აზერბაიჯანელები ჩინეთის შესახებ
გუანჯოუ Тhe Chenghuang (City God) Pavilion. ვუშანის გორაკი, რომლის წვერზეც ძველი ბუდისტური ტაძარი მდებარეობს. წითელი დაფები, რომლებიც კეთილ სურვილებს გამოხატავს, უნდა დაიკიდოს და ხის სპეციალური ნაჭრით უნდა დაირეკოს ზარი, რომელიც ჯაჭვებზე კიდია.
როგორ მუშაობდა მეხთი ჩინეთში
„ ჩემი მეგობარი ჩინეთში ფილმს იღებდა და მისმა ნაამბობმა მომნუსხა. სურვილი გამიჩნდა, ბედი უცხო ქვეყანაში მეცადა. გადავწყვიტე, მასწავლებელი ვყოფილიყავი, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს ინგლისურ ენას შეასწავლიდა. სწორედ ამ სფეროში მომუშავე უცხოელებს აფასებენ ჩინეთში. მეგობართან გავჩერდი და სამსახურის ძებნას შევუდექი. სამუშაოს საძებნელად ჩინეთში სპეციალური ჩატები არსებობს, რომლებიც ძალიან ჰგავს Whatsapp-ს. დასაქმების აგენტების გზავნილები უნდა გამოიწერო და შესაბამის წინადადებას დაელოდო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივია, პროცესი ძალიან ჭიანურდება ხოლმე. თავიდან დამქირავებლები თანხმობას აცხადებენ და მხოლოდ ამის შემდეგ იგებს კანდიდატი, რომ ის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.
გვიან დავიწყე სამსახურის ძებნა. შეიძლება ითქვას, რომ ადგილები საერთოდ აღარ რჩებოდა. ბოლოს საბავშვო ბაღში მოვეწყვე – მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებთან მერჩივნა მუშაობა. თითოეულ ჯგუფში 15-30 ბავშვი იყო და თუკი ზოგიერთს ახალი მასწავლებელი ძალიან მოსწონდა, სხვები განსხვავებული გარეგნობის ადამიანს უფრთხოდნენ, იმალებოდნენ და ტიროდნენ. ჩინელები საკუთარ შვილებს არაფერს უკრძალავენ და ამიტომ ჯგუფის მართვა საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა.
სტაჟირებისას უსიამოვნო დეტალები ამოტივტივდა. კონტრაქტში მითითებული იყო, რომ დამქირავებელი დაქირავებულს საცხოვრებლით უზრუნველყოფდა, მაგრამ მან ამ ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა. გაკვეთილების ხანგრძლივობა ყოველდღიურად იზრდებოდა. ყოველდღე სულ უფრო ადრე უნდა დაგვეწყო მეცადინეობები, სახელფასო განაკვეთი კი უცვლელი რჩებოდა.
ჯერ კიდევ არ მქონდა მიღებული ჩემ მიერ შესრულებული საქმისთვის განსაზღვრული გასამრჯელო, როდესაც დამქირავებელმა მიხმო და მითხრა რომ ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა შემესრულებინა. და მაშინ გადავწყვიტე, რომ მეტს აღარ მოვითმენდი. როგორც მივხვდი, ჩინეთში არაა მიღებული დამქირავებელთან კამათი და მისთვის უარის თქმა (მიუხედავად იმისა, რომ ესა თუ ის ვალდებულება, შესაძლოა, არც იყოს კონტრაქტში გაწერილი), ამიტომ ჩემი უფროსი ძალიან გაოცებული დარჩა.
ჩინეთში 4 თვე გავატარე. გავეცანი ადგილობრივ სამზარეულოსა და იქაური ყოფის თავისებურებებს. ჩინური გამოცდილება ჩემთვის საინტერესო თავგადასავლად იქცა, თუმცა აღმოჩნდა, რომ, ადგილობრივების უცხოთმოყვარეობის მიუხედავად, იმ ქვეყანაში ფულის შოვნა არც ისე მარტივია“.
გუანჩჟოუ. ხეები The Chenghuang (City God) Pavilion-ის გარშემო
ქარ სამირის ბიზნესი ჩინეთში.
„ჩინეთში ფირმის ლოგოტიპიანი საქონლის შესაკვეთად ჩამოვედი. ჩინეთში „კასტომიზაციის“, საქონლის გაფორმების საქმე საკმაოდ ხარისხიანად კეთდება, ამასთან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ექსპორტის მასშტაბების ზრდის სტიმულირებისათვის, ამიტომ ყველაფრის ბაქოში გაკეთებას ლოგოტიპებით გაწყობილი მზა საქონლის ჩამოტანა სჯობს. ფასის სხვაობით მიღებული მოგების სხვაობა 100-200 პროცენტს შეადგენს.
