ბრექსიტის გეგმა ისევ უარყოფილია. რა იქნება შემდეგში?
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მეორედ უარყო ევროკავშირიდან გამოსვლის შეთანხმების პროექტი. 29 მარტამდე – ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის სავარაუდო თარიღამდე – რამდენიმე დღეღა დარჩა. რა მოხდება მომავალში?
BBC-ის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მომავლის რვა შესაძლო სცენარი არსებობს.
• ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა, მაგრამ მოგვიანებით. უფრო ზუსტად, ბრიტანეთი ხანმოკლე გადავადებას მიიღებს, მაგრამ მაინც ვერ მოახერხებს ევროკავშირთან გასვლის პირობებზე შეთანხმებას.
• შეთანხმების პარლამენტის მეშვეობით გატანის მესამე მცდელობა.
• ახალი მოლაპარაკებები ბრიუსელთან ახალ პირობებზე – მაგალითად, ბრიტანეთი დათანხმდება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებზე „განქორწინების“ შემდეგ.
• მეორე რეფერენდუმი. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, მაგრამ უმრავლესობა ჯერჯერობით წინააღმდეგია.
• ვადამდელი არჩევნები. მისი მთავარი თემა აუცილებლად ბრექსიტი იქნება და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები იქნება ხალხის მანდატი ისეთ ბრექსიტზე, როგორიც გაიწერება გამარჯვებული პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში. პრობლემა ისაა, რომ თვითონ წამყვან პარტიებში გაიყო აზრი ბრექსიტის ფორმებთან დაკავშირებით.
• ხელისუფლებისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით ხელმეორე კენჭისყრა. მისი ინიცირება ლეიბორისტებს შეუძლიათ. იანვარში ისინი დამარცხდნენ. თუკი მეორე ცდაზე გაიმარჯვებენ – ხელისუფლება გადადგება და შესაძლოა (არა აუცილებელად), ახალი არჩევნები დაინიშნოს.
• ბრექსიტიზე უარის თქმა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ საკუთარი განცხადების უკან გაწვევა შეუძლია. ეს, დიდი ალბათობით, ხელმეორე რეფერენდუმის (მისი შედეგების შესაბამისად) ან ვადამდელი არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს.
• ტერეზა მეის ნებაყოფლობითი გადადგომა და ახალი მთავრობის ფორმირება, ანდაც ვადამდელი არჩევნები.