როგორ ცხოვრობენ სირიელი დევნილები თურქეთში " />

სირიის ომის სახეები

როგორ ცხოვრობენ სირიელი დევნილები თურქეთში

Hromadske

DSC09504

ნატალია გუმენიუკი, ოლექსანდრ ნაზაროვი

მოხალისე, რომელიც ექვსწლიანი ომის შემდეგ მიხვდა, რომ ჯერ თავად უნდა აღიდგინოს ძლები, ვიდრე ისევ სხვების დახმარებას შეუდგება.  ინფორმატიკის მასწავლებელი, რომელიც დაბომბილ ქალაქში ხეებს რგავს, რომ იცოდეს, სად დაბრუნდეს. ტყვეობას გადარჩენილი ყმაწვილიფოტოგრაფი, რომელიც აპირებს, რომ თავი ახალგაზრდობის ანტირადიკალიზაციას მიუძღვნას. 9 ოპერაციაგადატანილი გოგონა, რომლიც იძულებული გახდა, სკოლა მიეტოვებინა, რადგან კლასელები იარების გამო დასცინოდნენ.

სირიაში კონფლიქტი 2011 წლის 15 მარტს დაიწყო. ომმა ნახევარი მილიონი ადამინის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენთვის სირია არის სიახლეები ისლამისტების შესახებ, შორეული და ულმობელი მკვლელობები და დაბომბილი ქალაქების აპოკალიპტური კადრები. ერთი ისაა, რომ ამ ომის მთავარი ხელის შემწყობი ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეზობელი დიქტატორია.     

ეს სპეცპროექტი კონფლიქტგამოვლილ  ადამიანებზეასირიელებზე, რომელთა ბედიც ისეთი აშკარაა, კინოსცენარი დაიწერება   

ქალაქ კილისში, რომელიც სირიათურქეთის საზღვარზე მდებარეობს,  საკმაოდ ბევრი იაფფასიანი სასტუმროა, რომლებშიც ჯიჰადისტები არიან შესახლებულები. იქიდან ოდნავ აღმოსავლეთით არისურფა. მაგრამ თუ თქვენ ამ ტრაგედიის მთავარ გმირებზესამოქალაქო სირიელებზე გსურთ ამბის მოყოლა, მაშინ ისინი თურქულ გაზიანტეპში არიან“, – გვიხსნის სამხედრო კორესპონდენტი, რომელიც თავის დროზე ერთი წლის განმავლობაში ერთადერთი დასავლელი ჟურნალისტი იყო, რომელიც ალეპოში მუდმივად ცხოვრობდა. თვითმფრინავი ქალაქ გაზიანტეპის აეროპორტის გაყინულ  ბილიკზე ეშვება. ალეპომდე 120 კილომეტრია.

გასაოცარია, რა მარტივად შეიძლება დღეს სირიის საზღვრამდე მიღწევა; განსაკუთრებითექსტრემისტული დაჯგუფების გადამბირებელთა გავლენის ქვეშ მოხვედრილი ევროპელისთვის.   

DSC09334

აი, ჟურნალისტებისთვის კი სირიის შიგნით მუშაობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ იქ ისლამისტები ან სამხედროები  არალეგალურად შეგიყვანენ. ხოლო, ოფიციალური აკრედიტაცია ფაქტობრივად ასადის რეჟიმთან თანამშრომლობას გულისხმობს.

ჯიჰადისტების სიმხეცე დაისლამურ სახელმწიფოშითავგადასავალთა მაძიებელი ევროპელების მონათხრობიასეთი ისტორიები ბოლო წლებში პრესაში პოპულარობით სარგებლობს

სირიის ომის ყველაზე უცნობი ბრძოლაა  თითოეული სირიელის ყოველდღიური ბრძოლა სიცოცხლისთვის, ოჯახის გამოსაკვებად და გადასარჩენად. და კიდევ ამბავი იმის შესახებ, რომ სწორედ სირიელი მოხალისეები სწევენ ყველაზე დიდ ძალისხმევას თავიანთი საზოგადოების დასახმარებლად.

