ეუთოს მინსკის ჯგუფის მორიგი განცხადება მთიანი ყარაბაღის შესახებ
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები – იგორ პოპოვი(რუსეთის ფედერაცია), სტეფან ვისკონტი (საფრანგეთი) და რიჩარდ ჰოგლანდი (აშშ) 16 თებერვალს ჯერ ცალ-ცალკე, შემდეგ კი ერთად შეხვდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს – ელმარ მამედიაროვს და ედვარდ ნალბანდიანს. ( (Ambassadors Igor Popov of the Russian Federation, Stephane Visconti of France and Richard Hoagland of the United States of America) ). შეხვედრა მიუნჰენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შედგა.
ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს ოფიციალურ ვებგვარდზე.
შეხვედრაზე, რომელსაცეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი, ელჩი ანჯეი კასპრიშკა ( OSCE Chairperson-in-Office, Ambassador Andrzej Kasprzyk) ესწრებოდა , განიხილეს სომხურ-აზერბაიჯანული ჯარების გამყოფი ზოლის გასწვრივ არსებული სიტუაცია.
თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია და მხარეებს მოუწოდეს თავშეკავება გამოიჩინონ და საკუთარი მოსახლეობა მშვიდობისთვის მოამზადონ და არა – ომისთვის. მხარეებმა ასევე მოუწოდეს მხარეებს, მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994/95 წწ-ის შეთანხმებები, რომლებიც საომარი მოქმედებების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენენ.
თანათავმჯდომარეებმა აღიარეს, რომ სომხეთის ხელისუფლების ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარის დაბრუნების შესახებ, დადებითი და ჰუმანიტარული ჟესტი იყო.
„თანათავმჯდომარეები ინფორმირებულები არიან 2017 წელს მთიან ყარაბაღში დაგეგმილი ეგრეთ წოდებული „კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის“ თაობაზე. თუმცა, აღნიშნავენ, რომ მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ხელისუფლება ამგვარი პროცედურის გამოყენებას მოსახლეობის საზოგადოებრივი ცხოვრების ჩამოყალიბების მცდელობად განიხილავს, და ხაზგასმით ამბობენ, რომ არც ერთი ქვეყანა, მათ შორის არც სომხეთი, არ აღიარებს მთიან ყარაბაღს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ.
შესაბამისად, თანათავმჯდომარეები არ ცნობენ „რეფერენდუმის“ შედეგებს, როგორც მთიანი ყარაბაღის სამართლებრივ სტატუსის განმსაზღვრელ ფაქტორს. თანათავმჯდომარეები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს შედეგები არავითარ შემთხვევაში არ მოახდენს გავლენას არც მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსზე, და არც მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
თანათავმჯდომარეები რეგიონში ჩასვლას მარტში გეგმავენ.