საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თბილისში პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს
ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციაში თბილისში, პარლამენტის წინ, 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტია მონაწილეობს.
მათი ლოზუნგია “ყველა მინუს ერთი – ბიძინა უნდა წავიდეს”.
გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ძალებმა საერთო მოთხოვნები წამოაყენეს, რომელთაგან მთავარია საპარლამენტო არჩევნების პროპორციული (პარტიული) სისტემის შემოღება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
• რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის. ყველა დეტალი
• საპროტესტო აქციის დაშლა თბილისში. რა იქნება შემდეგ? ექსპერტების შეფასებები
საპროტესტო გამოსვლები თბილისში და საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქში 14 ნოემბერს დაიწყო, როდესაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.
იმის მიუხედავად, რომ 2019 წლის ივნისში საპროტესტო აქციები შეჩერდა დიდწილად იმის გამო, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა ოპოზიციის მოთხოვნა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა დადო.
შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლისთვის არის დანიშნული.
საარჩევნო რეფორმის პროექტის მისაღებად 150-დან 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა ცვლილებებს მხოლოდ 101 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ხმის მიცემისგან ძირითადად თავი უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატებმა შეიკავეს.
იმავე დღეს ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს უვადო საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ, რუსთაველის გამზირზე დაბანაკდნენ და განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
17 ნოემბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის ახალი აქცია გამოაცხადა და ხალხს პარლამენტის პიკეტირებისკენ მოუწოდა.
ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა საქართველოს პარლამენტის კარებს ბოქლომები დაკიდეს.
რამდენიმე ათასი აქტივისტი შენობის წინ და მის გარშემო განლაგდა, რათა დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.
”ეს შენობა მკვდარია”, – თქვა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა .
∗ ფოტო: ვახო ქარელი, JAMnews
”ჩვენ არ წავალთ და გავაგრძელებთ პარლამენტის სრულ პიკეტირებას, რადგან ამ ორგანომ დაკარგა ფუნქცია. ამ ღამით ვნახავთ, რისი შესაძლებლობა გვაქვს,”– განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.
მან მომიტინგეებს მოუწოდა გამოიყენონ ”კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი”, რომ საქართველო მოქალაქეებს დაუბრუნონ.
”მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ნუ დაადანაშაულებთ – თქვენ ყველას, დეპუტატებს და მთავრობას, მმართველი პარტიის წევრებს პასუხისმგებლობა გეკისრებათ იმაზე, რაც ხდება, სულ მცირე მორალური”, – თქვა ვაშაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ”შეკრებებისა და მიტინგების დროს მოქალაქეების უსაფრთხოებასა და გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს”, მაგრამ გააფრთხილა მოქალაქეები კანონის დაცვის აუცილებლობის შესახებ.
”ნებისმიერი დარღვევა, ასეთივე შენობების შტურმის ან პოლიციის მუშაობის შეფერხების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,” – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში
მინინგზე გამოსულმა ოპოზიციის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს მშვიდობიანი აქციაა და პოლიციას მოუწოდებდნენ, არ დაუშვას 2019 წლის ზაფხულის მოვლენების გამეორება.
მომიტინგეების ყველა მოთხოვნა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ 20 გაერთიანებული პოლიტიკური ძალის მოთხოვნები შემდეგ პუნქტებად ჩამოაყალიბა:
• “კრიმინალური მთავრობის” გადაყენება;
• პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარება;
• 20-20 წლის 21 ივნისს “გავრილოვის ღამის” შემდეგ დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება;
• ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალი წესის შემოღება;
• ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ცხინვალის ციხიდან.
• თბილისელი ექიმი, რომელიც კონფლიქტის ზონაში ავადმყოფის საშველად ჩავიდა და პატიმრად იქცა