პანორამული ვიდეო გაზიანტეპის ძველი ქალქის დათვარიელების საშუალებას იძლევა

გაზიანტეპი უხსოვარი დროიდანალეპოსთან დაძმობილებული ქალაქია. გორაკზე, ცენტრში მსგავსი, ოღონდ ოდნავ მომცრო ზომის ციხესიმაგრე დგას, ისეთივე ვიწრო ქუჩებია და ქვის სახლები. 27 წლის სირიელი, ჰალედი ხელით კედელს ეხება, და გვიხსნის, რომ ალეპოშიპლანეტის დასახლებულ ადგილებს შორის  აქამდე ამ უძველს ადგილასტრადიციულად, სახლებს ქვის უზარმაზარი ლოდებით აშენებდნენ. თვალწინ ნანგრევების ფოტო მიდგება.

ჰალედი

xaled

ჰალედ ფატალმა, ინფორმატიკის მასწავლებელმა, როდესაც შეტყო, რომ სირიის ზოგიერთ სკოლაში ისლამისტებმა სიმღერა და ხატვა აკრძალეს,  მათ ახალი გაკვეთილები შესთვაზაკომპიუტერული პროგრამირების საფუძვლები. ის დევნილ ბავშვებს ასწავლის და იგივე კურსის სამშობლოში სწავლების ორგანიზებას ცდილობს.

იხილეთ ჰალედის ისტორიები, რომელიც სირიაში სწავლული რობოტების მსოფლიო პირველობისთვის წვრთნის გუნდებს, რომელიც ამჯერად ობლების მოვლით არის დაკავებული და გვიამბობს, თუ როგორ ცხოვრობენ მისი თანამემამულეები თურქეთში.

ამარი და მისი უმცროსი ძმა კომპიუტერულ ენებს სწავლობენ. უკანასკნელი რამდენიმე დღის ამოცანაა: რობოტების ისეთნაირად დაპროგრამება, რომ მათ ნაგვის სწორად დახარისხება შეძლონ.  

აღვნიშნავ, რომ ამარს უფროსი კაცის გამოხედვა აქვს და კიდევ – 15 წლის ყმაწვილისთვის ის ძალიან ტანდაბალია. ასეთი ბავშვი სირიაში ბევრია. ომის დროს ისინი არასაკმარისად იკვებებოდნენ.   

თუმცა, ამარის ოჯახი მთლიანობაში მაინც ბედნიერია: მათ დროულად გამოაღწიეს ალეპოდან , და მართალია, თურქულის არცოდნის შემთხვევაში, აქ სამსახურის შოვნა ძნელია, ბიჭის მამამ მძღოლად მოწყობა შეძლო.

ჰალედისთვის სამუშაო მისივე სამუშაოა. მოხლისეობად ქცეული ვნება კიომში გახვეულ სირიაში ხეების დარგვაა. მეგობართან ერთად ნერგებისთვის აგროვებს სახსრებს, რასაც გლეხებს უგზავნიან. ზეთისხილის ხეებს ახარებენჰალედის სამშობლოში ამ ხის შეშად გამოყენებას ვერავინ გაბედავს.    

მრავალი ქვეყანა და ხელისუფლება დამხობილა და თავიდან აღმდგარა. ოპტიმისტი თუ არ იქნები, მაშინ მომავალზე როგორღა იფიქრებ? უბრალოდ მითხარით: ჩემი ქალაქი დანგრეულია, და იქ დაბრუნება არ შემიძლია, საერთოდ თუ შემიძლია რამის გაკეთება? მაგრამ ასე არ უნდა ვიფიქრო, და ამიტომაც ვრგავ ამ ხეებს. მე თუ ვერ დავჯდები მათ ქვეშ, იქნებ ამას ჩემი შვილიშვილი მაინც მოესწროს, და იტყვის:“ ეს ხე ჩემმა ბაბუამ დარგო“, – გვიხსნის ჰალედი.

