ქალი ციხეში ოჯახისთვის გაცილებით დიდ სირცხვილად მიაჩნიათ, ვიდრე მამაკაცი. და მათ იქ თავიანთი შვილებიანად ტოვებენ " />

ფოტო-პროექტი უკრაინის ციხეში ბავშვებთან ერთად პატიმრობაში მყოფი ქალების შესახებ

ქალი ციხეში ოჯახისთვის გაცილებით დიდ სირცხვილად მიაჩნიათ, ვიდრე მამაკაცი. და მათ იქ თავიანთი შვილებიანად ტოვებენ

 

პუბლიკაციის ორიგინალი უკრაინულ ი ტელეარხის „ჰრომადსკოეს“ ვებგვერდზე   

ამერიკელი ფოტოგრაფი მიშა ფრიდმანი უკრაინაში ქალთა 11 კოლონიასა და საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა იმ ქალების შესახებ ფოტო-პროექტის გასაკეთებლად, რომლებიც ციხეში ბავშვებთან ერთად აღმოჩნდნენ.

„ბავშვები მათთან მხოლოდ სამ წლამდე რჩებიან, – ჰყვება ფრიდმანი, – შემდეგ ბავშვისა და დედის ბედიც სხვანაირად ვითარდება – ყოველთვის სხვადასხვაგვარად, განაჩენის მიხედვით“.

ფოტოგრაფის თქმით, მათი ბედი, ისე როგორც სხვა არავისი, ასახავს, თუ რა ხდება დღეს უკრაინის პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში. ამიტომ მან თავისი ახალი დოკუმენტური პროექტის გმირებად სწორედ ისინი აირჩია.

 „თითოეულ საგამოძიებო იზოლატორში (უკრაინაში) თითო „საბავშვო“ საკანი უნდა იყოს, ამიტომ ყველგან თავიანთ ნოუ-ჰაუს იგონებენ, თუ როგორ მოახდინონ დედებისა და ბავშვების იზოლირება“, – ჰყვება ამერიკელი ფოტოგრაფი მიშა ფრიდმანი.

უკრაინის კანონების თანახმად, მსჯავრდებულ ქალებს სამ წლამდე ბავშვებთან ერთად კოლონიაში ცხოვრება შეუძლიათ. სამი წლის ასაკის შემდეგ კი ბავშვები ან ნათესავებს მიჰყავთ, ან მათ საბავშვო სახლებში აბარებენ.

ქალებს სამ წლამდე ბავშვებთან, ერთად კარგი მოქცევის შემთხვევაში, შესაძლოა, კოლონიის გარეთ ცხოვრების ნება დართონ. მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ ასეთი უფლებით ჯერ არავის უსარგებლია. სავარაუდოდ – იმის გამო, რომ მსჯავრდებულებს „თავისუფლებაზე“ საკუთარი თავისა და ბავშვის სარჩენად ფული არ გააჩნიათ.

მიშა ფრიდმანი ამბობს, რომ ყველა პატიმრიდან მას განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ერთი დედა – ის მან საკმაოდ ახლოს გადაიღო, და მან ბავშვის პორტრეტის გაკეთება სთხოვა.

„ვკითხე – რისთვის-მეთქი? მითხრა, რომ ბავშვი მალე სამი წლის გახდებოდა, და წაიყვანდნენ, თავად კი იქ კიდევ ცხრა წელიწადს უნდა ყოფილიყო. ის (სავარაუდოდ -რედ.) მკვლელობისთვის იყო დაპატიმრებული. ეს სულ ცუდი ისტორიებია, – კონსტატირებას ახდენს ის, – ამაში კარგი არაფერია“.   

ფოტოგრაფი ამბობს, რომ ის ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ამ ქალებს პრაქტიკულად არავინ აკითხავს:

„მამაკაცების ციხეებსა და იზოლატორებში მნახველების რაოდენობა ქალების მნახველთა რიცხვთან სრულიად შეუთავსებელია. ქალებს ტოვებენ. მნიშვნელობა არ აქვს ახალბედები არიან თუ რეციდივისტები, ქალი ციხეში – ეს ოჯახისთვის გაცილებით დიდი ტაბუ და სირცხვილია, ასეთი ქალი – „გადაგდებული ნივთია“

საზოგადოებრივი ორგანიზაციის “უკრაინა წამების გარეშე” ხელმძღვანელის ალექსანდრ გატიატულინის თქმით, ეს ფენომენი ძნელად ასახსნელია. “საზოგადოება მენტალურად ასეა მოწყობილი”, – ამბობს ის.

“ვიცი შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებული მამაკაცი ხუთი წლის განმავლობაში ხუთჯერ გაშორდა ცოლს და ხუთჯერ დაქორწინდა. ქალებთან კი ყველაფერი უფრო რთულადაა. იქნებ ღირდეს ცალკეული საუწყებო პროგრამების შექმნა. სახელმწიფომ ქალების რესოციალიზაციისთვის პირობები უნდა შექმნას, მათთვის ოჯახის შენარჩუნების უფლება უნდა უზრუნველყოს. კოლონიის ადმინისტრაციამ გარე სამყაროსთან მათ კავშირს ხელი უნდა შეუწყოს”. 

“მედიაქსელის” მხარდაჭერრით

ასევე წაიკითხეთ