თუ სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება, რადგან აქამდე საქართველოში საპასპორტო სქესი არავის შეუცვლია " />

ქართველი ტრანსგენდერის საქმე სტრასბურგშია. ნიკოლო ღვინიაშვილი პასპორტში სქესის შეცვლას ითხოვს

თუ სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება, რადგან აქამდე საქართველოში საპასპორტო სქესი არავის შეუცვლია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ქართველი ტრანსგენდერი კაცის, ნიკოლო ღვინიაშვილის საქმის არსებით განხილვას იწყებს.

  • ღვინიაშვილი უკვე წლებია ითხოვს გენდერის სამართლებრივ აღიარებას – საქართველოში მას დოკუმენტებში სქესის გრაფაში ცვლილებების შეტანაზე უარს ეუბნებიან. ახლა ამ საკითხს უკვე სტრასბურგი განიხილავს.

•  ნიკოლო ღვინიაშვილის ისტორია და ამბავი იმაზე თუ როგორ ცხოვრობენ საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები

• ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები

ნიკოლო ღვინიაშვილი არ არის ერთადერთი ტრანსგენდერი ადამიანი, რომელსაც დოკუმენტებში სქესის შეცვლაზე უარს ეუბნებიან. ტრანსგენდერი ადამიანები მიიჩნევენ, რომ ეს მათი უფლებების დარღვევაა.

ნიკოლო ღვინიაშვილს იურიდიულ საკითხებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) ეხმარება.

სარჩელში, რომელიც ამ ორმა ორგანიზაციამ 2019 წლის ოქტომბერში სტრასბურგში გააგზავნა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ორგანოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ, რაც ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლის პირდაპირი დარღვევაა, აღნიშნავენ იურისტები.

სტრასბურგის სასამართლომ უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე მხარეს, საქმესთან დაკავშირებული კითხვებით.

ახალი პრაქტიკის თანახმად, ადამიანის უფლებათა სასამართლო მხარეებს 12 კვირიან ვადას, რომ მეგობრული მორიგების პირობებზე დათანხმდნენ. ეს ვადა 2020 წლის 4 მარტს იწურება.

თუ ამ ვადაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან, საქართველოს მთავრობამ დამატებით 12-კვირიან ვადაში უნდა წარუდგინოს პასუხები სტრასბურგის მიერ საქმესთან დაკავშირებით გამოგზავნილ ყველა კითხვაზე.

თუ სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება, რადგან აქამდე საქართველოში საპასპორტო სქესი არავის შეუცვლია. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებით სხვა ტრანსგენდერი ადამიანებიც ისარგებლებენ, რომლებსაც ასევე სურთ პასპორტში სქესის შეცვლა.

____________________________________

ნიკოლო ღვინიაშვილი 47 წლისაა. ქალად დაბადების მიუხედავად, ის ბავშვობიდანვე საკუთარ თავს კაცად აიდენტიფიცირებდა.

უკვე ოთხ წელზე მეტია ის პირადობის დამადასტურებელ საბუთებში სქესის შეცვლისთვის იბრძვის.

2011 წლის 16 თებერვალს მან პასპორტში ოფიციალურად შეიცვალა სახელი. მანამდე იქ ქალის სახელი ეწერა.

2014 წელს მან ტრანსსექსუალობის ცნობა აიღო, თუმცა პროცესი აქ გაჩერდა. ჯერ საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, შემდეგ კი სერვისების განვითარების სააგენტომ მას უარი უთხრა საბუთებში სქესის შეცვლის მოთხოვნაზე. უარის მიზეზი ის იყო, რომ ღვინიაშვილს არ აქვს გაკეთებული სქესის შეცვლის ოპერაცია. სახელმწიფო მისგან ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელ საბუთს ითხოვს ანუ ფაქტობრივად აიძულებს სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთოს, რაც ბარტ ნიკოლოს არ უნდა.

უარი მან სასამართლოშიც გაასაჩივრა, თუმცა იქაც უშედეგოd. მას შემდეგ, რაც საქართველოში ყველა ინსტანცია წააგო, ღვინიაშვილმა ევროპის სასამართლოს მიმართა.

პასპორტში ჩაწერილი ბიოლოგიური სქესი “მდედრობითი” მისთვის დიდი თავისტკივილია, რადგან ამის გამო ხშირად უხერხულ სიტუაციებში ვარდება – ვერავინ გებულობს, რატომ უწერია პასპორტში “მდედრობითი სქესი” მათ წინ მდგარ მამაკაცს.


ასევე წაიკითხეთ