როგორ ხვდება ბაზარზე რადიოაქტიური ბელარუსული ხე-ტყე
პუბლიკაციის ორიგინალი Euroradio-ს ვებგვერდზე
“Усё, Коля, нагаварыў ты сабе ўжо гадоў на пяць» (გეყოფა, კოლია, უკვე ხუთი წლის სამყოფი ილაპარაკე), ― ხუმრობენ ტყის მჭრელი ბრიგადის ბიჭები, ვიდრე ჩვენ მათ უფროსს ნიკოლაის ვესაუბრებით.
კოლია – მეტყევის თანაშემწეა ხილჩნსკის სატყეო მეურნეობაში. ის, უკვე 21 წელია, რაც პოლესკის სახელმწიფო რადიაციულ-ეკოლოგიურ ნაკრძალში მუშაობს. ნაროვლიანსკის საზომებით, არც ისე ცუდად არის მოწყობილი – ხელფასი დანამატიანად (მავნებლობისთვის) 510 რუბლი აქვს (222 ევრო), კიდევ საკვებისთვის –120 რუბლი (52 ევრო) ემატება, ანუ როგორც იტყვიან – აცმევენ და ახურავენ. ნიკოლაის ნება რომ იყოს, თავის ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდა და 10 წელიწადში მშვიდად გავიდოდა პენსიაში. მაგრამ მეტყევის თანაშემწეს ნაკლებად სჯერა, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩება. უახლოეს ხანში ნაკრძალის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოჭრა და მისი სამეურნეო საქმიანობისთვის გამოყენება იგეგმება. თუ რა შეიცვლება ამით აქ მომუშავეებისთვის, ჯერჯერობით უცნობია. ნიკოლაი ამ სიახლისგან კარგს არაფერს ელის: „ თუ ჩვენ ზონიდან გავალთ, მაშინ ცარიელი ხელფასი, დანამატების გარეშე, 300 რუბლი იქნება; ამ ფულად რადიაციაში ვინღა იმუშავებს?“
“გაჩეხვამდე მიწის მონაკვეთს ამოწმებენ. თითო ჰექტრიდან არჩევით იღებენ სამ ხეს და ლაბორატორიაში ცეზიუმზე ამოწმებენ. თუ რაიმე დაბინძურებას აღმოაჩენენ, ყველაფრის უტილიზაციას ახდენენ. რისი ნებართვაც მომცეს, იმას ვაკეთებ. დანაგვიანებული ხე-ტყის გასაღებას ხომ არ დავიწყებ, რომ ციხეში ჩავჯდე.ყოფილა შემთხვევა, რომ ხე-ტყეს საზღვრამდე მიუღწევია, იქ მას ამოწმებდნენ და მთელ პარტიას ავრცელებდნენ. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, და არა – ნაკრძალში. რასაკვირველია, მესმის, რომ შეიძლება რადიაცია ერთ ხეში დაგროვდეს, გვრდით მდგომში კი არ იყოს. რისკი ყოველთვის არის, და ამიტომაც ამოწმებენ აქ ყველაფერს“, – ამბობს მეტყევის თანაშემწე ნიკოლაი.
ნაკრძალის სამეცნიერო განყოფილების ლაბორატორიაში ხე-ტყის ყველა ნიმუში სპექტრომერტიულად და რადიოქიმიურად შეისწავლება.
“გარკვეული შეცდომები მუდამ ხდება. ჩემი აზრით, ეს ხე-ტყე მხოლოდ თავად ნაკრძალში უნდა გამოიყენებოდეს, და საერთოდ არსად არ უნდა გადიოდეს. იმის ალბათობა, რომ დაბინძურებული ხე-ტყე ანალიზისთვის შერჩეულ ნიმუშებს შორის უბრალოდ ვერ მოხვდეს, ყოველთვის არსებობს. ბელარუსში უფრო სუფთა ტყეებიც გვაქვს“, – ამბობს მეცნიერი ვიაჩესლავ ზაბროდსკი.
ზაბროდსკიმ ჟურნალში „ბუნებრივი რესურსები“ ამ თემაზე სტატია გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ნაკრძალის სამეურნეო-ექსპერიმენტული ზონიდან, სადაც ტყის გაჩეხვა მიმდინარეობს, ხე-ტყის 2000 ნიმუშის 50% პროცენტი ცეზიუმით არის დაბინძურებული.
გარდა ამისა, მეცნიერის კვლევის შედეგების მიხედვით, ცეზიუმისგან პირობითად სუფთა ხე-ტყის 40-დან 70%-მდე დიდი რაოდენობით სტრონციუმს შეიცავს, რაც საკმაოდ შერბილებულ რუსულ ნორმასაც კი აჭარბებს. ეს ელემენტი ბეტა-გამოსხივებას წარმოადგენს და ადამიანისთვის ძალიან საშიშია; ის ცეზიუმზე უფრო მობილურია და მცენარეებში უკეთ აღწევს.
