ყარაბაღის აღიარება, მისი თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებებში წინასწარი პირობების გარეშე ჩართვა - ეს ის თემებია, რაც სომხეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავარ საკითხებად მიიჩნია" />

სომხეთის ახალი ლიდერი – ყარაბაღში და ყარაბაღის შესახებ, ფოტოებით

ყარაბაღის აღიარება, მისი თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებებში წინასწარი პირობების გარეშე ჩართვა - ეს ის თემებია, რაც სომხეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავარ საკითხებად მიიჩნია

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი. ფოტო: მარუტ ვანიანი

წელს 8 მაისს ხელისუფლებასა და ხალხს შორის ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ქუჩის დაპირისპირება დასრულდა. პარლამენტმა მეორე მცდელობისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრად პროტესტების ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩია. მეორე დღეს, 9 მაისს ის ვიზიტით ყარაბაღში გაემგზავრა. გამგზავრების ოფიციალური მიზეზია – მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობა; ამ დღეს ყარაბაღში უფრო 1992 წელს, ყარაბაღის კონფლიქტის დროს ქალაქი შუშის განთავისუფლების დღედ მიიჩნევენ.

•  JAMnews: როგორ აირჩიეს სომხეთში პრემიერ-მინისტრად ქუჩის მოძრაობის ლიდერი

ფოტო: მარუტ ვანიანი, JAMnews

ყველა ელოდა, თუ თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე რა თემებზე მიიჩნევდა მნიშვნელოვნად აზრის გამოთქმას სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. და ეს თემები დიდად მოულოდნელი არ აღმოჩნდა: მოლაპარაკებების პროცესი ყარაბაღის თაობაზე, ძალისხმევა მისი საერთაშორისო აღიარებისთვის და თურქეთთან ურთიერთობა. ნიკოლ ფაშინაიანმა ამ სამივე საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი ძალიან კონკრეტულად გამოთქვა.

ფოტო: მარუტ ვანიანი, JAMnews

„მე ორ საკითხთან დაკავშირებით ჩამოვედი, – ასე დაიწყო პრეს-კონფერენცია ნიკოლ ფაშინიანმა. პირველი იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ ის „სრულიად ენდობა პრეზიდენტ ბაკო სააკიანს“. 

ფოტო: მარუტ ვანიანი, JAMnews

სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრისთვის მეორე მთავარი საკითხია – ყარაბაღის ჩართვა მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც აქამდე მიმდინარეობს ფორმატით სომხეთი-აზერბაიჯანი, და მასში ეუთოს მინსკის ჯგუფი მონაწილეობს.

ფოტო: მარუტ ვანიანი, JAMnews

ფაშინიანმა თქვა, რომ, მისი აზრით, ეს არასრული ფორმატია და „ასეთი სანახევროდ მოლაპარაკებები არ შეიძლება, რომ ეფექტური იყოს“. მოლაპარაკებებში ყარაბაღი არ მონაწილეობს, და ამიტომაც ეს არაეფექტურია, – განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა.

•  რა იმალება ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარის „გამოსამშვიდობებელ განცხადებაში“, ან რისთვის აქვს ენა დიპლომატს, JAMnews-ის ბაქოელი ავტორის კომენტარი

ფოტო: მარუტ ვანიანი, JAMnews

თემა, რომელსაც სომხეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო – ეს არის „არწახის აღიარება“. მან თქვა, რომ მსოფლიოს ქვეყნების მიერ ყარაბაღის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების პროცესის დასაჩქარებლად საჭიროა დიასპორის რესურსების გამოყენება.

ფოტო: მარუტ ვანიანი, JAMnews

„სომხეთი კვლავინდებურად მზადაა თურქეთთან წინასწარი პირობების გარეშე ურთიერთობების დასამყარებლად. მან ასევე თქვა, რომ სომხეთი გააგრძელებს 1915 წელს თურქეთში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების მიღწევას. თუმცა აღნიშნა, რომ ეს პროცესი სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებთან კავშირში არ არის. მიზანი სხვაა, – თქვა ფაშინიანმა: „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისა და ადამიანების მასობრივი განადგურების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანა“.

•  სომხეთ-თურქეთის საზღვარი ჩაკეტილი რჩება. ერევანმა სომხურ-თურქული ოქმები გააუქმა

ფოტო: მარუტ ვანიანი, JAMnews

9 მაისის ზეიმზე სტეპანაკერტში სომხეთის ბევრი მაცხოვრებელი ჩავიდა. ფოტოზე ასახულია ადამიანი, რომელმაც თავი „არაბოს“ ერთ ერთ წევრად“ წარადგინა, მან თქვა, რომ სომხეთიდან არის ჩამოსული.

ფოტო: მარუტ ვანიანი, JAMnews

ანა აკოპიანი, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე. თავის ქმრის მსგავსად, ისიც ჟურნალისტია. ამჟამად ის არის ოპოზიციური გაზეთის „აიკაკან ჟამანაკ“-ის („სომხეთის დრო“) რედაქტორი. ეს გაზეთი თავის დროზე პაშინიანმა დააარსა, მაგრამ 2012 წელს ის დეპუტატი გახდა და რედაქტორის თანამდებობა დატოვა. მათ სამი შვილი ჰყავთ. უფროსი ვაჟი აშოტი მამასთან ერთად საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.ფოტოზე მის მარცხნივ – მოვსეს აკოპიანია, სომხეთის შეიარაღებულ ძალთა შტაბის ხელმძღვანელი. ის წარმოშობით ყარაბაღიდანაა და ბევრი წლის განმავლობაში აქ თავდაცვის მინისტრი იყო.

ფოტო: მარუტ ვანიანი, JAMnews

ანა აკოპიანი ორკვირიანი მრავალათასიანი პროტესტების განმავლობაში სომხეთში ნამდვილი ცნობილი ადამიანი გახდა. ის თითქმის მუდმივად გვერდში ედგა თავის მეუღლეს, და ფოტოგრაფებმა მისი სახე საქვეყნოდ ცნობილი გახადეს. სომხეთში მას ასევე მაღალ შეფასებას აძლევენ. სოციალურ ქსელებში ადამიანები აზიარებდნენ ფაშინიანისა და მისი ცოლის ფოტოებს, სადაც ისინი სულ ხელჩაკიდებულები არიან, და ამ ფოტოების ქვეშ ასეთი წარწერები იყო „აი, ეს არის სიყვარული“ – და ეს სომხეთის Facebook-ზე მემად იქცა. დღეს სომხეთში მოდის მიმდევარი ბევრი ქალი „ანა აკოპიანის ვარცხნილობას“ ირჩევს.

JAMnewsპუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად შეფასდება
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