ზაქარია

zaqar

იმ სიძნელეებზე ლაპარაკისას, რის გადალახვაც სირიელებს თურქეთში უწევთ, სწრაფად ვსწავლობთ სირიელების ადგილობრივებისგან გარჩევას. ქალებს სულ სხვანაირი თავსაბურავები ახურავთ და სამოსიც სხვანაირი აცვიათ. 13 წლის მომღიმარი ბიჭუნა გვიახლოვდება. მშვენიერი ინგლისურით გვეკითხება, თუ საიდან ვართ,  სურს გვიჩვენოს თავის სამუშაო და გაგვაცნოს მამა, რომლითაც ძალიან ამაყობს. მისი მამა მეცნიერია, მაგრამ ამჯერად გამყიდვლად მუშაობს. მათი ოჯახი 600 წელიწადს ცხოვრობდა ალეპოში.

იხილეთ პატარა პოლიგლოტიგამყიდველი  ბიჭის ისტორია, რომელსაც სწავლა უნდა, მაგრამ იძულებულია, იმუშაოს.

ზაქარიას ძალიან ახარებს ურთიერთობა და მუდმივად ცდილობს, რაიმე გვაჩუქოს: თხილები, ზეთისხილის საპონი. კატეგორიულ უარზეა, რომ ყავისთვის ფული გადავუხადოთ. მას ჩვენ უკვე მეგობრებად მივაჩნივართ. შემდეგ, როდესაც გრომადსკოე ფეისბუკში მის ისტორიას გამოაქვეყნებს, ზაქარია კომენტარებში დაწერს, რომ აუცილებლად ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ მისი ოცნება ასრულდეს.

ჩვენ ქალაქ ადანიმდე ვაღწევთ. იქ თალალი გველოდება. ძალიან ჩქარობს და ნერვიულობს იმის გამო, რომ ჩვენთვის ბევრი დროის დათმობა არ შეუძლია.  მისთვის და მისი ნაცნობი, ბრიტანელი მოხალისე შაზადისთვის, რომელიც ევროპაში სირიელებისთვის სასხრების მოძიებით არის დაკავებული, ამ ქალაქში ეს ბოლო დღეა. რაც მეტი ადამიანის მონახულებას მოასწრებენ, მით მეტი ოჯახი მიიღებს დახმარებას.   

თალალი

talat

თალალი სირიელი ჩეჩენია. მისი ოჯახის ისტორიაომების გამო, კავკასიელების ხეტიალისა და გადასახლებების ისტორიის გაგრძელებაა, რომელიც საუკუნეობით გრძელდება კონტინენტზე. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან ისინი კავკასიიდან თურქეთში, პალესტინაში, სირიაში, ახლა კი ისევ თურქეთსა და შორეულ ევროპაში მიემგზავრებიან

იხილეთ ამბავი იმის შეასხებ, თუ როგორ იქცა   შეძლებული ოჯახის შვილი, რომელსაც 18 წლის ასაკში უკვე საკუთარი მანქანა და სახლი ჰქონდამოხალისედ.

24 წლის ასაკში თალილმა ოცნება შეწყვიტა. როგორც ამბობს, უბრალოდ ისურვებდა,  ენახა თავის მშობლები,  რომლებიც უფულობის გამო, თურქეთიდან დამასკოში დაბრუნდნენ, და ძმები, რომლებმაც კონტრაბანდისტებს ფული გადაუხადეს, რათა ისინი გერმანიამდე  ჩაღწევაში დახმარებოდნენ. თუმცა, ოცნებაზე ბევრად მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, რომ ოჯახი უსაფრთხოდაა. მისთვის, როგორც მოხალისესთვის, იმის აღქმა რთული აღმოჩნდა, რომ სხვებისთვის დახმარების გაწევა შეუძლია, მაგრამ საკუთარ ნათესავებს ვერაფრით ეხმარება.

თალალი ღელავს და გვთხოვს, რომ ქუჩაში სურათი არ გადავუღოთ. მისი თქმით, ჩვენ მივდივართ ადანის არცთუ უსაფრთხო რაიონში, სადაც ფაქტობრივად არ არის თურქული პოლიცია. ამ უბანს ქურთი მეამბოხეები აკონტროლებენ. სწორედ იქ ნახა თალალის ნაცნობმა მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც უკვე ბევრი თვის განმავლობაში კარავი უწევს სახლის მაგივრობას. 

პანორამული ვიდეო  – კარავი, სადაც დევნილების ოჯახი ცხოვრობს.

თურქეთის სამხრეთსა და სირიის ჩრდილოეთში მართლაც ცივა. ტემპერატურა ზამთარში ნულს ქვემოთ ჩამოდის. ბევრმა დევნილმა მიატოვა სახლკარი მხოლოდ სვიტერების ამარა. თალალი სწორედ ასეთებს ეხმარება, მათ, ვინც ყველაფერი დაკარგა.

ჰება 9 ოპერაციის გადატანის შემდეგ სკოლაში სიხარულით წავიდა. მაგრამ, თანაკლასელებმა დაცინვა დაუწყეს. ეს კიდევ ერთი ოჯახია, რომელსაც თალალი დაეხმარა.

ნახეთ იმ გოგონას ახალი ცხოვრების ამბავი, რომელიც მშობლებმა ცეცხლისგან იხსნეს, როდესც ალეპოში მის ოთახს ჭურვი მოხვდა.

ოლა

OLa

ალბათ ჩვენ სხვა პლანეტა გვჭირდება“, – იღიმება ოლა ბატა. სირიელი მოხალისე, რომელიც სამი წლის წინათ იძულებული გახდა ალეპოდან თურქულ გაზიანტეპში გადასულიყო, მაგრამ თანამემამულეების დახმარებას ისევ აგრძელებსსირიაშიც მუშაობს და მის საზღვრებს გარეთაც. ოლა ერთ წამში მოიცვა სასოწარკვეთილებამ. მისთვის აღმოსავლეთი ალეპოს ალყა და აღება, რომელსაც მანამდე თავისუფალი სირიის არმია აკონტროლებდაიმედის დაკარგვას ნიშნავდა. თუმცა, გოგონა ირწმუნება, რომ იმ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნება, ვინც ადვილად ნებდება და კარგავს რწმენას. მაგრამ მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ სამწლიანი მოხალისეობის შემდეგ ძალა სრულიად გამოცლილი აქვს

ნახეთ ამბავი მოხალისე გოგონას შესახებ, რომელიც მიხვდა: ვიდრე სხვებს დაეხმარება, დროებით უნდა შეჩერდეს და ჯერ საკუთარი ძალები აღიდგინოს.

ოლა იმას ნაღვლობს, რომ მისი მშობლიური ქალაქის მოსახლეობის გადარჩენა შეიძლებოდა: „ჯერ კიდევ 2015 წლიდან ამბობდნენ, რომ  შესაძლებელი იყო ალეპო ალყაში მოექციათ. კონფლიქტის ორივე მხარეს მყოფმა ადამიანებმა არაერთხელ მოითხოვეს გეგმის შედგენა საგანგებო სიტუაციის შემთხვევისთვის. მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ არც საკვების მიწოდების უზრუნველყოფა შეეძლოთ და არც თავშესაფრების მოწყობა. ამას კი იმით ხსნიდნენ, რომ საკვების მარაგს მაინც გაანადგურებდნენ“.    

ოლა იმასაც აღიარებს, რომ მას ალეპოში დაბრუნების შანსი არ აქვს. ისინი, ვინც ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ, რეჟიმმა, შესაძლოა, ტერორისტების მომხრეებად მიიჩნიოს.

ოლა არნახულად ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ახდენს. ოღონდაც თავის ცხოვრებაზე მაინც სიფრთხილით ლაპარაკობს, რადგან მისი ოჯახის ნაწილი სირიაშია დარჩენილი. 

