ცხინვალის ჭიშკრები
ცხინვალში სახლების თითქმის ოთხმოცდაათი პროცენტი კერძოა. პრაქტიკულად, ყველა სახლს რკინის ჭიშკარი აქვს. ქალაქში ხის კარები აღარ დარჩა.
ცხინვალის ხანდაზმული მცხოვრები, როინ პეპელაშვილი ამბობს, რომ არ ახსოვს, ადრე ვინმეს ჭედური კარი ჰქონოდა.
«მჭედლის შრომა საკმაოდ ძვირია. ადრე რკინის ჭიშკრებს მექანიკურ ქარხანაში უკვეთავდნენ, მორთულობის დამზადება კი ცხინვალელ ოსტატებთან შეიძლებოდა, თუმცა, უფრო ხშირად, ამისათვის გორში ჩადიოდნენ ხოლმე, სადაც გალავნებს ამზადებდნენ დაალუმინისგან სხვადასხვა ფორმებს ადნობდნენ – ყველაზე პოპულარული ყურძნის მტევნის ფორმა იყო. გორში ორნამენტებს იმიტომ უკვეთავდნენ, რომ გორელი ოსტატები ორჯერ უფრო იაფად მუშაობდნენ და, ამავდროულად, ოპერატიულობითაც გამოირჩეოდნენ – ფაქტობრივად,შენ თვალწინ მუშაობდნენ».
ადგილობრივების თქმით ყოფაცხოვრების გალამაზების ტენდენცია სამხრეთ ოსეთში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეს რესპუბლიკა რუსეთმა აღიარა, იმიტომ რომ ამ აღიარების საფუძველზე ადამიანების ცხოვრებაში შედარებითი სტაბილურობა გაჩნდა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქუჩების კეთილმოწყობა და საცხოვრებლების აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს.
ბესო დოგუზოვი – მეწარმე. ხელმძღვანელობს ერთ-ერთ ყველაზე ძველ სამხრეთოსურ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც „ვიკოსი“ ჰქვია.
– დღეს ბევრს სურს ლამაზი ჭიშკარი, რომელიც განწყობას განსაზღვრავს და მფლობელის კეთილდღეობაზე მეტყველებს. ყველას სურს, სოლიდურად გამოიყურებოდეს. ამას გარდა, ჭიშკარი ერთი დღისთვის არ მზადდება – იმისთვის იჭედება, რომ დიდხანს იდგეს. თუმცა, მე პირადად მაინც არა დახშულ, არამედ გამჭოლ ჭიშკრებს ვანიჭებ უპირატესობას – ისეთს, რომელშიც შუქი ატანს.
შესაძლოა, ცხინვალში ჯერ კიდევ არ გამქრალა ომის ატმოსფერო და ამიტომაა, რომ აქ დახშული ჭიშკრები ჭარბობს. ხალხი ცხოვრობს იდეით „ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიმაგრეა“.
ძველი ჭიშკრების შეცვლა ცხინვალში აქტიურად 2010 წლიდან დაიწყეს, როდესაც ქალაქში სპეციალური ჩარხები შეიტანეს. ახლა ე.წ. „ნაჭედის“ დასამზადებლად გრდემლი და ურო აღარაა საჭირო – ჭიშკრის ნებისმიერი ფორმის ელემენტის შესაქმნელად ჩარხზე სპეციალური საცმის დაყენებაც სრულიად საკმარისია.
ამჟამად ცხინვალში ასეთ პროდუქციას ხუთი საამქრო ამზადებს.
«პიონერთა პარკის ღობე ჩვენი ნამუშევარია, რომელიც ჩარხების გამოყენებით შევასრულეთ. დაახლოებით 400 კვადრატული მეტრია. ამის ხელით გამოჭედვას ორი წელიწადი დასჭირდებოდა», – ამბობს ბესო დოგუზოვი.
რკინის ჭიშკრის დამზადების ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დეკორატიული ელემენტი გამოიყენება, როგორი საკეტი აქვს კარს და როგორი საღებავს იხმარს ოსტატი.
რკინის ფირფიტები ვლადიკავკაზში უფრო იაფია, მაგრამ ცხინვალში ჩამოტანა დამატებით ხარჯებთან (მ.შ. განბაჟებასთან) არის დაკავშირებული. დამაინც, გლუვი, სტანდარტული, კარგად შეღებილი ჭიშკარი ცხინვალში 4დან 8 ათას რუბლმადე ჯდება, ვლადიკავკაზში კი მსგავსი კარი 1,5-2 ათასი რუბლით უფრო ძვირია.
ამის მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივი ოსტატები ცდილობენ, ბიზნესში დარჩნენ და ამიტომ გაცილებით უფრო ნაკლებ თანხას იღებენ კლიენტებისგან, ვიდრე მათიჩრდილოელი კოლეგები. ამასთან, ამბობენ, რომ მოგება მაინც რჩებათ და მუშაობა უღირთ.
მიხაილ ხასიევის სახლის ჭიშკარი ცხინვალის ღირსშესანიშნაობად იქცა – მასზე სალვადორ დალის პორტრეტია გამოსახული.
«2012 წელს დავხატე. დედაჩემი სახლში არ იყო – მაშინ სოფელ სინაგურის სკოლაში მუშაობდა და მის ჩამოსვლამდე დალი დავხატე. დედაჩემმა ადეკვატრად აღიქვა ეს პორტრეტი. მეტიც, ამ ნახატმა აღაფრთოვანა! მე კი შემომთავაზეს, ოსურ მოტივებზე დავხატო რაიმე ქალაქში», – ამბობს მიხაილს ხასიევი.
როინ პეპელიშვილს კი არ შეუცვლია თავისი რკინის ჭიშკარი, რომლის ორნამენტებიც თავის დროზეგორში დაამზადეს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს