„60 სატელეფონო საუბარი პუტინთან“ – ფაშინიანი 2020 წლის ომის დასრულებაზე საუბრობს
ფაშინიანი ყარაბაღის ომის გარემოებებზე
სომხეთის პრემიერმინისტრმა 2020 წელს ყარაბაღის ომის გარემოებების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა და დეტალური ანგარიში წარადგინა. თავის გამოსვლაში, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ნიკოლ ფაშინიანი შეეხო არა მხოლოდ ომის მიმდინარეობას და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ნოემბრის შეთანხმების ხელმოწერის გარემოებებს, არამედ ყარაბაღის მოლაპარაკებების პროცესის ისტორიას.
კომისიის სხდომა 27 ივნისს გაგრძელდება და მის წევრებს კითხვებზე პასუხი თავად პრემიერმინისტრისგანაც ექნებათ. ფაშინიანმა პირობა დადო, რომ ყველა კითხვას უპასუხებს პირდაპირ ეთერში, გარდა იმ კითხვებისა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა. დეპუტატები ყველა ინფორმაციას დახურულ მოსმენებზე მიიღებენ.
სომხეთის პრემიერმინისტრის გამოსვლის მთავარი თეზისები.
„მათ სიცოცხლის ფასად აღკვეთეს მთიანი ყარაბაღის მეღრიში გაცვლა“
ფაშინიანს აქამდე არასდროს უთქვამს, რომ ყარაბაღში 44-დღიანი ომის დასრულების მიზნით, რუსეთმა შესთავაზა სამშვიდობოების განლაგება სომხეთის ქალაქ მეგრში და მის გარშემო. მათ უნდა უზრუნველეყოთ კავშირი აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანს შორის.
„ამას არ დავთანხმდი. მე არ დავთანხმდი სომხეთის რესპუბლიკის მიერ უკონტროლო ფენის შექმნას, ანუ დერეფნის შექმნას სომხეთის ტერიტორიაზე. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა: გზები უნდა იყოს ღია, მაგრამ ისინი უნდა დარჩეს სომხეთის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
პრემიერმინისტრმა გაიხსენა დოკუმენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიების გაცვლის შესახებ, რომელსაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში, 1999 წელს, სტამბოლის სამიტზე შეეძლო მოეწერა ხელი. მან განაცხადა, რომ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ კარენ დემირჩიანმა და მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ვაზგენ სარგსიანმა სიცოცხლის ფასად ამ პროექტის განხორციელებას ხელი „შეუშლეს“.
ფაშინიანი გულისხმობს 1999 წლის 27 ოქტომბერს მომხდარ ტერაქტს, როდესაც შეიარაღებული ჯგუფი შევარდა პარლამენტის შენობაში და მათ დახვრიტეს დეპუტატები და მთავრობის წევრები. ის თავდასხმის მიზეზების ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიაზე საუბრობს. ბევრს მიაჩნდა, რომ ეს იყო ორგანიზებული იმ ქვეყნების საიდუმლო სამსახურების მიერ, რომლებსაც აქვთ საკუთარი ინტერესები რეგიონში. მაშინ კონკრეტულად საუბარი იყო რუსეთსა და აშშ-ზე.
ვერსია ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ 1999 წლის ნოემბერში, სტამბოლში ეუთოს სამიტი უნდა გამართულიყო, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებს შეეძლოთ რაიმე შეთანხმების მიღწევა. საუბარი იყო შუამავლების წინადადებაზე ტერიტორიების გაცვლის შესახებ: აზერბაიჯანმა სომხეთს დაუთმო ლაჩინის დერეფანი, რომელიც აკავშირებდა მას მთიან ყარაბაღთან და სანაცვლოდ მიიღო მეღრის რაიონის ტერიტორიის ნაწილი, ანუ იგივე დერეფანი ნახიჩევანამდე.
ეს ვარიანტი მიუღებლად მიიჩნია ბევრმა სომეხმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ვაზგენ სარქისიანმა და კარენ დემირჩიანმა. სომხეთის პარლამენტში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ დოკუმენტებს ხელი აღარ მოეწერა.
„ეს დოკუმენტი რეალურად აფიქსირებს სომხური მხარის ფუნდამენტური იდეების სიკვდილს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების შესახებ“, – განაცხადა მან.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ მიუღია, ასეთი შინაარსის წინადადებები კვლავ ჩნდება მოლაპარაკებების მაგიდაზე.
პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ მეღრის მთიან ყარაბაღში გაცვლის შესახებ დოკუმენტს, ერთი მხრივ, არავითარი კავშირი არ ჰქონდა თვითგამორკვევის უფლებასთან და ასევე, არღვევდა როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.
„ეს სხვა არაფერია, თუ არა ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების აქტი. სხვაგვარად ფორმულირება შეუძლებელია. თუ შენ დათმობ შენი ტერიტორიის ნაწილს აზერბაიჯანისგან ყარაბაღის მისაღებად, ეს ნიშნავს, რომ ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებ და საკუთარი ტერიტორია აუქციონზე გამოგაქვს“.
“რატომ დავიწყე მოლაპარაკებები ნულიდან”
2018 წელს ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებს თავიდან, ნულიდან დაიწყებდა. ახლა მან განმარტა, რომ 2018 წლის მაისის მდგომარეობით, მას ამის თავიდან აცილების ორი ვარიანტი ჰქონდა:
- „აზერბაიჯანს რეალურად უნდა ეღიარებინა მთიანი ყარაბაღის დროებითი სტატუსი ყაზანის დოკუმენტის მიხედვით, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. რატომ უნდა მიეღო აზერბაიჯანს ის, რაც შვიდი წლის წინ უარყო და რისთვისაც დაიწყო აპრილის ოთხდღიანი ომი [2016]?
- „მე უნდა მეღიარებინა არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად, არამედ უნდა დავთანხმებოდი მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ირგვლივ დამყარებულ სტატუს კვოს და ასევე თავად მთიან ყარაბაღში არსებული სტატუს კვოს დემონტაჟს. წარმოდგენაც შეუძლებელია, თუნდაც დღევანდელი გადმოსახედიდან შევაფასოთ მაშინდელი სიტუაცია.
პრემიერმინისტრი ვარაუდობს, რომ სომხეთის საზოგადოებისთვის შესაძლოა სიახლე იყოს ეუთოს თავმჯდომარის განცხადება 1996 წლის დეკემბერში: „მთიანი ყარაბაღის სამართლებრივი სტატუსი უნდა განისაზღვროს თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე – მიეცით მას ავტონომიის მაღალი სტატუსი აზერბაიჯანის ფარგლებში“.
ომის შეჩერების მცდელობის შესახებ
ფაშინიანი იხსენებს, რომ საომარი მოქმედებები 9 ნოემბერს შეწყდა და ამ საკითხში გადამწყვეტი როლი ითამაშა შუშის დაცემამ. პრემიერი ხაზს უსვამს, რომ მხედველობაში აქვს ქალაქის სტრატეგიული როლი და არა სიმბოლური.
„შუშის დაკარგვის შემდეგ სტეფანაკერტი, ფაქტობრივად, თავდასხმის ქვეშ იქნებოდა, მარტუნზე ზეწოლა აუცილებლად გაიზრდებოდა და რაც მთავარია, 25000 ჩვენი ჯარისკაცი აღმოჩნდებოდა ალყაში მოქცევის საფრთხის ქვეშ.
პრემიერის თქმით, ნოემბრის განცხადება ომის შეჩერების მეხუთე მცდელობა იყო.
მან საპარლამენტო კომისიას მცდელობების დეტალები და ვლადიმერ პუტინთან საუბრის დეტალები წარუდგინა. თავდაპირველად აზერბაიჯანულმა მხარემ წარმოადგინა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგი წინაპირობები:
- „ფუზულის უბრძოლველად ჩაბარება,
- სომხური ძალების უკანდახევა არაქსის გასწვრივ ხოდაფერის წყალსაცავისკენ, რათა წყალსაცავი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ ყოფილიყო,
- აზერბაიჯანელების გულიევისა და ასკეროვის დაბრუნება, რომლებიც სასჯელს იხდიან ყარაბაღში მკვლელობებისა და გატაცებებისთვის, ტყვედ ჩავარდნილი სომხების დაბრუნების შესაძლებლობით.
სომხური მხარისთვის ეს პირობები მიუღებელი იყო. გარდა ამისა, ფაშინიანის თქმით, ბაქო ამ მოთხოვნების შესრულებას არ უკავშირებს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, არამედ მხოლოდ დაჰპირდა „ჰუმანიტარულ ზავას დაღუპულთა დაკრძალვის ორგანიზებისთვის“.
ომის შეჩერების მცდელობის შესახებ
ზავის რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ბაქომ არამარტო მხარი არ დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტას, არამედ გააძლიერა „შეტევითი მოქმედებები და სარაკეტო დარტყმა მიაყენა სტეფანაკერტს, მარტაკერტს, შეუტია ჰადრუტს“.
ფაშინიანი ამბობს, რომ თავდასხმების თავიდან აცილების ფიზიკურ მცდელობებთან ერთად, სომხეთმა დიპლომატიური ძალისხმევაც ჩადო:
„განხილული იყო კონფლიქტის ხაზის ორივე მხარეს რუსი სამხედრო დამკვირვებლების განლაგების საკითხი, რომლებიც მონიტორინგს გაუწევდნენ სიტუაციას და დააფიქსირებდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას. თუმცა აზერბაიჯანი მუდმივად ერიდებოდა ასეთ გადაწყვეტილებას და უფრო ინტენსიურ საომარ მოქმედებებს აწარმოებდა.“
ათობით სატელეფონო საუბარი პუტინთან
ფაშინიანის თქმით, ამ პერიოდში პუტინთან 60 სატელეფონო საუბრიდან 20 შედგა 8 და 9 ნოემბერს, როდესაც სამმხრივი განცხადების ტექსტი განიხილებოდა. ის დათანხმდა ამ მოლაპარაკებების დაწყებას იმ პირობით, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა დებულებებს შუშისა და სომხეთის ტერიტორიის გავლით დერეფნის შესახებ. თავის მხრივ, მან შესთავაზა ჰადრუტის რეგიონის ნაცვლად აღდამის რეგიონის დაბრუნება.
ფაშინიანმა თქვა, რომ განცხადებას ხელი 9 ნოემბრის დილას მოაწერა, მაგრამ აზერბაიჯანმა უარი თქვა დოკუმენტის ამ ვერსიის ხელმოწერაზე და ახალი მოთხოვნები წამოაყენა:
„პროცესის კულმინაცია იყო 9 ნოემბრის საღამო, როდესაც გაირკვა, რომ აზერბაიჯანი ახალ თავებს ამატებდა შეთანხმებულ დოკუმენტში. ეს იმას ნიშნავდა, რომ ტექსტი, რომელსაც ხელი მოვაწერე დილით, აღარ იყო მოქმედი.“
ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა არ მიიღო წინადადება „ჰადრუტის ნაცვლად აღდამი“, ტექსტში ასევე არ იყო ნახსენები შუშისა და სომხეთის ტერიტორიის გავლით დერეფნის შექმნა. საუბარი იყო ექსკლუზიურად საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე, მთიანი ყარაბაღის გარშემო შვიდი რეგიონის დაბრუნებაზე, ლაჩინის დერეფნის შექმნაზე და რუსი სამშვიდობოების განლაგებაზე აქ და მთიან ყარაბაღში.
„მაგრამ იმ მომენტში, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ აზერბაიჯანი გვთავაზობდა ტექსტში დამატებოდა პუნქტი ტავუშის რეგიონში ანკლავების დაბრუნების შესახებ, მე განვაცხადე, რომ გამოვრიცხავ ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მხარეებმა მოახერხეს და შეთანხმდნენ ანკლავების შესახებ პუნქტის დოკუმენტიდან ამოღებაზე. სომხეთის პრემიერმინისტრის თქმით, მას ხელი მოეწერა “რთული, ხანგრძლივი” დისკუსიების შემდეგ.
“შეაჩერე ომი რუსული გეგმის მიხედვით”
რა უნდა გაკეთდეს ზავის დასამყარებლად და ომის შესაჩერებლად? ამ საკითხზე ფაშინიანმა პირველად 13 ოქტომბერს მიმართა რუსეთის პრეზიდენტს. პუტინმა თქვა, რომ „შეიძლება სცადოს ლაპარაკი ომის დასრულებაზე იმ ხუთი რეგიონის დაბრუნების სანაცვლოდ, რომელიც ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ სომხეთის კონტროლს ექვემდებარებოდა“. რამდენიმე დღის შემდეგ, 19 ოქტომბერს, სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის შეჩერება მრავალი წლის წინ შემუშავებული რუსული გეგმის მიხედვით შეიძლება.
