არქივი- 27.10.2017 უკრაინის სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰუსეინოვი გაათავისუფლა გაზიარება გაზიარება აზერბაიჯანის ხელისუფლება ეძებს ჟურნალისტს, რომელსაც ბრალად თაღლითობა, საბუთების გაყალბება და უკანონო მიგრაცია ედება უკრაინის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ფიკრატ ჰუსეინოვი, რომელიც მესაზღვრეებმა 14 ოქტომბერს კიევში, „ბორისპოლის“ აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ჰრომადსკოეს ჰუსეინოვის ადვოკატმა დმიტრი მაზუროკმა აცნობა. დამცველის თქმით, ჰუსეინოვი დეპუტატ ნიკოლაი კნიაჟიცკისა და ჰელსინკში ადამიანის უფლებების უკრაინული საბჭოს საადვოკატო ცენტრის დირექტორის. ბორის ზახაროვის თავდებით გაათავისუფლეს. ამ მომენტში ის საელჩოში იმყოფება. ამავდროულად ადვოკატმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტის ექსტრადიციის მოთხოვნა არ გაუქმებულა – პროკურატურას ამ საკითხის შემდგომი გადაწყვეტისთვის 60 დღიანი ვადა აქვს. შეგახსენებთ, რომ ფიკრატ ჰუსეინოვი მესაზღვრეებმა „ბორისპოლის“ აეროპორტში 14 ოქტომბერს დააკავეს. ის – თაღლითობის, საბუთების გაყალბებისა და უკანონო მიგრაციის მუხლებით ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაშია. აზერბაიჯანის ოპოზიციური არხის „ტურან ტვ–ის“, სადაც ჰუსეინოვი მუშაობს, მთავარმა რედატორმა, განიმატ ზაიდოვმა ჰრომადსკოეს უამბო, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ჟურნალისტს მისი შეხედულებებისა და პოლიტიკური აქტიურობის გამო დევნის. Go to top
„მიეცით ბავშვებს წამალი”-უწყვეტი პროტესტის 507-ე დღე. ვიდეო ბლოგების სერიიდან "პროტესტი საქართველოში"
"აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი" - ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
მოსაზრება: უნგრეთის არჩევნები მაგალითია, რომ ყველაფრის მიუხედავად შეიძლება მოიგო, ამ ველში უნდა შეხვიდე, ოღონდ სწორად