„ერთხელ ბაქოში, აკვაპარკში უნდა გამოვსულიყავით. ვიღაც მომღერლები ფონოგრამით მღეროდნენ და მაგიდებთან მსხდომი ხალხი მათ ტაშს უკრავდა. ჩვენმა ვოკალისტმა მიკროფონი აიღო, ადამიანებს მიესალმა, და თქვა:
„გამარჯობა, ძვირფასო მსმენელებო, ახლა თქვენ მოისმენთ, თუ რა არის ფონოგრამა“ – და მე გიტარაზე ფონოგრამით დაკვრა დავიწყე, დრამერმა რიტმი მოგვცა – და ჰარდკორი დაიწყო.
სცენაზე დავხტოდით და ჩვენივე მუსიკისგან სიამოვნებას ვიღებდით. დარბაზს არ ვუყურებდით, ისე ვუკრავდით, თითქოს მარტო ვიყავით. ჩვენი მუსიკა ძალიან ხმამაღალი იყო (გრაინდკორი), და როდესაც დავასრულეთ, დარბაზში სრული სიჩუმე იდგა.
უცებ ერთმა მოხუცმა ტაში დაუკრა, და ატყდა აპლოდისმენტები“.