფორმებინა – ახლა ამის გაკეთება ერთი ხელის დაწკაპუნებით შეიძლება.
ასევე, კომპანიას, მეტი კომფორტისთვის, შეუძლია თავისი საბუღალტრო პროგრამა „საქართველოს ბანკის“ API ინტერფეისში ჩააშენოს. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია სხვადასხვა ოპერაციებს პირდაპირ საკუთარი და კარგად ნაცნობი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შეასრულებს.
ბიზნეს ინტერნეტბანკს დაემატა ასევე Swift Tracking-ის ფუნქცია. ეს ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ პირდაპირ რეჟიმში ადევნოთ თვალი ტრანზაქციას, რომელიც ცოტა ხნის წინ განახორციელეთ. ნახოთ, რა ეტაპზეა გადარიცხვა, სად არის ფული ამა თუ იმ მომენტში.
კიდევ ერთი კარგი ამბავი – „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის განსხვავებული ვალუტის კურსები მოქმედებს. ისინი 100 ათას ლარამდე ვალუტის კონვერტაციის დროს შეღავათიანი კურსით სარგებლობენ.
და კიდევ ერთი სიახლე – ინტერნეტბანკით ასევე შესაძლებელია შეავსოთ განაცხადი iPay-ს დარეგისტრირების მოთხოვნით.
iPay რა არის?
მარტივად რომ ვთქვათ, iPay არის ონლაინ გადახდების სისტემა, რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელია ონლაინ შოპინგისთვის.
მაგალითად, როდესაც ონლაინ რამეს ყიდულობთ, ყოველ ჯერზე გიწევთ ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა. iPay ამ დისკომფორტს თავიდან აგაცილებთ – Mastercard-ის, Visa-ს და American Express-ის მფლობელები მხოლოდ ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეძლებენ გადახდას. საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია.
Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay-ი კიდევ ერთ ბენეფიტს სთავაზობს – განვადების გაფორმებას სასურველ ნივთზე ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან.
მაგალითად, სქროლავთ ონლაინ შოპინგის პლატფორმას, რომელიც iPay-ის კლიენტია. ნახეთ ნივთი, რომელიც მოგეწონათ, მაგრამ მის შესაძენად საკმარისი თანხა არ გაქვთ – იქვე, ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე აფორმებთ განვადებას და ყიდულობთ ნივთს.
ეს სისტემა კომფორტულია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესისთვისაც – როდესაც კლიენტს სასურველი ნივთის შესაძენად საქმეს გაუმარტივებთ და სერვისს მასზე მოარგებთ, აუცილებლად გაიზრდება გაყიდვები.
iPay სისტემა მცირე და საშუალო ბიზნესს სხვა მხრივაც გაუმარტივებს საქმეს – ამ სისტემით მარტივად არის შესაძლებელი გადახდების მართვა. ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც გადახდას უკავშირდება, ერთ სივრცეში იქნება მოქცეული, რაც მეწარმეს და ბიზნესმენს ბევრ დროს დაუზოგავს.