აზერბაიჯანელი მშობლები შეძლებენ გააკონტროლონ, თუ რას აკეთებენ მათი შვილები ინტერნეტში
აზერბაიჯანში შექმნილია პროგრამა „მშობლების კონტროლი და უსაფრთხოება ინტერნეტში“, ან უბრალოდ, Kidsafe. მისი დანიშნულებაა ბავშვების იმ არასასურველი კონტენტისგან დაცვა, რასაც ისინი, შესაძლოა, ინტერნეტში წააწყდნენ, ასევე – მშობლების საქმის კურსში ჩაყენება, თუ რომელ ვებგვერდებს ათვალიერებენ მათი შვილები.
პროგრამა, ოჯახის ქალთა და ბავშვთა პრობლემების სახელმწიფო კომიტეტის ინიციატივით, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციით, პროექტის „ბავშვთა უსაფრთხოება ინტერნეტში“ ფარგლებში შემუშავდა,
• რატომ მოიცვა საქართველო წითელას ეპიდემიამ ?
• სელექციური აბორტები აზერბაიჯანში
რა შეუძლია ამ პროგრამას?
[yes_list]
- არ უშვებს ბავშვებს არაბავშვურ ვებგვერდებზე (მაგალითად, პორნოგრაფიულსა და ექსტრემისტულზე);
- საძიებო სისტემას საშუალებას არ აძლევს, რომ ბავშვებმა მათი ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციაზე შედეგები მიიღონ.
- მშობლებს საშუალებას აძლევს, რომ ბავშვების მიწერ-მოწერას თვალი ადევნონ და დააწესონ დროის ლიმიტი, რომლის განმავლობაშიც ბავშვებს კომპიუტერებით სარგებლობის უფლება ექნებათ.
[/yes_list]
მშობლების რეაქცია
თავად მშობლები ჯერჯერობით საკმაოდ გულგრილად შეხვდნენ ამ წინადადებას. სოციალურ ქსელებში ამ სიახლის შესახებ მსჯელობისას ადამიანები კრიტიკულ განწყობას გამოხატავდნენ:
„ახლანდელი ბავშვები უპრობლემოდ გადალახავენ ნებისმიერ შეზღუდვას“
„ეს პროგრამა მხოლოდ Windows и Android-ისთვისაა განკუთვნილი. და კომიტეტში Apple არ გაუგიათ?“
„ბორბლის გამოგონება რაღა საჭიროა, ხომ არსებობს უკვე მზა და ნაცადი გადაწყვეტა Kaspersky-სგან“
ეს უფასო პროგრამაა და მისი ჩაწერა შესაძლებელია ამ ვებგვერდზე www.kidsafe.az.