აზერბაიჯანის ხელისუფლება ყირგიზეთზე განაწყენდა
პაკისტანის დედაქალაქში ეკონომიკური თნამშრომლობის ორგანიზაციის მე-13 სამიტი გაიმართა. სამიტის შედეგების მიხედვით, მიღებულია ისლამაბადის დეკლარაცია. დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სივრცეში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტების გამო. დოკუმენტი ასევე შეიცავს პუნქტს, სადაც ნათქვამია იმის შესახებ, რომ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი ხელს უშლის ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონის პოტენციალის სრული მოცულობით რეალიზაციას, ასევე – რეგიონულ და უფრო ფართო ფორმატის თანამშრომლობას.
ყირგიზეთი ამ პუნქტს გაემიჯნა, რადგან ის „პოლიტიზირებულად“ მიიჩნია“.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ჰიკმეტ გაჯიევმა საინფორმაციო სააგენტო Тrend-ს განუცხადა, რომ მისთვის ყირგიზეთის პოზიცია სრულიად გაუგებარია. ამგვარი პოზიცია სერიოზულ შეკითხვას ბადებს, თუ ვის წიქვილზე ასხამს ის ამით წყალს“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა ნოვრუზ მამედოვმა ასევე სინანული გამოთქვა ყირგიზეთის პოზიციის გამო. მისი თქმით, გადაწყვეტილების პროექტში აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი იყო მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული პოზიცია“.
„წევრმა ქვეყნებმა ამ საკითხს კენჭი უყარეს, სამწუხაროდ, ყირგიზეთი რეზოლუციას გაემიჯნა, იმ არგუმენტით, რომ ეს პოლიტიკური საკითხია. ჩვენ ამან გაგვაკვირვა. ყირგიზეთის ამგვარი ნაბიჯი გაუგებარია. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობდით და კვლავაც ვითანამშრომლებთ ამ ქვყანასთან. ამ რეზოლუციაში უცნაური არაფერი ყოფილა, მასში გაეროს პრინციპები იყო ასახული“, – უთხრა მამედოვმა სააგენტო АПА-ს.
- ისლამაბადის დეკლარაციის ტექსტის გაცნობა შესაძლებელია აქ. სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის შესახებ ნათქვამია მე-20 პუნქტში.
- ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია – რეგიონული სახემწიფოთაშორისი ეკონომიკური ორგანიზაციაა, რომელიც 1985 წელს შეიქმნა შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიერ.
- 1992 წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად გააქტიურდა მასში 7 ახალი სახელმწიფოს ნებაყოფლობითი გაწევრიანების გამო – ყაზახეთს, აზერბაიჯანის, ავღანეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის.