ლიეტუვა და Sakartvelas: საქართველო და ლიტვა ერთმანეთს ავთენტურად დაუძახებენ
საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის 11 მაისი გადაწყვეტილებით, ამიერიდან ბალტიისპირეთის ქვეყანას – ლიტვას, ქართულ ენაზე ლიეტუვა ეწოდება. ლიტველებს კი – ლიეტუველები.
ლიეტუვა (Lietuva)- ავთენტური სახელია ანუ ასე უწოდებენ საკუთარ ქვეყანას თავად ლიტველები (უკვე ლიეტუველები).
აღნიშნული გადაწყვეტილება მეგობრულ ჟესტია. მანამდე, მიმდინარე წლის სამ მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ, ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების გადაწყვეტილება მიიღო. ლიეტუვურ ენაზე საქართველოს რუსული ენის შესაბამისად”Gruzia” კი აღარ ჰქვია, როგორც აქამდე რუსული ენის შესაბამისად იყო, არამედ Sakartvelas.
“როგორც ლიტვის ასევე საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ლიტვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი იზეიმა, ხოლო საქართველო სწორედ მაისის თვეში აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს”, – წერს თავის ვებ-გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ეს ინფორმაცია ამ დღეებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან საქართველოში სტუმრადაა იმყოფება ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრინაუსკაიტე. იგი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ჩამოვიდა.
• რუსეთის გარდა, საქართველო ასევე „გრუზიაა“ ბევრი სხვა ქვეყნისთვის, მაგალითად იაპონიისთვის. განსაკუთრებით კი, საქართველოს ეს სახელწოდება რუსული გავლენით გავრცელებულია აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში. საქართველოში ფიქრობენ, რომ სახელწოდება “გრუზია” ასოცირდება საქართველოს რუსეთის ქვეშ ყოფნის 200 წლიან პერიოდთან.
• როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სახელწოდება „გრუზია“ წარმოშობილია სირიულიდან. „გურზანი“ ერქვა ქართლის სამეფოს, აქედან არის „გურზია“ და შემდგომში „გრუზია“.