ჰალიფე

DSC09390

23 წლის ჰალიფე ჰუდერმა – „მედიაცენტრ ალეპოსაქტივისტმა, შვიდი წელიწადიისლამური სახელმწიფოსტყვეობაში გაატარა, ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ქალაქ ელბაბში. ის დაჯგუფების უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე ერთმა ნაცნობმა დაასმინა.

ჰალიფესდანაშაულიისაა, რომ უნებართვოდ უღებდა ფოტოებს ჯიჰადისტებს, რადგან მიაჩნდა, რომ მშობლიურ მიწაწყალზე მუშაობის სრული უფლება ჰქონდა. მისი ტყვეობის შესახებ მოგონებები, პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ ასეთ ადამიანებს სხვა ვითარებაში ვერასდროს წავაწყდებოდით.

ნახეთ ისტორია ახალგაზრდა სირიელი ფოტოგრაფის შესახებ, რომლის ოჯახსაც რევოლუციამდე მორწმუნეობისთვის დევნიდნენ. ის ფსიქოლოგობაზე ოცნებობს, რომ სრიელი ახალგაზრდების რადიკალიზმს წინ აღუდგეს, და განმარტავს, რომ სიღარიბის გარდა, ახალგზრდების ჯიჰადისტების ხელში  მოხვედრას კონსერვატიული მუსლიმური იარლიყებიც  უწყობს ხელს

ისლამური სახელმწიფოსბოევიკებს არასდროს ეკავათ ალეპოში წამყვანი პოზიციები. 2014 წლის იანვარში ისინი ქალაქიდან სირიის თავისუფალმა არმიამ განდევნა. მაგრამ სწორედისლამური სახელმწიფოსგან ქალაქის გათავისუფლებისმიზეზით ხსნიდნენ სირიისა და რუსეთის მთავრობები 2016 წლის შემოდგომაზე ალეპოს დაბომბვას. საუბრის პირველ ნაწილში მშვიდი ჰალიფე გაბრაზებას იწყებს:

ისლამური სახელმწიფოსხელით იღუპება პირველ რიგში ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობასირიაშიც და ერაყშიც. ბევრად მეტი, ვიდრე იმ ქვეყნების საზღვრებს გარეთ, სადაც ომი მიმდინარეობს“.

ვხვდები, რომ ჰალიფეს მტკივნეულ ადგილს შევეხე. ის ღრმად მორწმუნე ადამიანია, რომლის ოჯახი ჯერ კიდევ ომამდე იდევნებოდა, მაგრამ ახლა რამენაირად ჯიჰადისტების ქმედებებზე უნდა აგოს პასუხი. ჰალიფე ჰყვება თავის ნაცნობი სირიელების შესახებ, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ, მათ შორისისლამური სახელმწიფოსგანაც“, ევროპაში ჩასულებს კი თავის მართლება და განმარტება მოუხდათ, რომისლამური სახელმწიფოსიდეოლოგიას ყველა მუსლიმი არ იზიარებს. 

ჩვენი საუბრის დასასრულს ჰალიფე ხუმრობს: „ნახე, გინდა სოციალურ ქსელებში დავწერ, ვითომ უცხოელი ჟურნალისტი ქალი ტყვედ ავიყვანე? მთელ მსოფლიოში გაითქვამ სახელს. რას უწუნებ ჩემს ისლამისტობას?“

სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო სამხრეთის ქალაქ დარააში დემონსტრაციით. ეგვიპტისა და ტუნისის საპროტესტო ტალღის ფონზე, ვიღაცამ ადგილობრივი სკოლის კედელზე ანტისახელისუფლებო ლოზუნგები დაწერა. ამისთვის ადგილობრივმა მთავრობამ ასორმოცდაათამდე მოსწავლე დააპატიმრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოზარდები აწამეს. ქალაქის მაცხოვრებლები დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდნენ. მაგრამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

