JAMnews-ის ფოტორეპორტაჟი სოფელ კელეხანიდან " />

სუფისტური მავზოლეუმი აზერბაიჯანში: მთავარია, გველებისგან შორს დაიჭიროთ თავი

JAMnews-ის ფოტორეპორტაჟი სოფელ კელეხანიდან

აზერბაიჯანულ ქალაქ შემახის სამხრეთით მწვანეში ჩაფლული პატარა სოფელი კელეხანა მდებარეობს. ქალაქიდან სულ ხუთი კილომეტრითაა დაშორებული, მაგრამ იქ მოსახვედრად მთელი ერთი საათია საჭირო – ძალიან ცუდი გზა წვიმის დროს კიდევ უფრო უარესდება. სოფლის მახლობლად ვრცელი ტრიალი მინდორია, რომელზეც კელეხანის ცნობილი მავზოლეუმი მდებარეობს.

აქ სუფისტური ორდენის, „ჩილქეის შეიხების“ წევრები განისვენებენ. ეს მასიური შენობები ქვითაა ნაგები. თავიდან რვაკუთხედის ფორმის ცხრა მავზოლეუმი იდგა, რომელთაგანაც დღესდღეობით მხოლოდ რვაა შემორჩენილი, რომელთაგანაც ერთი ნახევრადაა დანგრეული. სუფისტები, რომლებიც ისლამის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და სახელგანთქმულ მიმდინარეობას წარმოადგენენ, დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ მათ წინაშე არსებულ ამოცანას -კელეხანის სამარხები აზერბაიჯანში მდებარე ყველაზე ლამაზ მავზოლეუმებად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში ამ ტიპის არაერთი სამარხი დგას.

სუფიზმი ისლამის ეზოთერული მიმდინარეობაა, რომელიც აზერბაიჯანში, ფაქტობრივად, საკუთრივ მუსლიმურ რჯულთან ერთად შემოვიდა. სუფისტები ხშირად ერთიანდებოდნენ სხვადასხვა ორდენებსა თუ საძმოებში, რომელტა რაოდენობაც საკმაოდ დიდი იყო. კინკრეტულად ჩილქეის შეიხების ორდენის შესახებ სპეციალისტებს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ. ისევე როგორც საკუთრივ ამ კომპლექსის შესახებ. ხოლო ის ცნობები, რომლებიც კელეხანის მავზოლეუმებს უკავშირდება, სადაოა და მუდმივი განხილვის თემას წარმოადგენს.

გავრცელებული მოსაზრების თანახმად. ეს კომპლექსი XVII საუკუნეში აშენდა. ყოველ შემთხვევაში, ამ მოსაზრებას ადასტურებს ტექსტი, რომელიც ერთ-ერთი მავზოლეუმის კედლის პორტალზეა გამოსახული. წარწერის მიხედვით, შენობა 1663-1664 წლებში ააგო ოსტატმა აბდულ აზიმმა. სხვათა შორის, ჩილქეის შეიხების ტრადიციების მიხედვით, მავზოლეუმების კედლებზე წარწერები არ უნდა კეთდებოდეს; ყურანის ციტატები და რელიგიური სიმბოლოებიც კი არ გამოისახებოდა ხოლმე. მხოლოდ გარდაცვლილის სახელს გამოსახავდნენ და აი, ასეთ საინფორმაციო დაფებს ქმნიდნენ, რომლითაც ხუროთმოძღვრის პატივმოყვარეობას მიაგებდნენ პატივს.

მაგრამ ამ ერთი შეხედვით უტყუარი მტკიცებულების მიუხედავად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია «Miras»-ის («მემკვიდრეობა») თანამშრომელი, ფარიზ ჰალილი მიიჩნევს, რომ კელეხანის მავზოლეუმების კომპლექსი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ XIV-XV საუკუნეებში შეიქმნა. მისი თქმით ეს ობიექტი უფრო დეტალურ შესწავლას იმსახურებს და, სავარაუდოდ, კვლევის დროს არაერთ სიურპრიზს შემოგვთავაზებს.

ამ კომპლექსთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია საზარელი ლეენდა, რომლის დედააზრის მიხედვითაც მოროდიორობა და ცხოველებზე ძალადობა ცუდი საქციელია. ამბობენ, რომ ოდესღაც სწრაფად გამდიდრების სურვილის მქონე ვიღაც კაცმა ოქროს საძებნელად ერთ-ერთ მავზოლეუმს მიაშურა და შემთხვევით შემოაკვდა გველი, რომელიც იმ საძვალეში იყო დაბუდებული. მომდევნო დღეს სოფელში შხამიანი გველების დიდი ჯგუფი გამოჩნდა. ქვეწარმავლებმა დასახლების ქუჩები და სახლები დაიკავეს. თავზარდაცემული მოსახლეობა იძულებული გახდა, იქაურობას გაცლოდა. საკმაოდ დიდი დრო გავიდა მასშემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ კელეხანის მავზოლეუმები ადგილობრივი მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლად მიიჩნევა, სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ჩინოვნიკები განსაკუთებულ ყურადღებას არ აქცევენ.

პირველად კომპლექსის რესტავრაცია ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში განხორციელდა, მაგრამ მას შემდეგ ძეგლის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის დაწყებული სამუშაოები აღარ გაგრძელებულა და არც რაიმე სახის სერიოზული არქეოლოგიური გათხრები წარმოებულა.


ასევე წაიკითხეთ