სსრკ შემნახველი ბანკის მეანაბრეთათვის კომპენსაციების გაცემის პროცესი გრძელდება" />

სომხეთში დაახლოებით 92 ათასმა მეანაბრემ მიიღო კომპენსაცია

სსრკ შემნახველი ბანკის მეანაბრეთათვის კომპენსაციების გაცემის პროცესი გრძელდება

8199 მოქალაქემ, რომლებიც სომხეთის სსრ რესპუბლიკური ბანკის – ყოფილი შემნახველი ბანკის მეანაბრეები იყვნენ, 2016 წელს ფულადი კომპენსაციები მიიღო. მთავრობა ყოველთვიურად გამოყოფს ანაზღაურებისთვის გარკვეულ თანხას, რის შემდეგაც ხდება დაანგარიშება: რამდენ დარეგისტრირებულ მეანაბრეს ეყოფა ეს თანხა. სხვათა შორის, გარდაცვლილი მეანაბრეების ნათესავებს არ შეუძლიათ ანაზღაურების მიღება.

კომპენსაციის მიღების უფლება მიეცათ მათ, ვისაც სომხეთის სსრ რესპუბლიკურ ბანკში (სსრკ შემნახველ ბანკში)  შენატანები რუბლით ჰქონდათ, 1931 წლის 31 დეკემბრამდე დაბადებულების ჩათვლით, თუმცა ანაზღაურდება მხოლოდ 1993 წლის 10 ივნისამდე გაკეთებული შენატანები.

კომპენსაციის მიღება შეუძლიათ ასევე იმ მოქალაქეებს, ვინც ფლობს ისეთ მიწებს, რომლებიც არ გამოიყენება „სომხეთის თავდაცვითი სამხედრო მოქმედებების გამო“, ასევე სომხეთის საზღვრისპირა რაიონების მაცხოვრებლებს, ვისი მიწებიც მოწინააღმდეგის მიერ დაიბომბა. ამისთვის, მათ უნდა წარადგინონ 2014 წლის აგვისტოსთვის ამ ტერიტორიაზე რეგისტრაციის საბუთი.

შენატანების ანაზღაურების პროგრამა 2006 წლიდან მოქმედებს. სიაში აღრიცხულია 102 ათასი ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 92 ათასმა უკვე მიიღო კომპენსაციები. ყოველწლიურად შენატანები  8000 მოქალაქეს აუნაზღაურდება.


ასევე წაიკითხეთ