აზერბაიჯანელ დეპუტატობის კანდიდატს კონკურენტის მოსყიდვის ბრალდება არჩევნებზე ხელს არ შეუშლის
დეპუტატი ფარაჯ გულიევი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მისმა მეტოქემ, ბლოგერმა მეჰმან გუსეინოვმა მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა, არჩევნებში მონაწილეობას არ ჩამოაშორეს და მხოლოდ გაფრთხილება მისცეს.
ამავდროულად აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელმაც საჩივარი განიხილა, განმარტა, რომ „ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის“, რადგან პროკურატურა საქმეს ჯერ კიდევ იძიებს.
მეჰმან გუსეინოვის თქმით, ფარაჯ გულიევმა მას ფული შესთავაზა, რათა მეჰმანი „თამაშიდან გასულიყო“ და მომავალ არჩევნებში მხარი მისთვის დაეჭირა.
თავად გულიევის ვერსიით კი, მას უბრალოდ არასწორად გაუგეს, და ის გუსეინოვს ფულს უანგაროდ სთავაზობდა.
აზერბაიჯანელმა ბლოგერმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა და დეპუტატობის კანდიდატმა მეჰმნ გუსეინოვმა განაცხადა, რომ საარჩევნო ოლქის მეტოქე მისთვის ქრთამის მიცემას ცდილობდა, რათა მეჰმანისთვის ბრძოლაზე უარის თქმა ეიძულებინა. თავად მეტოქის ვერსიით, ის მას – არა ქრთამს, არამედ დახმარებას სთავაზობდა.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს ჩატარდება.
• აზერბაიჯანელმა ბლოგერმა მეჰმან გუსეინოვმა განაცხადა, რომ მას პოლიციელებმა სასტიკად სცემეს
• ახალგაზრდობა აზერბაიჯანის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთობლივად ემზადება
• მოსაზრება: რა ხდება აზერბაიჯანში – რევოლუცია ზემოდან თუ იმიჯის კორექცია?
„გვერდით დამიდექი“
მეჰმან გუსეინოვმა წინა მოწვევის დეპუტატ, პარტია „სახალხო აღორძინების მოძრაობის“ წევრ ფარაჯ გულიევთან თავის საუბრის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში გამოაქვეყნა.
ამ ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ამბობს ბლოგერის თანამოსაუბრე:
„თუ ჩვენ ხმებს გავიყოფთ, ეს მხოლოდ ხელს მისცემს „ენი აზერბაიჯანს“ [მმართველი პარტია – რედაქციის შენიშვნა]. ამიტომ გთავაზობ, რომ მეტოქეობას კი ნუ გამიწევ, გვერდით დამიდექი. ანუ, თუ მე ხვალ დეპუტატი გავხდები, ყველანაირ მხარდაჭერას გაგიწევ. მაგალითად, ახალგაზრდული გაერთიანების შექმნას შეძლებ. დამეხმარე არჩევნებში, გვერდით დამიდექი. გულწრფელად რომ გითხრა, ჩემს გამარჯვებაში დარწმუნებული არ ვარ. იმის გამო, რომ, როგორც ბლოგერი, ძალიან ძლიერი ხარ, მე შენ ვერ გაჯობებ. ამას ქრთამად ნუ აღიქვამ, მაგრამ თუკი მკურნალობა დაგჭირდა, შემიძლია 10-15 ათასი შემოგთავაზო“.
თუმცა, მეჰმან გუსეინოვმა ეს წინადადება სწორედ ქრთამის შეთავაზებად აღიქვა, გენერალურ პროკურატურას, ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტს და საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრებით მიმართა, და სოციალურ ქსელებში ფარაჯ გულიევის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო.
დახმარების მცდელობა თუ დანაშაული?
თავად ფარაჯ გულიევი აღიარებს, რომ მეჰმან გუსეინოვს შეხვდა და თავის ნდობით აღჭურვილ პირად გახდომა შესთავაზა. მაგრამ, დეპუტატის ვერსიით, მან დეპუტატს ფული არა ქრთამის სახით შესთავაზა, არამედ მკურნალობისთვის დასახმარებლად, რადგან საუბრის დროს მეჰმანი ჯანმრთელობის პრობლემებზე ჩიოდა. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, საუბარი 45 წუთს გრძელდებოდა, ბლოგერმა კი ძალიან შეცირებული ვერსია გამოქვეყნა.
ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტს ჯერჯერობით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია. მაგრამ დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ყოფილი წევრი აკიფ გურბანოვი მიიჩნევს, რომ დეპუტატის საქციელს შესაძლებელია საარჩევნო კოდექსის დარღვევის კვალიფიკაცია მიეცეს, და ამისთვის ფარაჯ გულიევს შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვას. ასეთივე აზრისაა სამართლის სფეროს ექსპერტი ალექსერ მამედლიც.