მოკლედ მთავარზე
90-იან წლებში ბაქოში სტრიპკლუბები არსებობდა, 2010-იან წლებში ბაქოს გარეუბან ბუზოვნაში ალკოჰოლი არ არის.
რატომ ხდება ისე, რომ მათ, ვისაც 90-იანების დაბრუნება უნდა, 30-იან წლების დაბრუნების მსურველები ერჩიან?
ჩვენს გმირულ დროში სტალინის გინება იგივეა, რაც საზიზღარი, ვერაგი, ოღონდ დიდი ხნის წინ მკვდარი შამანის შიშველი ფეხებით ჩაწიხლვა.
აზერბაიჯანი დემოკრატიული ქვეყანაა. აქ ნებისმიერს შეუძლია, ქალაქის მთავარ, შადრევნების მოედანზე გავიდეს, და თქვას, რომ პუტინი არის ***.
ხშირად მეკითხებიან, – რა ვქნათო. აიღეთ მაგალითი ჰარი პოტერისგან. შიშისგან რომ განთავისუფლებულიყო, ვოლდემორის სახელს იმეორებდა. შემდეგ რაც მოხდა, თავადაც კარგად გახსოვთ.
ვიდრე გადაწყვეტილებას მოიწონებთ, გაიხსენეთ, რომ ჩვენ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი არ გაგვაჩნია.
აზერბაიჯანში არის ტანკები, თვითმფრინავები და დრონები, მაგრამ საბრძოლო ავატარების რაოდენობა მაინც ყველაზე მეტია.
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ძველი ფასები დაბრუნდება და შაურმა ისევ 2000 მანათი ეღირება – როგორც დენომინაციამდე იყო.
ვირი ხანდახან ჭირვეულობდა და აღარ მიდიოდა. ასეთ შემთხვევებში ნასრედინი ჯოხზე სტაფილოს აბამდა და ვირს ცხვირწინ უკიდებდა. ვკითხულობ სათაურებს: ‘ავიაკომპანია ‘აზალმა’ ფასები შეამცირა’, ‘დიდი დევალვაცია არ მოხდება’, ‘…განსახორციელებელი რეფორმების გეგმაში…’.
ზოგჯერ უბრალოდ ზიხარ და ბახ! – რაიმე ეგზოტიკური გინდება – ან ბანანის ნაყინი, ან გლინტვეინი გრეიპფრუტით, ან ის, რომ შენი ქვეყნით ამაყობდე.
როდესაც ბულვარში ‘მოკოცნავეებს’ მოაკითხეს, ხმა არ ამომიღია, იმიტომ, რომ მე არ ‘ვკოცნაობ’; როდესაც შორტებს მოადგნენ, ისევ გავჩუმდი, მე მხოლოდ ბრიჯები მაქვს; ოხუნჯებს რომ მოადგნენ – ვაი!.. ხელები, ხელები!
ორასი წლის წინათ ბეკები ბანდიტები იყვნენ, მასწავლებლები კი განმანათლებლები. დღეს ყველაფერი პირიქითაა.
გამოქვეყნდა 27.04.2016