ყარაბაღი; შიდაპოლიტიკური პროცესები საქართველოში; რუსეთი -უკრაინის, თურქეთი კი აშშ-ის წინააღმდეგ
ფოტო გადაღებულია ამერიკის სენატში ანალოგიური კანონპროექტის მიღებისას აშშ-ში 2016. ავტორი ბრაინ მერფი, DNI
ამერიკის სენატს წარედგინა სამხრეთ კავკასიაში მოვლენების განვითარების მიმოხილვა, ასევე რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში არსებული სიტუაციის ანალიზი. ეს ინფორმაცია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ახალი დირექტორის დანიელ კოუტსის მოხსენების ნაწილი გახდა.
26-გვერდიანი მოხსენების სათაურია „აშშ-ის დაზვერვის მიერ შეფასებული მსოფლიო საფრთხეები“ (Worldwide Threat Assessment of the US Intelligence Community), და მასში განხილულია მსოფლიოს ბევრ რეგიონში არსებული სიტუაცია. JAM news-ს იმ მთავარი პოსტულატების მოკლე მიმოხილვა მოჰყავს, რომლებიც სამხრეთი კავკასიის ქვეყნებსა და მათ უშუალო მეზობლებს – რუსეთს, უკრაინას და თურქეთს შეეხება.
სამხრეთი კავკასია
საქართველო
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ახლა მას შესაძლებლობა აქვს, კიდევ უფრო გაამყაროს კონტროლი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე და წარმატებით აღუდეგს წინ ყოფილი მმართველი პარტიის -ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოტენციურ გავლენას.
კონფლიქტი ყარაბაღის ირგვლივ
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სეპარატისტულ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, ისედაც გამწვავებული ურთიერთობა 2016 წლის აპრილში მკვეთრად გამწვავდა.
მხარეებს ისევ არ აქვთ კომპრომისის მიღწევის სურვილი და ამას მუდმივად გამოხატავენ. ამავდროულად მატულობს ქვეყნების შიგნით საზოგადოებებზე ზეწოლა. ეს კი იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ 2017 წელს ისევ ნარჩუნდება მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სრულმასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების საფრთხე.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანი კვლავ ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდის. ეს სიტუაცია, შესაძლოა, ქვეყნის ხელისუფლებისთვის იმის საბაბდ იქცეს, რომ მან საზოგადოებაში ახალი ძალით დაიწყოს მოქმედი ხელისუფლების კრიტიკის ჩახშობა.
აზერბაიჯანი ისევ აგრძელებს რუსეთთან, ირანთან და დასავლეთის ქვეყნებთან თავისი ურთიერთობების დაბალანსებას.
რუსეთი
თვისი გამოსვლის დასაწყისშივე დენიელ კოუტსმა განაცხადა, რომ რუსეთი მასშტაბური საერთაშორისო კიბერშეტევების წყაროს წარმოადგენს და ვაშინგტონისთვის მთავარ საფრთხედ რჩება.
2017 წელს რუსეთი, ალბათ კიდევ უფრო კატეგორიული იქნება საგარეო პოლიტიკაში, და აშშ-სთან მისი ურთიერთობა კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდება, ხოლო მისი საშინაო პოლიტიკა – კიდევ უფრო მკაცრი და ავტორიტარული.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გრძნობს რამდენიმე ახალი პოპულისტური პრო-რუსული ევროპის ქვეყნის მთავრობების მხარდაჭერას, და ეს მას საშუალებას მისცემს, რომ საერთაშორისო არენაზე თავისი ქვეყნის გავლენის გაზრდის მიზნით იმოქმედოს.
2018 წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, და პუტინი არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში მისი დარჩენის პერსპექტივას რაიმე საფრთხე დაემუქროს.
როგორც ჩანს, ის ძველებურ ტაქტიკას გააგრძელებს – რეპრესიებსა და მედიაზე სახელმწიფო კონტროლს.
პუტინი, უკვე დიდი ხანია, თავს არიდებს იმ რეფორმების ჩატარებას, რომლებიც მის პერსონალურ კონტროლს შეასუსტებდა, ამ წინასაარჩევნო პერიოდში კი უფრო საეჭვოა რაიმე რეფორმის მოლოდინი.
საფიქრებელია, რომ რუსეთი ისევ გააგრძელებს სირიაში ასადის ხელსუფლების მხარდაჭერას.
მოსკოვი, ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული შიშების მომიზეზებით, შეძლება სირიასთან სამხედრო ინტერვენციაზეც წავიდეს – და ახლო აღმოსავლეთში თავისი გავლენა გააფართოვოს.
რუსეთი, ევროკავშირისადმი მხარდაჭერის შემცირების მიზნით, ისევ გააგრძელებს და გააძლიერებს კიდეც თავის პროპაგანდისტულ კამპანიას, და საამისოდ თავად ევროპული სახელმწიფოების პოპულისტურ და ექსტრემისტულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს გამოიყენებს.
უკრაინა
უკრაინასთან მიმართებით მოსკოვის მთავარი ამოცანაა – მიაღწიოს კიევზე ხანგრძლივ გავლენას და უკრაინას დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრირების საშუალება არ მისცეს. 2017 წელს რუსეთისთვის ეს ამოცანები წამყვანი იქნება.
მიზნის მისაღწევად სხვადასხვა მეთოდს გამოიყენებენ. ეს იქნება აღმოსავლეთი უკრაინის ეგრეთ წიდებული სეპარატისტებისთვის სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც უკვე ორ წელიწადს გრძელდება, და – არამარტო.
მოსკოვი ისევ გააგრძელებს უკრაინის არასტაბილური ეკონომიკის რღვევასა და უკრაინის შიდაპოლიტიკურ ელიტაში პრო-რუსული ფრაქციების გავლენის გამყარებას.
უკრაინას მოუწევს, რომ თავისი კორუმპირებული ინსტიტუტების რეფორმირება შეძლოს – რადგან სწორედ ამაზე
იქნება დამოკიდებული, ქვეყანა ევროპის მიმართულებით წავა, თუ შიდაპოლიტიკური კონფლიქტებისა და რუსეთის გავლენის მსხვერპლი გახდება.
თურქეთი
თურქეთის პრეზიდენტმა რესეპ ტაიიპ ერდოღანმა შეძლო მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება 2017 წლის აპრილის რეფერენდუმში, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხებოდა, და ახლა მისი უფლებამოსილება და ძალაუფლება გაცილებით დიდია. შედეგად, თურქეთში შიდა პოლიტიკურმა და სოციალურმა უთანხმოებებმა იმატა.
თურქეთის აშშ-სთან ურთიერთობა გართულდა ქურთების სახალხო პარტიისადმი ქვეყნების განსხვავებული პოზიციის გამო. ანკარას ეს პარტია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ მიაჩნია, და აშშ-ს სირიაში ქურთულ დაჯგუფებებთან ურთიერთობაში სდებს ბრალს. თურქეთის აზრით, ეს ქურთების სახალხო პარტიის პოზიციებს აძლიერებს.
თურქეთს ურთიერთობა გართულებული აქვს ევროკავშირთანაც, რადგან ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ მას თავის ტერიტორიაზე თურქული რეფერენდუმის იდეის მხარდამაჭერი კამპანიების ჩატრების ნება არ დართო, მოგვიანებით კი მათ ნეგატიურად შეაფასეს რეფერენდუმის დროს თურქეთში მიმდინარე პროცესები.