პირობა კი ასეთია: შვიდი რეგიონი დაბრუნდა 5+2 ფორმატში, წყდება ლაჩინის დერეფნით მთიანი ყარაბაღის სომხეთთან კომუნიკაციის საკითხი, რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან ყარაბაღში, სტატუსის საკითხი გადაუჭრელი რჩება და გადაიდება განუსაზღვრელი დროით“, – განაცხადა ფაშინიანმა.
აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ შვიდივე რეგიონის ერთდროულად მიღებას მოელის.
შუშა 90 პროცენტით აზერბაიჯანელებით უნდა იყოს დასახლებული
პრემიერმინისტრი ამბობს, რომ 19 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტისგან ბაქოსთვის კიდევ ერთი პირობის შესახებ შეიტყო. საუბარი იყო შუშში აზერბაიჯანელი ლტოლვილების დაბრუნების გარანტიებზე, რომლებიც „შეადგენდნენ შუშის მოსახლეობის 90 პროცენტს შემდგომი ზრდის შეზღუდვის გარეშე“.
ბაქომ ასევე შესთავაზა აზერბაიჯანელების შეუფერხებელი გადაადგილებისთვის ახალი გზის მშენებლობა:
„წინადადების მიხედვით, შუშში პირდაპირი და შეუფერხებელი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა აზერბაიჯანელს და არა მხოლოდ შუშში მცხოვრებს.“
ნიკოლ ფაშინიანმა შეთავაზება არ მიიღო. ის, მისი თქმით, წუხდა, რომ ლაჩინის დერეფანი არ იმუშავებდა, რადგან აზერბაიჯანს ნებისმიერ მომენტში შეეძლო მისი დაკეტვა.
რაც შეეხება „შუშის დაცემას“, ფაშინიანი ელის, რომ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში უნდა დადგინდეს ქალაქის დაკარგვის გარემოებები. პრემიერი ხაზს უსვამს, რომ მისი ყველა მითითება შუშის გაძლიერებასა და ქალაქის თავდაცვის ორგანიზებას ეხებოდა.
„სამმხრივ განცხადებაზე ხელმოწერამდე მე ასევე მაცნობეს, რომ შუშის ნაწილი მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის კონტროლის ქვეშ იყო“, – განაცხადა მან.
“ჩემი წინამორბედების შესახებ”
ფაშინიანი სომხეთის ყოფილ ლიდერებსაც შეეხო. მან ახსენა პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის სტატია „ომი თუ მშვიდობა? დროა ვიფიქროთ”, რომელშიც იგი საუბრობდა კომპრომისების საჭიროებაზე:
„მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ ტერ-პეტროსიანის ნათქვამი, გამოვა შემდეგი: შეუძლებელია სტატუს კვოს დიდხანს შენარჩუნება, ნუ მოვიტყუებთ თავს და ამაო იმედებს ნუ დავამყარებთ. ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხში მოკავშირეები არ გვყავს.“
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერ-პეტროსიანი არ იძლევა მკაფიო და პირდაპირ პასუხს კითხვაზე, თუ რა სტატუსი ექნება საბოლოოდ მთიან ყარაბაღს – იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი ან იქნება თუ არა ის სომხეთის შემადგენლობაში? თუ იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში? მისი თქმით, ეს მუხლი „ყარაბაღის საკითხში დაბნეულობის გამწვავების კიდევ ერთი ფაქტორი გახდა“.
პრემიერმინისტრის განმარტებით, მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა მთიან ყარაბაღს „ყოველგვარი დამოუკიდებლობა“ წაართვა და ყარაბაღი მოლაპარაკებებიდან საერთოდ გამორიცხა.
„უფრო მეტიც, მან ჩამოართვა მთიან ყარაბაღს ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსი, რამაც შესაძლებელი გახადა ერთ მაგიდასთან დაჯდომა რუსეთის, შეერთებული შტატების, საფრანგეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებთან. ეს, ფაქტობრივად, იყო მთიანი ყარაბაღის, როგორც საერთაშორისო სუბიექტის დასასრული“.
მან ასევე გააკრიტიკა მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და გაიხსენა მისი გუნდის “საეჭვო სლოგანი”, რომ “ცუდი მოლაპარაკებები უკეთესია, ვიდრე საუკეთესო ომი”: