აზერბაიჯანში ოპოზიციის მიტინგამდე პოტენციურ მონაწილეებს პოლიციაში იბარებენ
ოპოზიციური პარტია „მუსავათი“ პიკეტისთვის ემზადება, პოლიცია კი ცდილობს, მათ ამ იდეაზე მუქარებით უარი ათქმევინოს.
ამავდროულად პოლიციაში მასობრივად იბარებენ მათ, ვინც ოპოზიციის წინა აქციაზე – 19 ოქტომბერს ჩატარებულ მიტინგზე იმყოფებოდა.
• საპროტესტო აქციები და საკადრო გადანაცვლებები აზერბაიჯანში – არის თუ არა მათ შორის რაიმე კავშირი?
რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სტადიონი „მესხული“, სადაც ხელისუფლება ოპოზიციას მიტინგების ჩატარების უფლებას აძლევდა, რემონტისთვის დაიკეტა.
ოპოზიციონერებს ახლა მხოლოდ ქალაქგარეთ, ქალაქიდან 20 კილომეტრში მდებარე დასახლება ლოკბატანში რთავენ მიტინგის ჩატარების ნებას. ამით უკმაყოფილო ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ არასანქცირებული მიტინგები ბაქოს ცენტრში ჩაატარონ. ხელისუფლება ამ მცდელობების აღკვეთას ახდენს.
„რას აკეთებდით იქ?“
ოპოზიციურმა გაერთიანება დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ 19 ოქტომბერს მიტინგის ჩატარება სცადა. პოლიციამ და სპეცრაზმმა ის მკაცრად ჩაახშვეს.
• როგორ ჩაშალა პოლიციამ ბაქოში ოპოზიციის მიტინგი
ოპოზიციურმა პარტია „მუსავათმა“ 12 ნოემბრისთვის ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის წინ პიკეტის ჩატარება დაგეგმა. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ მიტინგის ჩატარების უფლება ქალაქის ფარგლებში მისცენ.
დაახლოებით ერთი კვირის წინათ პოლიციაში დაიწყეს ყველა მათგანის დაბარება, ვისი ტელეფონის ნომერიც 19 ოქტომბერს იმ რაიონშია დაპელენგებული, სადაც მიტინგი ტარდებოდა. მათ ეკითხებოდნენ, თუ როგორ მოხვდნენ მიტინგზე და იქ რას აკეთებდნენ.
თავად პოლიციელების აღიარებით, მათ ძალიან ბევრი სამუშაო ჰქონდეთ, რადგან ყველას შემოწმება მოუხდათ, ვინც იმ რაიონში იმყოფებოდა – მაგალითად, სავაჭრო ცენტრში.
მიტინგის მონაწილეებისთვის ტელეფონის ნომრით თვალ-ყურის დევნება პირველად 2019 წელს, დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს არასანქცირებული მიტინგის შემდეგ მოიფიქრეს.
ოპოზიცია ზეწოლას უჩივის
პარტია „მუსავათის“ ას წევრზე მეტი პოლიციაში დაგეგმილი პიკეტის გამო გამოიძახეს.
„მათ მომავალი პიკეტის შესახებ უსვამდნენ შეკითხვებს, და მონაწილეობის შემთხვევაში, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ“, – უყვება ВВС-ის პარტია „მუსავათის“ პრეს-მდივანი მუსტაფა გაჯიბეილი.
„მუსავათი“ საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს.