"ევროკომისიიდან გვეუბნებიან, ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებსო" - ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია
ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 12 რეკომენდაციის შესახებ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კობახიძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობის “კუჭის ოპერაციის რეკლამა” უწოდა, ხოლო ევროპარლამენტზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ევროკომისიიდან ეუბნებიან, “ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებსო.”
რა თქვა ირაკლი კობახიძემ
● მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში, მაგრამ ზოგადად ხელისუფლების ეს პოზიცია არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო მათ შორის ისიც, რაც თავადვე აღიარეს ჩვენმა ოპონენტმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულები საქართველოში სააკაშვილის გამოგზავნაში და დღეს როდესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს რა თქმა უნდა შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს.
“რუსეთი უკრაინის მოქალაქეს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს” – ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანა მოითხოვა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოხატოს მის მიმართ მკაცრი პროტესტი და მან 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა გამართოს კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებასთან სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა.
● გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის. მეორე, ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობთ, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს, ეს ნორმალურია?
● ამ დღეებშიც იმართება შესაბამისი შეკრებები [მათ შორის პრაიდის კვირეული] და პოლიცია არის მობილიზებული იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული.
● კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები რომ გვხვდებიან ჩვენ ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებსო. ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზეო. ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზეა საუბარი, ვისაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის. დახურული შეხვედრაა, ვერ გამოვიტან გარეთ, მაგრამ ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან. საჯაროდ მაგას ვერ იტყვიან, რადგან ევროპარლამენტის მიმართ საჯაროდ ვერ დააფიქსირებენ უპატივცემულობას, მაგრამ გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია, ევროპული საბჭო და არა ევროპარლამენტი, ამას გვეუბნებიან
● მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია.
● ევროკავშირისგან შარშან ივნისშიც ეს ცუდი სიგნალი იყო. წელსაც, ასეთი გადაწყვეტილება თეორიულად რომ დავუშვათ, ცუდი სიგნალი იქნება. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში პოზიტიური სიგნალი იქნება გაგზავნილი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის – როგორც მოყვრისთვის, ისე არა მოყვრისთვის.
● მაქსიმალურად დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალური საფუძველი შეგვექმნა კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. რისკი შემდეგია – 27 ქვეყანაა და 27-ვემ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. საკმარისია ერთი ქვეყანა დადგეს განზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია. იმედი დავიტოვოთ, რომ შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
● [თუ სტატუსს ვერ მივიღებთ] თეორიულად ამის შესაძლებლობას თუ დავუშვებთ, საზოგადოებისთვის ახსნა რთული იქნება. საზოგადოება იმედგაცრუებული იყო შარშან ივნისშიც და ბუნებრივია, დეკემბერშიც რომ იგივე მოხდეს, ეს საზოგადოების იმედგაცრუებას გამოიწვევს.
● დღეს ამ რისკებზე საუბარს ვერიდებით. სამომავლოდ, ღმერთმა არ ქნას, თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაგვჭირდება ყველა თემაზე საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა. იმედს გამოვთქვამ, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება და საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
● “შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები საფრთხეა ქვეყნისთვის” – რა თქვა პრემიერმა პარლამენტში
● პრეზიდენტის მიმართვა დამოუკიდებლობის დღეზე: საზოგადოება არ დათმობს ევროპულ არჩევანს. კიდევ რა თქვა ზურაბიშვილმა
● სენატორები შაჰინი და რიში: საქართველოს მთავრობის უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ზომების მიღება ვთხოვოთ
● უპირველესად რაც შეეხება იმას, თუ რამდენადაა ერთმანეთთან თავსებადი ევროკომისრის და ჩვენი შეფასებები – არ მგონია, რომ შეუთავსებლობაა და ავხსნი რატომ: რა თქმა უნდა, ერთი მხრივ არის ციფრები, რომლის თანახმადაც, 3 სრულად შესრულდა და დანარჩენი არასრულად, მაგრამ რაში ვხედავთ თანხვედრას – დღემდე რაც შეგეძლო გაგვეკეთებინა, ყველაფერი გაკეთდა. რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო პრაქტიკული კუთხით, ეს იყო არსებითად კანონმდებლობის შემუშავება – ყველაფერი გაკეთდა.
● თუ დააკვირდებით რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გვეუბნებიან, რომ კანონმდებლობა კარგია, მაგრამ პრაქტიკაში აღსრულებაა საჭირო. საბოლოოდ გამოდის რა – შეფასებაზე ვთანხმდებით. ანუ, კანონმდებლობა მოწონებულია და აქედან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ რაც დღემდე შეიძლება გაკეთებულიყო, ის გაკეთდა – კანონმდებლობა შემუშავდა. იგივე ეხება რეგლამენტის რეფორმას – რეგლამენტი დაიხვეწა, მაგრამ რატომ გვეუბნებიან, რომ არ არის სრულად შესრულებული – იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში უნდა დაინერგოს.
● დეპოლარიზაცია იგივეა, რომ ორ საფეხბურთო გუნდს მოსთხოვო დეპოლარიზაცია, როცა ორივეს აქვს ერთი მიზანი – გაიტანოს მეორე გუნდის კარში – კონკურენციაში არ არის პრობლემა, მაგრამ თუ გადადიან ერთმანეთის ფეხების დამტვრევაზე, ეს არის პრობლემა.
● კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება სამართლიანი მსაჯის გადაწყვეტილება, რომელიც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე.
● ხშირად ვესაუბრებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საჭიროა საქართველოში არსებული ვითარების სამართლიანი შეფასება. როდესაც მსაჯი არის უსამართლო, ახალისებს პოლარიზაციას. მაგალითად, იმ სამმა რეზოლუციამ, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა, ბუნებრივია, საქართველოში პოლარიზაცია წაახალისა.