საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ხელს ბრიუსელში 1 მარტს მოაწერენ
საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია 2017 წლის 1-ელ მარტს გაიმართება ბრიუსელში. ამის შესახებ განაცხადა “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტმა ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკმა, რომელმაც ეს ინფორმაცია “ტვიტერში”, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მისი ინფორმაციით,საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის ცერემონია უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმის შესახებ მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერის პარალელურად გაიმართება (ამ რეგულაციის მიღება ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენდა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების პროცესში).
22 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER). საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მოიწონა.
22 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER).
“თავისუფლების” კორესპონდენტის ინფორმაციით, ორშაბათს, 27 თებერვალს რეგულაცია ევროკავშირის საგარეო მინისტრთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც დოკუმენტს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ უნდა მოაწერონ ხელი. ამის შემდეგ დოკუმენტი გასაჯაროვდება, გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კი დადგენილება ძალაში შევა.
ვინ და როგორ შეძლებს უვიზო რეჟიმით სარგებლობას:
- საქართველოს მოქალაქეებს უფლება ექნებათ, ვიზის გარეშე შევიდნენ შენგენის ზონაში (და ამ ზონაში შესვლის კანდიდატ სახელმწიფოებში – რუმინეთში, ბულგარეთში, კვიპროსსა და ხორვატიაში) და მომდევნო 180 დღიდან 90 ამ ტერიტორიაზე გაატარონ. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის შეთანხმების ერთი ქვეყნიდან მეორეში თავისუფლად გადასვლის საშუალება მიეცემათ.
- თუკი საქართველოს მოქალაქე შენგენის ზონაში 90 დღეზე მეტხანს დარჩება, მას დააკავებენ, შენგენის ზონიდან გაიყვანენ და იძულების წესით დააბრუნებენ სამშობლოში. შშედეგად, საქართველოს მოქალაქე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის უპირატესობით ვეღარ ისარგებლებს.
- უვიზო რეჟიმით სარგებლობისათვის საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ბიომეტრიული პასპორტი, ფინანსური უზრუნველყოფილობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და სასტუმროს ჯავშანი. ეს საბუთები საქართველოს მოქალაქემ არა საკონსულოში, არამედ უშუალოდ საზღვარზე უნდა წარადგინოს.
- სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წესები არ ვრცელდება სამუშაო და გრძელვადიან სასწავლო ვიზებზე. ამ ტიპის ვიზების მისაღებად საქართველოს მოქალაქემ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს უნდა მიმართოს.
რა შემთხვევებში შეიძლება შეჩერდეს უვიზო რეჟიმი?
- თუკი საქართველო არ ითანამშრომლებს რეადმისიის პროცესში იგულისხმება საქართველოდან ევროკავშირში გადასული იმ პირების (როგორც საქართველოს მოქალაქეების ისე უცხოელების) მიღება, რომლებიც დეპორტაციას დაექვემდებარებიან.
- თუკი საგრნობლად გაიზრდება თავშესაფრის მიღების მსურველთა რიცხვი.
- თუკი საგრძნობლად გაიზრდება ევროკავშირის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევების რაოდენობა.