სამხრეთ ოსეთში „იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტებად ცნეს
„იეჰოვას მოწმეები“ სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნეს.
გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა ამგვარი სარჩელით სასამართლოს 2017 წლის ივლისში მიმართა. სარჩელის მიზეზად ის შეტყობინებები იქცა, რომ „იეჰოვას მოწმეების“ შეხვდრებზე ვრცელდება და პროპაგანდა ეწევა ექსტრემისტული ხასიათის ლიტერატურას.
მაშინვე ამ რელიგიური დაჯგუფების წევრთა სახლებში ჩხრეკა ჩაატრეს და რელიგიური ლიტერატურა ამოიღეს.
სამხრეთი ოსეთის იუსტიციის მინისტრის ზალინა ლალიევას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება 10 დღეში შევა ძალაში – თუ ამ დროის განმავლობაში არ გასაჩივრდა. ამ მომენტიდან „იეჰოვას მოწმეებს“ აეკრძალებათ შეკრებების ჩატარება და რაიმე სხვა საჯარო საქმიანობა.
მინისტრი ვარაუდობს, რომ „ასე თუ ისე, ისინი ფარულად მაინც შეიკრიბებიან, მაგრამ მათი საქმიანობა კომპეტენტური ორგანოების დაკვირვების ქვეშ წარიმართება“.
2017 წლის ივლისში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „იეჰოვას მოწმეები“ საბოლოოდ ცნო ექსტრემისტულ ორგანიზაციად და მას ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობა აუკრძალა.
სექტემბერში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „იეჰოვას მოწმეების“ და კიდევ იმ რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციის საჩივარი მიიღო განსახილველად, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა დროს აღიარა ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ორგანიზაციებად.
რუსეთის ფედერაციაში „იეჰოვას მოწმეების“ 100-დან 150-ათასამდე მიმდევარი არსებობს. „იეჰოვას მოწმეები“ – ქრისტიანული მიმდინარეობაა, რომელიც სათავეს იღებს მოძრაობა „ბიბლიის მკვლევარებიდან“ (англ. Bible Students), რომელსაც 1872 წელს აშშ-ში ჩარლზ რასელმა ჩაუყარა საფუძველი. თავად ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ამ სწავლებას მსოფლიოში სულ რვა მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო