რატომ აღარ აღინიშნება ჰეიდარ ალიევის დაბადების დღე სახალხო სეირნობებით?
გაზიარება
გაზიარება
10 მაისსაზერბაიჯანისწინაპრეზიდენტსადამოქმედიპრეზიდენტისმამას, ჰეიდარალიევს 95 წელიშეუსრულდებოდა.მისიდაბადებისდღისსაპატივცემულოდ 2000 წლიდანბაქოშიპომპეზურადაღნიშნავდნენარაოფიციალურ დღესასწაულს, რომელიც “ყვავილებისდღის” სახელითააცნობილი. ამ დღეს ბაქოსცენტრში, ჰეიდარალიევისძეგლთანეგზოტიკურიყვავილებითშექმნილსკულპტურებსდგამდნენ, საღამოსკიფოიერვერკებსაწყობდნენ. ამდღესასწაულის წინა დღეებშიევროპიდანტონობითყვავილიშემოჰქონდათ, საზეიმო ღონისძიებების საერთობიუჯეტიკიმილიონობითდოლარითგანისაზღვრებოდა.
„ყვავილების დღე“ ბაქოში, 2015
უკვე მესამე წელია (2016 წლიდან),რაც ამ დღეს ძალიან მოკრძალებულად აღნიშნავენ. გასული 2017 წლისგან განსხვავებით, წელს მასობრივი „შაბათობაც“ კი არ გამართულა. შარშან პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ქალაქის გარეუბანში, საავტომობილო მაგისტრალის გაყოლებაზე ხეები დარგეს, საპატიო მოქალაქეების დაკრძალვისთვის გამოყოფილ ხეივანში ჰეიდარ ალიევის საფლავი მოინახულეს და ამით შემოიფარგლნენ.გასული წლებისგან განსხვავებით, წელს მედია აღარ იყენებს ტერმინს „ყვავილების დღე“ –«10 მაისს საერთო-ნაციონალური ლიდერის, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 95 წლისთავის გამო ზოგიერთ ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტები შეიცვლება», – იუწყება სააგენტო АПА.
ჰეიდარ ალიევის მემორიალური სკულპტურა, 2018 წლის 10 მაისი
დღესასწაულის გადადება-გაუქმებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ზეიმზე უარის თქმის მიზეზებზე საუბრისას აზერბაიჯანული სოციალური ქსელების მომხმარებლები რამდენიმე ჰიპოთეზას წარმოგვიდგენენ:
პირველად დღესასწაული 2016 წელს, ყარაბაღში მომხდარი სამხედრო ესკალაციის შემდეგ გააუქმეს. იმ წელს ბრძოლის ველზე დაცემული ჯარისკაცების ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართა. ამის შემდეგ კი ინერციით მოქმედებენ და ამ დღეს აღარ აღნიშნავენ.
ხელისუფლება სოციალური ქსელების მომხმარებლების პოზიცია გაითვალისწინა და გაიზიარა. ყვავილების დღესასწაული“ თავიდანვე ძალიან ძვირ ღონისძიებად მიიჩნეოდა. მომხმარებლები ხან მანათის გაუფასურებაზე საუბრობდნენ, ხან პენსიების სიმცირეზე, და ხანაც ყარაბაღის ომის ვეტერანების სავალალო მდგომარეობაზე. განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია 2009 წელს ჰქონდათ. მაშინ ბაქოს ნავთობის აკადემიაში ტერაქტი მოხდა. შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ტრაგიკული შემთხვევა 30 აპრილს მოხდა – დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე. პოლიციამ სტუდენტებს აკადემიის წინ სამგლოვიარო აქციის მოწყობის უფლება არ მისცა. ამას გარდა, იმ პერიოდში საპროტესტო დემონსტრაციაც გაიმართა.
უბრალოდ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა.
ხელისუფლებას სურს ძეგლზე გამოსახული გრაფიტის ისტორია დაივიწყოს. ორი წლის წინ ახალგაზრდული მოძრაობა „ნიდას“ ორი აქტივისტი, გიიას იბრაჰიმოვი და ბაირამ მამედოვი დააკავეს და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ცნეს დამნაშავედ. თითოეულ მათგანს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ზემოაღნიშნულმა ახალგაზრდებმა ჰეიდარ ალიევის ძეგლს ასეთი ტექსტი მიაწერეს:“გილოცავთმონების დღეს!” [აზერბაიჯანულ ენაში „ყვავილი“ და „ვარდი“ თანაჟღერადი სიტყვებია – JAMnews].
AmnestyInternational-მა გიასი და ბაირამი სინდისის პატიმრებად აღიარა.
ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 1993 წლიდან გარდაცვალებამდე – 2003 წლამდე – იკავებდა. ამის შემდეგ ქვეყნის მეთაურის სავარძელი მისმა ვაჟმა დაიკავა.