ჰონკონგი, ბოლივია, ერაყი და ლიბანი - ადამიანები ყველგან საკუთარი თავისუფლების დაცვას ითხოვენ. " />

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა პროტესტებმა მოიცვა. ფოტორეპორტაჟი

ჰონკონგი, ბოლივია, ერაყი და ლიბანი - ადამიანები ყველგან საკუთარი თავისუფლების დაცვას ითხოვენ.

რა არის მასობრივი პროტესტის მიზეზი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა? რამდენად მრავალრიცხოვანია ისინი? რას მიაღწიეს დღემდე მისმა მონაწილეებმა? პასუხები კითხვაზე ოთხი ქვეყნის მიხედვით – ჰონკონგი, ბოლივია, ერაყი და ლიბანი.

ჰონკონგი 

საპროტესტო აქციის მონაწილე, ჰონკონგი, 15 ნოემბერი, 2019. REUTERS/Adnan Abidi

პროტესტი ჰონკონგში 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო და უკვე მესამე თვეა არ წყდება

თავიდან მღელვარების მიზეზი იყო კანონი, რომელიც ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შემთხვევაში ჰონკონგის მოქალაქის ექსტრადიციის უფლებას იძლეოდა.

ჰონკონგი – ჩინეთის ავტონომიური რაიონი, რომელიც მის იურისდიქციაში 20 წელზე მეტი ხნის წინ გადავიდა დიდი ბრიტანეთის კონტროლიდან და ჰონკონგის მოქალაქეებს განსაკუთრებით მწვავე დამოკიდებულება აქვთ სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებისადმი.

ქუჩის აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა რაოდენობაც ზოგჯერ მილიონ ადამიანს აჭარბებდა, ექსტრადიციის შესახებ კანონი უკან გაიწვიეს. 

მაგრამ პროტესტი, მიუხედავად პოლიციის მიერ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებისა, არ შეწყვეტილა. მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა – ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მათი მთავარი მოთხოვნაა – ჰონკონგის ავტონომიის შენარჩუნების გარანტიები.

ისინი თავიანთ კამპუსს ბარიკადებისა და „მოლოტოვის კოქტეილის“ საშუალებით იცავენ. უახლესი ინოვაცია – პროტესტის მონაწილეთა ხელში სპორტული მშვილდისრები გამოჩნდა.

„მოლოტოვის კოქტეილი“ ჰონკონგის ტექნიკური უნივერსიტეტის შესასვლელთან კიბეებზე. 15 ნოემბერი, 2019. REUTERS/Adnan Abidi

ბოლივია 

პროტესტმა ბოლივია 2019 წლის 21 ოქტომბერს მას შემდეგ მოიცვა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გაყალბების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.

კენჭს მეოთხედ იყრიდა უვო მორალესი, მემარცხენე პოპულისტი, ფიდელ კასტროსა და „ტრადიციული ბოლივიური ღირებულებების“ გულშემატკივარი, კერძოდ, კოკას ფოთლების ლეგალური მოხმარების.

მისი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია მასშტაბური კრიზისი. 

კრიზისი რამდენიმე კვირას გაგრძელდა, მასში მონაწილეობა მიიღო ასეულობით ათასმა ადამიანმა. პოლიციამ და არმიამ მხარდაჭერა პროტესტის მონაწილეებს გამოუცხადეს. 

შედეგად, მორალესი მექსიკაში გაიქცა, რომელმაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და პარლამენტის სპიკერი დააპატიმრეს. 

პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჟანინ ანიესმა თავი ბოლივიის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და უახლოეს პერიოდში ახალი არჩევნების გამართვის პირობა დადო. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ მისი არჩევა კანონიერად მიიჩნია და უკვე რამდენიმე ქვეყანამ აღიარა ის დროებით პრეზიდენტად. 

მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა 2019 წლის 12 ნოემბრის პროტესტში. ეს ფოტო გადაღებულია ქალაქ ლა პასში, ბოლივიაში. REUTERS/Henry Romero

კრიზისი რამდენიმე კვირას გაგრძელდა, მასში მონაწილეობა მიიღო ასეულობით ათასმა ადამიანმა. პოლიციამ და არმიამ მხარდაჭერა პროტესტის მონაწილეებს გამოუცხადეს.

შედეგად, მორალესი მექსიკაში გაიქცა, რომელმაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და პარლამენტის სპიკერი დააპატიმრეს.

პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჟანინ ანიესმა თავი ბოლივიის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და უახლოეს პერიოდში ახალი არჩევნების გამართვის პირობა დადო. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ მისი არჩევა კანონიერად მიიჩნია და უკვე რამდენიმე ქვეყანამ აღიარა ის დროებით პრეზიდენტად.

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტის, ევო მორალესის მომხრეების პროტესტი ქალაქ ლა პასში. 14 ნოემბერი, 2019. REUTERS/Carlos Garcia Rawlins

ერაყი 

2019 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე ერაყში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 15 ათასი დაიჭრა მასობრივი პროტესტისას, რომელმაც ბაღდადი და სხვა ქალაქები მოიცვა. 

ასიათასობით ადამიანი ითხოვს კორუფციისა და სოციალური უთანასწორობის დასრულებას, სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

ხედი ერაყში, ბაღდადში, ტაჰრირის მოედანზე, სადაც ასიათასობით ადამიანი აპროტესტებს და ხელისუფლების გადადგომას ითხოვს. 14 ნოემბერი, 2019. REUTERS/Thaier al-Sudani

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო იარაღი, მაგრამ ამან მხოლოდ უფრო სასტიკი შეტაკებები გამოიწვია.  

შედეგად, გაიმართა შეხვედრა ერაყის პრეზიდენტს, პარლამენტის სპიკერს, პრემიერ-მინისტრსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის. მისი დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ხელისუფლება მზად არის „რადიკალური“, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმისთვის, „ძალის გადაჭარბებით გამოყენებაში“ მონაწილეები კი დაისჯებიან.

ერაყში, ბაღდადში მიმდინარე პროტესტის მონაწილეები. 15 ნოემბერი, 2019. REUTERS/Alaa al-Marjani

ლიბანი 

მასობრივი პროტესტი ლიბანში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ბეირუთის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა – ახალგაზრდობაა. 

ამასთან, ყველა დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ ქალებმა პირველად დაიკავეს გადამწყვეტი და ორგანიზებული პოზიცია.

ისინი მხარს უჭერენ დემონსტრანტების მთავარ მოთხოვნებს – კორუფციასთან ბრძოლა და მთელი სახელისუფლებო სისტემის რეფორმა – მაგრამ, ამავდროულად, მოითხოვენ მამაკაცებთან გათანაბრებულ უფლებებს

პროტესტის სიმბოლო გახდა ვიდეო, რომელშიც ლიბანელი ქალი აქტიურ წინააღმდეგობას უწევს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის შეიარაღებულ დაცვის წევრს. 

ლიბანის კონფლიქტში ხელისუფლების მომხრედ გამოდის ირანის მხარდაჭერილი ორგანიზაცია „ჰეზბოლა“, პროტესტის მონაწილეთა მხარეს კი აღმოჩნდა ლიბანის არმია. 

ოქტომბრის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ჰარირმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. ეს მოხდა პროტესტის მონაწილეთა ბანაკზე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი უცნობი ადამიანების თავდასხმის შემდეგ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბეირუთის ყველა ცენტრალური ქუჩის ბლოკირება მოახდინეს. ლიბანი, 13 ნოემბერი, 2019. REUTERS/Andres Martinez Casares


ასევე წაიკითხეთ