კიდევ ორი მეწყერი ბაქოში: დაინგრა სახლი და მშენებარე სახლის წინ ჩავარდა ასფალტი
დაბა ბადამდარში მომხდარი მეწყერის შემდეგ ბაქოში კიდევ ორი მეწყერი ჩამოწვა, ორივე – ერთ დღეს. პირველი დაბა ბაილში, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი დაინგრა, მეზობლად მდებარე სახლებს კი ბზარები გაუჩნდა. მეორე – თითქმის ქალაქის ცენტრში, 60 მეტრის ფართობზე ტროტუარი ჩავარდა.
დაბა ბაილი (ისევე როგორც ბადამდარი) იმ ტერიტორიების რიცხვშია, რომელიც მეწყერსაშიშია და ასეთი რამ აქ მუდმივად ხდება. ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იუწყება, რომ მეწყერი დაბა ბაილში ტქნოგენური მიზეზებით მოხდა: მიწის ნაკვეთი მაღალ ფერდობზე მდებარეობს, სადაც ფხვიერ მიწაზე სახლები ააშენეს. ამავდროულად ნიადაგი გამდინარე წლებისგანაც ირეცხებოდა და დატვირთვას ვერ გაუძლო.
ეს არის ეგრეთ წოდებული „ბაილოვის მთის“ ფერდობი. ყოველ წელს წვიმების სეზონზე აქ ნიადაგის ჩამოშლა იწყება. და მაინც, ფერდობზე ისევ და ისევ ჩნდება ერთსართულიანი თვითნაშენი სახლებიც, და დიდი „ვილებიც“, როგორც მათ ადგილობრივები უწოდებენ. იმ დღეს, როდესაც ბადამდარში პირველი მეწყერი ჩამოწვა, შემთხვევის ადგილიდან ზუსტად ას მეტრში მშენებლობა გრძელდებოდა. სუნი იმ ვერსიას ადასტურებდა, რომ ქალაქის კანალიზაციისგან მოშორებით აშენებული სახლებიდან გამოსული ნარჩენები პირდაპირ მიწაში ჩაედინება.
წესების მიხედვით, მიწის ნაკვეთების გაყიდვასა და მშენებლობის უფლების გაცემაზე ქონების საკითხების სახელმწიფო კომიტეტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად აგებს პასუხს. მაგრამ როდესაც ბადამდარის შემთხვევის შემდეგ შეკითხვა დაისვა, თუ როგორ გაჩნდა ამდენი უკანონო მშენებლობა, ჩინოვნიკები ამბობდნენ, რომ ამაზე პასუხს აგებენ ვიღაც „აბსტრაქტული პიროვნებები, რომელბმაც ოდესღაც საშიში ტერიტორიის განაშენიანების უფლება გასცეს“.
რაც შეეხება ჩავარდნილ ტროტუარს, მის მახლობლად მრავალსართულიანი სახლი შენდება. ამავე დროს მშენებლობის ნორმები არ იყო დაცული – არ არსებობდა საყრდენი კედელი, გზა არამდგრადი გახდა. წამოვიდა წვიმა და შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ასეთი განმარტება გააკეთა მომხდარზე საავტომობილო გზების სააგენტოს წარმომადგენელმა ანარ ნაჯაფლიმ. ანუ, საბოლოოდ, დამნაშავე მშენებელი კომპანია და წვიმა აღმოჩნდა.
ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ჩამოწოლილი ამდენი მეწყერი სოციალურ ქსელებში რისხვისა და სარკაზმის მიზეზი გახდა:
„ბოლოს და ბოლოს როდის იქნება, რომ ის ჩინოვნიკები „ჩავარდნენ“, რომლებიც ამ გზით ფულს ათეთრებენ?!“
„ასე თუ გაგრძელდა, მალე მთელი ქალაქი „ჩავარდება“
„ბაქო ზღვაში ჩასრიალებას აპირებს“
„მაღალსართულიანი შენობების აგება უნდა შეწყდეს, ქალაქის საკანალიზაციო ქსელი უნდა განახლდეს, აშენდეს სადრენაჟო ნაგებობები იქ, სადაც მიწისქვეშა მდინარეებია, სხვაგვარად ქალაქი დროთა განმავლობაში ნანგრევებად გადაიქცევა