მთელი 2011 წლის განმავლობაში სირიის ქალაქებში რეპრესიებსა და კორუფციას აპროტესტებდნენ. ქვეყნის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ამტკიცებდა, რომ პროტესტიისლამური ტერორისტებისა და დასავლელი დივერსანტების ნახელავი იყო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომიტინგეებმა ხელში იარაღი აიღეს, პროტესტის დაწყებიდან ნახევარ წელიწადში გაჩნდა. შეიარაღებული წინააღმდეგობა დაიწყეს სამხედრო დეზერტირებმა, რომლებიც 2011 წლის ბოლოს თავისუფალი სირიული არმიის ჩამოყალიბებას შეუდგენენ. ერთნახევარიორი წლის შემდეგ თურქეთმა, კატარმა და საუდის არაბეთმა ამბოხებულების დაფინანსება დაიწყეს; ხოლო რუსეთი და ირანი სირიის რეჟიმს უწევდნენ დახმარებას. 

მათი მონაწილეობის გარეშე, ასადი ხელისუფლებაში ამდენ ხანს ვერ დარჩებოდა. 2013 წლის შემოდგომაზე, მიუხედავად ქიმიური იარაღის შეასხებ არსებული ინფორმაციისა, რომელსაც აშშწითელ ხაზებსუწოდებდა, ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ობამამ მაინც ვერ გადაწყვიტა სირიაში ჯარის შეყვანა.   

ომის მესამე წელს მთავარ თემად იქცა შეიარაღებული ფორმირებების რადიკალიზაცია, ალქაიდას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობა და უცხოელი ბოევიკების მომხრობა, რომლებიც ამბოხებულებთან შეერთებულ სირიელ გლეხებზე გაცილებით უკეთ იბრძოდნენ.

2014 წელს მეზობელ ერაყში ტერიტორიების ნაწილი ეგრეთ წოდებულიისლამური სახელმწიფოსკონტროლქვეშ აღმოჩნდა. ცალკეულმა ქვედანაყოფებმა სირიის გაკონტროლებაც დაიწყეს. ისინი რეჟიმის წინააღმდეგაც იბრძოდნენ და ოპოზიციისაც.

2015 წელს რუსეთმა განაცხადა სირიის ომში ხელისუფლების მხარეს მისი ჯარის მონაწილეობის შესახებ. ოფიცილაურად ისინიისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ იბრძვიან. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით კი, რუსული ავიაცია ისეთ ტერიტორიებს ბომბავდა, სადაც ამბოხებულები და მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. რეჟიმმა ნელნელა  სწორედ ოპოზიციის ჯარებს აიძულა ტერიტორიიდან უკან დახევა.

2016 წლის განმავლობაში მთავარ ბრძოლად იქცა რეჟიმის მიერ უმსხვილესი ქალქის ალეპოს გათავისუფლება.

ომის მეექვსე წელს მთავრობა აკონტროლებს ქვეყნის 32%-, სადაც მოსახლეობის 65% ცხოვრობს, მესამედი დაპყრობილი აქვსისლამურ სახელმწიფოს“(10% მოსახლეობით),  20% ქურთული დაჯგუფებების კონტროლქვეშაა, დარჩენილ 13% კი ამბოხებულების.

ამ დროის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა სირიის სადამკვირვებლო ჯგუფის მონაცემებით, დაღუპულია 437,363 ათასი სირიელი. სირიის ადამიანის უფლებათა ქსელი აღნიშნავს, რომ მსხვერპლის 95%  მოქალაქეები შეადგენენ.

7,6 მილიონმა იძულებით გადასხლებულმა პირმა დატოვა ქვეყნის შიგნით საკუთარი სახლები, მათ შორის 4 მილიონი სირიის საზღვრებს გარეთ არის გამგზავრებული,  ძირითადადმეზობელ თურქეთში, ლიბანში, იორდანიასა და ერაყში.