ქალაქ ივუში (რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ ბიზნესდედაქალაქს წარმოადგენს) მდებარეობს რამდენიმე ბიზნესცენტრი, რომლებიც ერთგვარ „მოლებს“ ჩამოჰგავს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ კაფეებისა და მაღაზიების ნაცვლად თითოეულ სართულზე კომპანიების ოფისებია განლაგებული. ზოგ სართულზე ათასამდე ოფისი მდებარეობს. მათ მოსავლელად მთელი დღეც არ არის საკმარისი.
ჩემი საქმის დაწყებაში აქტიურად მეხმარებოდნენ შუამავლები, რომლებიც გაწეული სამსახურისთვის ძალიან მოკრძალებულ, 1-2 პროცენტიან საკომისიო გადასახდელს მახდევინებდნენ. მათი ასეტი ქცევა აიხსნება იმით, რომ ხელისუფლება გატანის სტიმულირებას ახდენს და შუამავლები მწარმოებელ-რეალიზატორებისგან თითქმის ათპროცენტიან რეტრობონუსებს იღებენ, დამკვეთებს კი საკმაოდ იაფი უჯდებათ მათი სერვისები. შუამავლები კლიენტს საქონლის არჩევასა და ხელშეკრულების პირობების კონტროლში ეხმარებიან.
ჩინეთში საკმაოდ ბევრი აზერბაიჯანელი დაფუძნდა და სამეწარმეო საქმიანობას უკვე შუამავლების გარეშე ახორციელებს. ჩვენს თანამემამულეებს საკმაოდ დიდი უპირატესობები გააჩნიათ სხვებთან შედარებით. უკავშირდებიან უიღურებს (მათი რაოდენობა ჩინეთში 11 მილიონს აღწევს) და მათთან თანამშრომლობით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას. ამას გარდა, ისიც უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანელების უმრავლესობამ რუსული ენა იცის და მათ ყოფილი საბჭოთა კავშირის ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეებთან შეუძლიათ კონტაქტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ინგლისურიც იციან, მათთვის მთელი მსოფლიო „ღიაა“. დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი საკუთარ წარმოებას აფუძნებს. მაგალითად, საწარმო, რომელიც საკისრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხანას წარმოადგენს ჩინეთში, აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ეკუთვნის.
სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ჩინური პროდუქციის დაბალი ხარისხის შესახებ არსებული წარმოდგენები მცდარია. ჩინეთი ყველანაირი ხარისხის პროდუქციას გვთავაზობს, თუმცა, მყიდველი ყოველთვის იაფ საქონელს ირჩევს და სწორედ ამიტომ იქმნება ასეთი აზრი“.
შანხაი, პარკი ლიუ ჰაისუს ხელოვნების მუზეუმის ტერიტორიაზე. ჩინელებს ძალიან მოსწონთ მსუქანი ადამიანები და დიდ ყურადრებას უთმობენ ჭამასა და ნაყროვანებას. სწორედ ამას (ნაყროვანებას) განასახიერებენ ეს ფიგურები
როგორ ისვენებდა ჯამილია ჩინეთში
„ჩინეთი ნამდვილად არ არის საუკეთესო ადგილი იმისათვის, რომ დაისვენო. მთავარ პრობლემას წარმოადგენდა საკვები. მე კი ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობი ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნულ სამზარეულოს. ურუმჩიში ვიყავი, სადაც საჭმელს ანტისანიტარულ პირობებში ამზადებენ, რძეს მაცივარში არ ინახავენ და ბაზარში გამხმარ ბაყაყებსა და ხვლიკებს ყიდიან. არ ვიცი, ეს ამფიბიები და ქვეწარმავლები ადგილობრივების ყოველდღიური საკვებია, თუ უბრალოდ ტურისტებზე გათვლილ საქონელს წარმოადგენს.
მაგრამ ძალიან მომეწონა ლამაზი პეიზაჟები და შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი. ვნახე ცათამბჯენი, რომელიც სიმღაღლით მეშვიდე ადგილს იკავებს მსოფლიოში. ამ შენობის ზედა სართულებს მინის იატაკები აქვს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა, ჩავვარდნილიყავი. თითქოს ცოტა ხანში პარაშუტით უნდა დამეწყო დაშვება.
ჩინეთში დასვენებას ადგილობრივი ენების არცოდნაც ართლებს. იძულებული ხდები, ჟესტების ენით ილაპარაკო. ზოგიერთ შემთხვევაში ინგლისური ენა სასტუმროს რეგისტრატურის თანამშრომლებმაც კი არ იციან. ამიტომ უმჯობესია ჩინეთში მომზადებულმა იმოგზაურო. ძალიან კარგი იქნება, თუკი იქ აღმოგაჩნდებათ ნაცნობები, რომლებიც ეროვნულ სამზარეულოს გაგაცნობენ და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს დაგათვალიერებინებენ“.