როგორ გახდა აზერბაიჯანული ჯაზი ცნობილი - ფოტოისტორია
ბილეთის ფასი - ადგილობრივებისთვის ძალიან მაღალია. ასე რომ, მაყურებელთა შორის უმრავლესობა, სავარაუდოდ, შეძლებული ადგილობრივი მცხოვრებლები და უცხოელები არიან. მაგრამ ბაქოში ჯაზი პოპულარულია.
1920 წელს, ქვეყანაში საბჭოთა არმიის შეჭრამ და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ ხელი არ შეუშალა ბაქოში ჯაზის პოპულარობას. უფრო მეტიც, 1922 წელს, ბაქოში პირველი ჯაზკონცერტი ჩატარდა.
მაგრამ საკმაოდ მალე, საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება ჯაზისადმი შეიცვალა. ქვეყნის სათავეში სტალინი მოვიდა და მას შემდეგ, ვინც უსმენდა ან უკრავდა ჯაზს, მისი დევნა დაიწყეს. გავლენიანმა მწერალმა მაქსიმ გორკიმ გამოაქვეყნა ესე, რომელშიც დაწერა, რომ „ჯაზი - ეს იგივეა, რაც ჰომოსექსუალიზმი, ნარკოტიკები და ეგოცენტრიზმი“.
საბჭოთა კავშირში ჯაზი აიკრძალა და მუსიკოსებს ისღა დარჩენოდათ, ან ემიგრაციაში წასულიყვნენ, ან სარდაფებსა და კერძო ბინებში დაეკრათ. ბაქო იყო ერთ-ერთი ადგილი, სადაც ჯაზს შედარებით გაუმარტივდა გადარჩენა.
ამ სახლ-მუზეუმის ახალგაზრდა მეთვალყურე ქალმა გვითხრა, რომ ვაგიფი თავისი პირველი ჯაზკომპოზიციების შექმნაში საათებს ატარებდა პიანინოსთან. შემდგომში ისინი ცნობილი გახდა ჯაზისა და ხალხური მუღამის უნიკალური კომბინაციის გამო.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. თანდათან ჯაზზე აკრძალვა მოიხსნა და 1960-იან წლებში, ბენდებს უკვე თავისუფლად შეეძლოთ დაეკრათ და ჩატარდა ჯაზფესტივალებიც. ერთ-ერთი პირველი 1969 წელს, ბაქოში გაიმართა. პირველი ადგილი მაშინ ვაგიფ მუსტაფაზადემ აიღო და ის გახდა მუსიკოსი, რომელმაც შთააგონა მთელი თაობა და აზერბაიჯანულ ჯაზს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.
მაგრამ ბაქოში დღესაც არიან ჯაზმუსიკოსები და ბევრი მათგანი ცნობილი და პოპულარულია.
რაულ სულთანოვი ამბობს, რომ ფესტივალი - კარგი საშუალებაა ამ მუსიკოსების მხარდასაჭერად და მსოფლიოსთვის აზერბაიჯანული ჯაზის შესახსენებლად.