ზაბროდსკის კვლევების შედეგების მიხედვით, ნაკრძალის ხეების ფერფლის დაახლოებით 80% რადიოაქტიურ ნარჩენებს წარმოადგენს, რომლებიც საგანგებო სამარხებში უნდა ჩაიფლას.
თავის გამოკვლევაში მან დაასკვნა, რომ ბელარუსში სტრონციუმის ეკოლოგიური ნორმირების არარსებობა დაბინძურებული ტერიტორიებიდან სტრონციუმის სუფთა რაიონებში გადატანას უწყობს ხელს, რამაც შეიძლება მოსახლეობის არაკონტროლირებული დასხივება გამოიწვიოს.
ხოინიკში, ნაკრძალის მახლობლად საკუთარი ხის სახერხი აქვთ, სადაც ზონის მთელი ხე-ტყე იგზავნება. ტერიტორიის შესასვლელთან ლამაზ ფანჩატურებში პროდუქციის ნიმუშები აწყვია. ფასები აწერია – ყიდვა ყველა მსურველს შეუძლია. ნაკრძალის საექსპერიმენტო-სამეურნეო საქმიანობის მონაკვეთის ხელმძღვანელი ნიკოლაი ვორონეცკი სიამაყით გვიჩვენებს ხე-ტყის გადამამუშავებელ დანადგარებს, ფანჯარასთან მომავალი სკამის ფიგურული ფეხები აწყვია, გვერდით კედლის მოსაპირკეთებელი მუხის მასალა შრება.
ნიკოლაი ენთუზიაზმით გვიყვება წარმოების გაფართოებისა და ახალი, უფრო მძლავრი დანადგარების შეძენის გეგმებზე: „ახლა თავიდან დაიწყეს ჩვენი პროდუქციის იმპორტი, უკვე ვტვირთავთ მოლდოვაში გასაგზავნ პროდუციას, გვაქვს კონტრაქტები გერმანიასთან და ლიტვასთან… აი, ჩვენი ლიტველი პარტნიორები „პრასლასი“ დამრგვალებულ ხე-ტყეს თითქმის მთელი დედამიწის მასშტაბით აგზავნიან“.
გამოდის, რომ ამ ნაკრძალის ხე-ტყე ბელარუსის ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოხვდეს და მის საზღვრებს გარეთაც კი. ჩვენ შევეცადეთ ეს სიტუაცია გაგვერკვია სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის ოპერატორთან, რომელიც ბელარუსული ტყის რესურსების ექსპორტით არის დაკავებული. გვითხრეს, რომ მაგალითად, ევროპის კავშირი არანაირ ფოტოსანიტარულ სერტიფიკატს არ ითხოვს, რუსეთის, უკრაინისა და ჩინეთისგან განსხვავებით. თავად მყიდველს შეუძლია მოითხოვოს წარმოშობის სერტიფიკატი, რადიაციული, ან ფიტოსანიტარული სერტიფიკატი, მაგრამ, როგორც წესი, მათ არ ითხოვენ. „პრინციპში ევროპაში ტყის ექსპორტს ჩვენ ისე ვახდენთ, რომ მათ არანაირ სეტიფიკატს არ წარვუდგენთ“, – დააზუსტეს უწყებაში.
იმის საბოლოოდ გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა, რომ რადიოაქტიური ხე-ტყე ევროპის სხვა ქვეყნებში მოხვდეს, ევრორადიო ლიტვის რადიაციული დაცვის ცენტრს დაუკავშირდა. მის დირექტორს ალბინას მასტაუსკასს ჩვენი შეკითხვები არ გაჰკვირვებია: „ჩვენ ამაზე ძალიან სერიოზულად ვიმსჯელეთ, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი საქვაბის ფერფლში იმდენი ცეზიუმი აღმოჩნდა, რომ რადიოაქტიურ ნარჩენებს შეიძლებოდა გატოლებოდა. სრტონციუმზე არ ვლაპარაკობთ“.
როგორც აღმოჩნდა, ბოლო წლებში, როდესაც ლიტვაში ხე-ტყე, როგორც საწვავი, პოპულარული გახდა, ამ რესურსის 10-15% ბელარუსიდან შედიოდა. ჩადის მთელი ეშელონები, რადგან იაფია. მასტაუსკასის თქმით, ევროკავშირში საწვავ ხე-ტყეზე ცეზიუმის ნორმა არსებობს 30 ბკ/კგ (ბკ -ბეკერელი – რადიაქტული წყაროს აქტიურობის საზომი ერთეული – რედ.), საშენ ხე-ტყეზე კი ევროკავშირში ნორმა საერთოდ არ არის დაწესებული.
მისი თქმით, ლიტვის საბაჟოდან ბელარუსიდან ჩამოსული არაერთი მანქანა გაუბრუნებიათ უკან. თუმცა, იმის გარანტია, რომ დაბინძურებული ზონიდან ხე-ტყე ლიტვაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში არ მოხვდება, არ არსებობს,