მესამე აზერბაიჯანული თანამგზავრი კოსმოსშია - გამარჯვება თუ უნიათობა?
გაზიარება
გაზიარება
მორიგი აზერბაიჯანული ტელესაკომუნიკაციო თანამგზავრი „Azerspace-2“ კოსმოსში კოსმოდრომ კურუდან (ფრანგული გვინეა) გაფრინდა. ეს რიგით მესამე აზერბაიჯანული თანამგზავრია, 2013 წელს გაშვებული Azerspace-1-სა და 2013 წელს გაშვებული დაბალორბიტული თანამგზავრი „Azersky“-ს შემდეგ.
თანამგზავრი „Azerspace-2“ ექსპლუატაციაში 15 წელიწადს იქნება. ის ევროპის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ტროპიკული აფრიკის ქვეყნებს მოიცავს, აზერბაიჯანის თანამგზავრულ ოპერატორს საშუალებას მისცემს, რომ დიდი გეოგრაფიული არეალი დაფაროს, ასევე ორბიტაზე Azerspace-1-სთვის რეზერვად იქცევა.
აზერბაიჯანს ეს პროექტი $192 მილიონი დაუჯდა. ეს პროექტი ექსპორტის განვითარების კანადური სააგენტოს ხანგრძლივი და შეღავათიანი საკრედიტო ხაზის ხარჯზე ხორციელდება(Export Development Canada, EDC).
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხალხს მიულოცა და თანამგზავრების გამოყენების პლუსებსა და მინუსებზე ისაუბრა:
აზერბაიჯანულ არხებს შეუძლიათ მსოფლიოს თავიანთი გადაცემები წარუდგინონ;
კოსმოსური მრეწველობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა გაღრმავდება;
შესაძლებელი გახდება, არამხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხდარი მოვლენებისთვის თვალ-ყურის დევნება;
ახალი თანამგზავრი სამხედრო პოტენციალს გააძლიერებს;
და სხვა.
„სატელეკომუნიკაციო თანამგზავრის „Azerspace-2“-ის ორბიტაზე გაყვანა – ჩვენი მორიგი ისტორიული გამარჯვებაა. აზერბაიჯანი მომავალშიც წარმატებებისა და გამარჯვებების გზით ივლის“, – შეაჯამა პრეზიდენტმა.
სოციალურ ქსელებში როგორც რიგითი მომხმარებლები, ისე სპეციალისტებიც აქტიურად მსჯელობენ, ძირითადად – საკითხის ფინანსურ მხარეზე.
კერძოდ, ეკონომისტი ნატიკ ჯაფარლი ამას სკეპტიკურად უყურებს. მან გამოითვალა, რომ მათ ასაშენებლად გაწეული ხარჯების გარდა, თითოეული თანამგზავრის მომსახურება წელიწადში 5-10 მილიონ მანათს ($3-6 მილიონი). ამავდროულად პირველ თანამგზავრს წელიწადში მხოლოდ 10 მილიონი დოლარი მოაქვს და მაქსიმუმ 15 წელიწადში მწყობრიდან გამოვა.
„ეს თანამგზავრები სამხედრო ფუნქციას რომ ასრულებდნენ, კიდე გასაგები იქნებოდა. ჯერჯერობით კი მათგან ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ შეკიში (ქალაქი აზერბაიჯანის ჩრდილოეთში-ავტ.) 33 ჰექტარი აუთვისებელი მიწა „აღმოჩნდა“. რომელიმე შეკელი მწყემსისთვის 100 მანათი რომ მიეცათ, ის აზერკოსმოსს 500 ჰექტარ გამოუყენებელ მიწას უჩვენებდა“, – წერს ეკონომისტი.