აზერბაიჯანელმა დეპუტატმა მანდატის დატოვების შემდეგ 300 ათასი დოლარი ისესხა
აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა რაფაელ ჯაბრაილოვმა სკანდალური ისტორიის შემდეგ მანდატზე უარი თქვა – 300 ათასი დოლარის ვალად აღების შემდეგ მან გირაოდ თავის დეპუტატის მოწმობა დატოვა, ვალი კი აქამდე არ გადაუხდია. მისივე მონაწილეობით კიდევ ერთმა თაღლითურმა ინციდენტმა გაჟონა.
• როგორ მდიდრდებოდნენ ქართველი ჩინოვნიკები
• ქორწინება როგორც ძარცვის საშუალება საქართველოში
მაგრამ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ასეთი რამ ყველგან ხდება, ხოლო ბოროტმოსურნეები ამ სიტუაციით სარგებლობენ, რათა აზერბაიჯანს ჩირქი მოსცხონ.
ვინ არის რაფაელ ჯაბრაილოვი, და ხდება მანდატის თაობაზე
რაფაელ ჯაბრაილოვი – მმართველი პარტიის „ელი აზერბაიჯანის“ დეპუტატია. საზოგადოებას ის დაამახსოვრდა, მაგალითად, როგორც აზერბაიჯანში „სპერმის ბანკის“ შექმნის მგზნებარე მოწინააღმდეგე.
გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებზე ის ოლქში ოპოზიციური მოძრაობის „რეალ“-ის ლიდერის ილგარ მამედიაროვის მეტოქე იყო.
2015 წელს რაფაელ ჯაბრაილოვმა ქალბატონ ტარან ფატალიევასგან 300 ათასი დოლარი ისესხა, რათა სახლი აეშენებინა. გირაოდ მან თავის დეპუტატის მოწმობა დატოვა.
2019 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც ფატალიევა მიხვდა, რომ დეპუტატი მისთვის ვალის დაბრუნებას არ აპირებდა, მან ჯაბრაილოვის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა და პროცესი მოიგო.
ამ ისტორიამ პრესაში სწრაფად გაჟონა და პარლამენტში სკანდალი გამოიწვია. ვიდრე პარლამენტარები წყვეტდნენ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ, კიდევ ერთმა ადამიანმა იჩივლა, რომ 2014 წელს ჯაბრაილოვმა მისგან მოტყუებით მიიღო 240 ათასი დოლარი.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხელისუფლება ჯაბრაილოვისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევას არ ჩქარობდა. საბოლოოდ 2019 წლის 30 სექტემბერს ის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე თავად გამოცხადდა. რაფაელ ჯაბრაილოვმა თავისი კოლეგის მეშვეობით პარლამენტს გადასცა განცხადება, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ დეპუტატის უფლებამოსილებას იხსნის და ბოდიშს უხდის საკუთარ ამომრჩეველს.
ხელისუფლების რეაქცია
„რაფაელ ჯაბრაილოვთან დაკავშირებული საკითხი იურიდიულ სიბტრყეში გადაწყდა. მისი განხილვა არც პრესაშია საჭირო, და არც პარლამენტში. ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება, გადადგომის კულტურა ყველგან არსებობს“, – ასეთი კომენტარი გააკეთა მომხდარზე პარტია „ენი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ სიავუშ ნოვრუზოვმა.
ამავდროულად მან დაამატა, რომ ამ სიტუაციით სარგებლობენ „ის პირები, რომლებიც საზღვარგარეთ სხედან და ანტიაზერბაიჯანულ პროპაგანდას ეწევიან“.