ბრიტანული ბანკები რუსული ფულის მასშტაბურ გათეთრებაში მონაწილეობდნენ
HSBC შენობა ლონდონში. ფოტო: Anthony Devlin/PA Archive/Press Association Ima
17-მა რუსულმა ბანკმა, 500-ზე მეტმა ადამიანმა – ოლიგრქებმა, მოსკოველმა ბანკირებმა და უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებულმა ადამიანებმა – რუსეთიდან 20-დან 80 მილიარდ დოლარამდე გაიტანეს. დასავლეთში 2014 წელს რუსული ელიტის არალეგალური შემოსავლების შესახებ გამოძიება დაიწყო. ახლა ის გადამწყვეტ სტადიაში შედის.
გაზეთ Guardian-ის ინფორმაციით, ამ ოპერაციაში, რომელსაც „გლობალური გათეთრება“ ეწოდა, მონაწილეობდნენ რუსული კრიმინალური დაჯგუფებები, ასევე რუსული სპეცსამსახურებისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშომლები.
დასახელებულ 17 ბრიტანულ ბანკს შორის ფინანსური ბაზრის ისეთი მსხვილი მოთამაშეებიც არიან, როგორებიცაა – HSBC, the Royal Bank of Scotland, Lloyds, Barclays და Coutts. მათ მოუწევთ უპასუხონ გამოძიების შეკითხევბს იმის შესახებ, თუ რატომ არ თქვეს უარი საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობაზე.
თვით ბანკები ირწმუნებიან, რომ კრიმინალური ფულის ლეგალიზაციის საწინააღმდეგო პროცედურებს იცავენ.
740 მილიონი დოლარი – რუსეთიდან ოპერაცია „ გლობალური გათეთრების“ დროს გამოტანილი 22 მილიარდის ოდენობის თანხის მხოლოდ ნაწილია.
სამართალდამცავი ორგანოებიდან Guardian-ის წყარო ირწმუნება, რომ თეთრდებოდა კონტრაბანდით, კორუფციული გარიგებებით და უკანონო საბანკო ოპერაციებით მიღებული ფული.
სქემა ასე მუშაობდა:
[yes_list]
- ფული ირიცხებოდა მოლდოვურ ბანკებში;
- შემდეგ ჩადიოდა ლატვიაში;
- იქიდან – დასავლეთში.
[/yes_list]
ეჭვმიტანილია დაახლოებით 500 ადამიანი, მათ შორის – რუსეთის პრეზიდენტის ბიძაშვილი იგორ პუტინი, რომელიც რუსეთის მიწის ბანკში დირექტორთა საბჭოს თმჯდომარის თანამდებობას იკავებს – ეს ამ სქემაში ჩართული 19 ბანკიდან ერთ-ერთია.
რუსეთის მიწის ბანკის ანგარიშებიდან გავიდა 9,7 მილიარდის ოდენობის თანხა, რომელიც მოლდავეთის მოლდინკონბანკში გადაირიცხა.
Guardian-ის მიერ დაკითხული ინგლისელი გამომძიებლები ირწმუნებიან, რომ ამ საბანკო ოპერაციების შესწავლა, მათ შორის, იმის შესახებაც ქმნის შთაბეჭდილებას, თუ რის ყიდვა და როგორი გართობა უყვარს რუსულ ელიტას. უკანონოდ მიღებული და ქვეყნიდან გამოტანილი თანხები პირველ რიგში გამოიყენებოდა :
[yes_list]
- უძრავი ქონების შესაძენად;
- იახტების, ბეწვეულისა და ძვირფასეულობის შესაძენად;
- დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შვილების სწავლის ფულის გადასახდელად.
[/yes_list]
Guardian –ის პუბლიკაცია გამომძიებელი ჟურნალისტების კონსორციუმის მიერ 2014 წელს დაწყებული ნაწილია.
გამოძიებისთვის საჭირო მონაცემების მიღებას ძალიან დეხმარა რუსული „ნოვაია გაზეტა“.