ეკონომისტის მოსაზრება: რატომ ლობირებს აფხაზეთის ხელისუფლება ბინების შესახებ კანონს?
კანონი ბინების შესახებ აფხაზეთში
აფხაზეთში აქტიური საზოგადოებრივი კამპანია დაიწყო ბინების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ, რომელიც, ფაქტობრივად, აუქმებს უცხოელებზე საცხოვრებლის მიყიდვის აკრძალვას.
შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მიღებას. მისი წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ დეპუტატებს.
სხვადასხვა ადგილას ჩნდება კამპანიის ბანერები, რომლებიც გვაუწყებენ კანონის მიღების მავნე შედეგების შესახებ.
თუმცა, ხელისუფლება კვლავაც ამტკიცებს, რომ ბინების შესახებ კანონი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ, პირიქით, გახდება ლოკომოტივი აფხაზეთის ეკონომიკისთვის.
კანონპროექტის მიხედვით, 10 წლის განმავლობაში 30 000 ბინის მშენებლობა იგეგმება. მათი პოტენციური მყიდველები კი სავარაუდოდ, რუსები იქნებიან.
- ახალი „კანონი ბინების შესახებ“ აფხაზეთში – რას ნიშნავს და რა საფრთხეებს შეიცავს
- უფასო საცხოვრებელი აფხაზეთში: რატომ არ არის ყველასთვის საკმარისი
ცნობილი აფხაზი ეკონომისტი ახრა არისტავა კანონის ეკონომიკურ კომპონენტზე საუბრობს:
ყველაფერი ძალიან მარტივია. შემოთავაზებულია ბანალური გარიგება: 150 მილიარდი რუბლის [დაახლოებით 1,660,000 აშშ დოლარი] ინვესტიცია აფხაზეთში საცხოვრებლების მშენებლობაში. ფულის წყარო რუსული ბანკებია. ამიტომ, ისინი ასევე გვთავაზობენ კანონს სასამართლოს გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ, როგორც ინვესტიციის დაბრუნების გარანტიას.
ბუნებრივია, მოგების მისაღებად ეს კვადრატული მეტრი მინიმუმ 300 მილიარდ რუბლად [დაახლოებით $3 მილიარდ 321 ათასი] უნდა გაიყიდოს.
აფხაზეთის მოქალაქეების საშუალო შემოსავალი თვეში 14 ათასი რუბლია [დაახლოებით $155], ხოლო ყველა მოქალაქის ჯამური წლიური შემოსავალი 15 მილიარდ რუბლს [დაახლოებით $166 მილიონი]. შესაბამისად, მათ არ აქვთ ფული ამ საცხოვრებლის შესაძენად. აფხაზეთის ბანკებსაც არ აქვთ ფული, რომ მოქალაქეებზე მსგავი სესხი გასცენ.
კითხვა: რას გვთავაზობს ხელისუფლება ამ “სუპერ მაცდური” გარიგების სანაცვლოდ?
პასუხი: გვთავაზობენ უცხოელებზე საცხოვრებლის მიყიდვას. ისინი მდიდრები არიან და ბევრი ფული აქვთ.
შემდეგ კი ბატონ ლობისტებს გამოაქვთ კანონპროექტი ბინების შესახებ. ვითომ ეს ტურიზმისთვისაა.
სინამდვილეში, ეს ბანალური გარიგებაა. იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გაზარდონ აფხაზეთის მოქალაქეების შემოსავალი და გაზარდონ მათი გადახდისუნარიანობა, შემოთავაზებულია უბრალოდ ღარიბი მოქალაქეების ჩანაცვლება მდიდარი უცხოელებით – აბსოლუტურად პრიმიტიული წინადადებაა.
გამოდის, რომ აფხაზეთის ღარიბი მოსახლეობა ძალიან სერიოზულ ადამიანებს ძალიან სერიოზულ გარიგებებში უშლის ხელს.
რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ჩაერიო ასეთი “ზემნიშვნელოვანი” ადამიანების ცხოვრებაში, ფეხებში გამოედო მათ? რაღაც მითიური ლაპარაკი დაიწყო დემოგრაფიის, აფხაზების, აფხაზური ენის, აფხაზური კულტურის გაქრობის შესახებ. როგორ შეიძლება ამგვარმა წვრილმანებმა ხელი შეუშალოს ასეთ “სუპერმოწინავე” საინვესტიციო პროექტებს?
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო