სოხუმში დანაშაულთან ბრძოლის აფხაზურ-რუსული ერთობლივი ცენტრი შეიქმნა
ფოტო: სერგეი დემიანოვი
საზოგადოებაში რამდენიმეთვიანი ცხარე დებატებისა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კამათის შემდეგ, აფხაზეთმა დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთთან ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ შეათანხმებას მიაღწია.
შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია. პარლამენტის სხდომას ყველა დეპუტატი ესწრებოდა. ცენტრის შექმნას ხმა მისცა 23-მა მათგანმა, წინააღმდეგი იყო – 9, 2-მა კი თავი შეიკავა.
პარლამენტმა შეთანხმების პირველადი ვარიანტი მიიღო ისე, რომ ოპოზიციის პრეტენზიები და მოთხოვნები არ გაუთვალისწინებია.
ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ განვითრდება მოვლენები. ადრე „ამცახარას“ წარმომადგენელი ალხას კვიცინია ამბობდა, რომ შეთანხმების რატიფიცირება იმ სახითაც რომ მოხდეს, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მიუღებელია, ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვა არ იგეგმება. ასეთივე პოზიცია ჰქონდა ამ შეთანხმების სხვა კრიტიკოსს – პარლამენტის დეპუტატსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „კარაზაას“ თავმჯდომარეს, დმიტრი დბარას, რომელიც ჟურნალისტებს არწმუნებდა: „ყველაფერი კანონიერ ჩარჩებში ჩაივლის. ჩვენი ორგანიზაცია არანაირი მიტინგების ჩატარებას არ გეგმავს.
აფხაზურ-რუსული საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრის ამოცანები და მუშაობის ფორმა
აფხაზეთის ტერიტორიაზე ამგვარი ცენტრის შექმნა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის ნოემბერში დადებული ხელშეკრულების მე-10 მუხლშია გაწერილი.
მისი ძირითადი ამოცანაა – რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, სისხლის სამართლით დევნილ პირთა მოძებნასა და გაცემაში დახმარების გაწევა.
რა აქვს საწინააღმდეგო დეპუტატების ჯგუფს?
დანაშაულთან საბრძოლველად ერთობლივი რუსულ-აფხაზური ცენტრის შექმნა აფხაზეთში იმთავითვე დიდი დაძაბულობით მიიღეს და ახლანდელი რატიფიკაციაც შეიძლება პრობლემა გახდეს.
როდესაც დაახლოებით ერთი თვის წინათ შეთანხმება პარლამენტს წარედგინა, 35-დან 15-მა დეპუტატმა აფხზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და ასლან კობახიას მიმართა წინადადებით, რომ მისი ხელმოწერა გადაედოთ და პროექტის გარკვეული მუხლების თაობაზე შენიშვნების მთელ ჩამონათვალს გასცნობოდნენ.
საგულისხმოა, რომ ხელმომწერთა შორის არამხოლოდ ოპოზიის წარმომადგენლები, არამედ მოქმედი ხელისუფლებისადმი სრულიად ლოიალური დეპუტატებიც იყვნენ.
დეპუტატმა რაულ ლოლუამ, აფხაზეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაშინ JAMnews-ს უთხრა, რომ „დოკუმენტი არც სტილისტური და არც ტექნიკური თვალსზრისით მზად არ არის“.
მოთხოვნის ტექსტში ჩართული იყო კონკრეტული წინადადებების ჩამონათვალი შეთანხმების ტექსტის რედაქტურასთან დაკავშირებით, რომლის გარკვეული ნაწილები ფრიად რადიკალური იყო. იყო ასევე შეთავაზება, რომ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტი დამატებოდა – კერძოდ, იმის მკაფიოდ აღნიშვნა, რომ აფხაზეთის პარლამენტს უფლება აქვს, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცენტრის საქმიანობის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციაზე მიუწვდებოდეს ხელი, ასევე ცენტრი ვალდებულია, რომ ყოველწლიურად წარუდგინოს პარლამენტს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში.
დეპუტატებთან ერთად შეთანხმების შესახებ კატეგორიული კრიტიკით რამდენიმე პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრიივი ორგანიზაციაც გამოვიდა. განვიხილოთ ძირითადი არგუმენტები.
რა აქვს საწინააღმდეგო ოპოზიციურ პარტია „ამცახარას“?
ოპოზიციურმა პარტია „ამცახარამ“ განაცხადა, რომ „შეთანხმება ბევრ ურთერთსაწინააღმდეგო, და მეტიც – ეროვნული კანონმდებლობისა და საღი აზრის საქინააღმდეგო მუხლს შეიცავს“.
“ამცახარას“ მიერ შეთანხმების ტექსტის თაობაზე გამოთქმულმა კომენტარმა რამდენიმე გვერდი შეადგინა. კერძოდ, მოყვანილი იყო შემდეგი არგუმენტები:
1.
შეთანხმების ნომერი მეოთხე მუხლის I პუნქტი ცენტრს კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობას უკრძალავს. თუმცა, იმავე მუხლის უკვე მე-2 პუნქტი სამოქალაქო-სამართლებრივი შეთანხმებების დადების, საბანკო ანგარიშების გახსნისა და წარმართვის, ქონების შესყიდვისა და განკარგვის, ასევე სასამართლოსთვის მიმართვისა, და სასამართლო განხილვებში მონაწილეობის ნებას იძლევა.
ამავე დროს არ კონკრეტდება სავარაუდო სამოქალაქო-სამართლებრივი შეთანხმებების ხასიათი, საბანკო ანგარიშების გახსნისა და საბანკო ოპერაციების ჩატარების მიზანი, ან რა ქონების შესყიდვა შეუძლია მას, და რა შეიძლება გახდეს სასამართლოსთვის მიმართვის ან სასამართლო განხილვებში მონაწილეობის აუცილებლობის საგანი.
2.
შეთანხმების ნომერი მერვე მუხლი თანამდებობის პირებს, ცენტრის თანამშრომლებსა და მათი ოჯახების წევრებს დიპლომატიურ იმუნიტეტს ანიჭებს. საამისოდ რაიმე აუცილებლობას ვერ ვხედავთ, რადგან შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლები , რომლებიც თვიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებენ, ეროვნული კანონმდებლობით მოქმედი იმუნიტეტით არიან დაცულები. გაუგებარია, რისგან ცდილობენ შეთანხმების ავტორები ცენტრის რუსული მხარის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დაზღვევას.
3.
ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს ნომერი მე-11 მუხლი, რომელშიც დადგენილია, რომ „ახლანდელ შეთანხმებაში შესაძლებელია შესწორებების შეტანა, რომლებიც ცალკეული ოქმებით გაფრმდება და მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს“. ვინ აფორმებს ამ ოქმებს? ნიშნავს თუ არა მოცემული მუხლი, რომ ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს უფლება ეძლევათ პარტალმენტების მიერ რატიფიცირებულ, სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაში ცვლილებები შეიტანონ? გამოდის, რომ შეტანილი ცვლილებები ხელისუფლების უმაღალესი ორგანოების მიერ არ გაკონტროლდება, და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ავალდებულებს, რომ მათთან ერთად შეიტანონ კორექტირებები, რაც იურიდიულად აბსურდს წარმოადგენს.
4.
არცერთ დოკუმენტში არ არის მითითებული, თუ რა კანონმდებლობით იხელმძღვანელებს ცენტრი თავის საქმიანობის დროს, და იქნება თუ არა ის აფხაზეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დაკვირვების ქვეშ.
„ამცახარამ“ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ შეთანხმების დაუმუშავებელი ნაწილების თაობაზე პრეტენზიები სწორედ აფხაზეთის ხელისუფლებას წარედგინება და „რუსული მხარე აქ არაფერ შუაშია“.
„ჩვენ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის წინააღმდეგი არ ვართ – გვსურს, რომ ზოგიერთ პუნქტში შესწორებები შევიდეს. ვიღაცებს ჩვენი ანტირუსულ ორგანიზაციად წარმოჩენა უნდათ. ამგვარი რამ ჩვენთან არ არსებობს. პირიქით, რუსეთთან უფრო სერიოზული და მჭიდრო ურთიერთობების მომხრე ვართ“, – თქვა „ამცახარას“ თავმჯდომარემ ალხას კვიცინიამ.
რა აქვს საწინააღმდეგო ოპოზიციურ პარტია „აინარს“
მეორე ოპოზიციური პარტია – „აინარი“ აცხადებს, რომ მან მოამზადა რიგი შესწორებებისა, რომლებიც, მისი აზრით, „ დაცვითი მექანიზმების შესაქმნელად და აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ასევე მისი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის აღსაკვეთად გამოდგებოდა“.
თუმცა, პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ იგნორირება გაუკეთა წარდგენილ წინადადებებს და სრულიად უარყო მათი განხილვა“.
„აინარი“ უფრო შორს წავიდა და ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ ის აფხაზური საზოგადოებისგან უჩუმრად 18 მაისს, ქალაქ სოჭში აპირებდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერას, და მხოლოდ ინფორმაციის არასანქცირებულმა გაჟონვამ გახადა ის საჯარო, რამაც აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აიძულა,რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით შესაბამისი განმარტებები გაეკეთებინა“.
რა აქვს საწინააღმდეგო საზოგადოებრივ ორგანიზაცია „კიარაზაას“?
პროტესტი გამოხატა ასევე საზოგადოებრივმა ორგანიაზაცია „კიარაზაამ“
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციების ახლად შექმნილი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრით ჩანაცვლებას. შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა… რაც აფხაზეთის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ვნებს, შინაგან საქმეთა მინისტრ ა. კობახიას და პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ეკისრებათ“, – განაცხადა „კიარაზაამ“.
აფხაზეთის ხელისუფლების პოზიცია
აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ არაერთხელ განაცხადა, რომ აფხაზურ-რუსული საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა „სრულიად შეესაბამება აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს“.
მისი თქმით, ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნარკოტრაფიკის აღკვეთა იქნება.
ხედავთ, თუ ნარკოტიკების როგორი ბრუნვაა აფხაზეთში. როგორც არ უნდა ვეცადოთ ამ პრობლემის მოგვარებას – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დახმარების გარეშე, ამის გაკეთება ძალიან გაგვიჭირდება“, – განაცხადა კობახიამ.
რა აზრებია აფხაზეთის საზოგადოებაში?
აფხაზეთის პარლამენტის ექს-დეპუტატმა თემურ გულიამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში კარგად შეაჯამა ცენტრის შექმნის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერის მომხრეთა არგუმენტები :
„ის აღჭურვილობა, რომელიც ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ერგო, უკვე არამარტო მორალურად მოძველებულია, არამედ ფიზიკურადაც გაცვდა… მიმაჩნია, რომ (ახალი სტრუქტურა) უნდა იქცეს … ორგანოდ, რომელიც თანამედროვე საგანგებო აპარატურით აღიჭურვება, სადაც საექსპერტო-კრიმინალური საქმიანობა წარიმართება, ასევე მოხდება აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პროფესიული დონის ასამაღლებლად მათი გადამზადება და სტაჟირება. მე დანაშაულთან ბრძოლის ეფექტური საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მომხრე ვარ“.
ცენტრის შექმნას აფხაზეთის საზოგადოებაში მწვავე რეაქცია და დიდი კრიტიკა მოჰყვა. რამდენიმე კომენტარი სოციალურ ქსელებში გამართული დისკუსიიდან:
“აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთი ძალოვანი სტრუქტურების შექმნა არ შეიძლება, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას არ ექვემდებარებიან. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ეს ჩვენს სუვერენიტეტს ლახავს“.
„სწორი მიდგომით ჩვენს პრობლემებს თავადვე გადავჭრიდით! ეს საიმისო მიზეზი არ არის, რომ გარე ძალები მოვიზიდოთ“.
„ძალიან მეღიმება ცალკეული პირების იმ განცხადებებზე, თითქოს საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი დანაშაულთან დაკავშირებულ ჩვენს პრობლემებს გადაჭრის. როგორც ჩანს, რუსეთში უკვე გადაჭრეს, და ახლა ჩვენი ჯერია“.
“ვიტყვი, რომ კანონმორჩილ მოქალაქეს არაფერი აქვს საშიში, ხოლო ვინც აფხაზეთში რუსები ბიზნესში ან „გადააგდო“ ან შეავიწროვა, იმათ შავი დღე დაადგებათ!“
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო