საერთაშორისო ორგანიზაციებმა აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებს არადემოკრატიული უწოდეს
გაზიარება
გაზიარება
საპარლამენტო არჩევნებიაზერბაიჯანშიდემოკრატიის ევროპულ ნორმებს არ შეესაბამებოდა და არ შეიძლება ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვად ჩაითვალოს. ასეთია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს, ევროპის საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ერთობლივი მისიის შეფასება, – იუწყება სააგენტო Turan.
რიგგარეშესაპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს ჩატარდა. ამ არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ „ენი აზერბაიჯანმა“(„ახალი აზერბაიჯანი“), რომელმაც პარლამენტში ხმათა უმრავლესობა მიიღო.
კონკურენციის არარსებობა და დარღვევები
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს მისიის კოორდინატორის, არტურ გერასიმოვის აზრით, ვინაიდან ტელეარხები და სხვა ტრადიციული მედია კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიებს თითქმის არ აშუქებდნენ,არ ყოფილა რეალური პოლიტიკური დისკუსია, და ამომრჩევლებს გააზრებული არჩევანის გაკეთების საშუალება არ მიეცათ.
ევროპის საპარლამენტო ასამბლეის კოორდინატორმა ფრანკ შვაბემ როგორც ხმის მიცემისას, ისე ხმების დათვლის დროს არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევაზე ილაპარაკა.
კერძოდ, უბნების 16%-ში დაფიქსირდა ბიულეტენების ურნებში ჩაყრა, უბნების 5%-ში „კარუსელები“, უბნების 4%-ზე – საიდუმლოს დარღვევა. 39 შემთხვევაში საარჩევნო კომისიის წევრები დამკვირვებლებთან არ თანამშრომლობდნენ, ხოლო 6 შემთხვევაში პარტიის წარმომადგენლები ან კანდიდატები უბნებიდან გააძევეს. 44 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ უცხო პირები, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ (მაგალითად, სამხედროები და სახელმწიფო მოხელეები).
113 შემთხვევიდან 66-ში ხმების დათვლისას იგნორირებული იყო მნიშვნელოვანი პროცედურები.
„უკვე მივეჩვიეთ“
ნეგატიური გამოხმაურებების კომენტირებისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა,რომ:
„უკვე დიდი ხანია, მივეჩვიეთ უარყოფით აზრს. მათი დასკვნები ზოგიერთ შემთხვევაში წინასწარ იწერება, თანაც – არა თავად მათ მიერ, არამედ სხვა ადგილებში, შემდეგ კი მათ გადაეცემათ. ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს. ევროპის საბჭოს ჩვენდამი უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენც აღვნიშნეთ.“
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთ სამინისტრომ კი გააკეთაგანცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა დარღვევის გამოძიება მიმდინარეობს და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები. ამავდროულად სამინისტრო ამტკიცებს, „ეს არჩევნები აზერბაიჯანელი ხალხის ნებას გამოხატავს და დემოკრატიული გან ვითარების გზაზე ჩვენი ქვეყნის მორიგ წარმატებულ ნაბიჯს წარმოადგენს“.