რადიო სირია

Radio Final.00_00_43_12.Still003

ალყის დროს ალეპოს მაღაზიები ცარიელი იყო. ქალაქის თავზე ბომბები ცვიოდა. ჩვენი რეპორტიორები დაბნეულები იყვნენ: როგორ ეჩვენებინათ ეს ყველაფერიშიმშილიც და საავიაციო დარტყმებიც? ბევრჯერ ჩვენი პირდაპირი ტრანსლაციები ავიათვდასხმების გამო შეწყდა“, – განმარტავს სამირ ალ აჰმადი.
ის არის რადიო NasaemSyria („სირიის ნიავი“) წამყვანი და რეგიონული რედაქტორი. მთელი ეს პატარა ჯგუფი ახალ, ლურჯ კოსტუმებშია გამოწყობილი. აღმოჩნდა, რომ რადიოსადგურს სწორედ დღეს დაბადების დღე აქვს. და ეს დღე მათთვის სადღესასწაულო არ არისის ალეპოს მოვლენებს უკავშირდება.

ნახეთ ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დააარსეს მოხალისეებმა ჩრდილოეთ სირიაში პირველი დამოუკიდებელი რადიოსადგური.

რადიოს თანამშრომლები სტუმართმოყვარეები და კეთილგანწყობილები არიან, თუმცა აშკარად ნერვიულობენ. დირექტორი რიმ ჰალაბი რაციით ხელში სართულებზე დარბისდილით დენი გამორთეს, ისევ ტექნიკური პრობლემებია ხმასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ ვაწყნარებთ, და ვეუბნებით, რომ ასეთი რამ ყველა მასობრივ საინფორმაციო საშუალებას ემართება. ვუყვებით, თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ თვითონ საომარ პირობებში. გოგონამ ამოიოხრა: „იცით, მხოლოდ ახლა მივხვდი, რუსეთთან თქვენც ხომ ომი გაქვთ. ვიზიარებ, და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!“.

ვიდრე  ამ ისტორიაზე ვმუშაობდით და სირიელებს ვეურთერთებოდით, მათი ნაამბობი ძალიან გასაგები ჩანდა: რევოლუცია, პირველი სისხლი, ადამიანები, რომლებმაც იარაღი აიღეს ხელში, დანგრეული სახლები და იძულებით გადასახლებული ადამიანები. და მაინც არაფრით არ შეიძლება სირიის კონფლიქტის მასშტაბის დაკნინება.

სირიის ომის ციფრები:

  • 7,8 მილიონი იძულებით გადასახლებული;
  • 4 მილიონი დევნილი;
  • 470 000 დაღუპილი, მათ შორის უმრავლესობამოქალაქე


ასადის რეჟიმი თავის ოპონენტებს ტერორისტებს უწოდებს,  უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და საერთშორისო ორგანიზაციების მიერ (კერძოდ Amnesty Internationalდადასტურებულ ცნობებს ათობით ათასობით დატყვევებული ადამიანის შესახებ, რომლებსაც სირიის ციხეებში აწამებდნენ. 6 წლის განმავლობაში ხელისუფლების ოპონენტები ასევე ჩადიოდნენ დანაშაულებს, ომის დროს შეიქმნაისლამური სახელმწიფოდა მოხდა მოსახლეობის რადიკალიზება.

ჯერჯერობით არ ცხრება საუბრები იმის თაობაზე, თუ ვინ დაიწყო ეს ყველაფერი. ჩრდილშია დარჩენილი უბრალო სირიული ოჯახის ისტორია, რომელსაც ყოველდღიურად არსებობისთვის უწევს ბრძოლა, და სირიის საზოგადოების ისტორიაც, რომელიც თავად ცდილობს გადარჩენას.

ვიწრო მთის ბილიკით ნისლში  გზას სასაზრღვრო თურქულ ქალაქ  რეინჰალისკენ მივიკვლევთ. აქ მდებარეობს ერთადერთი სასაზღვროგამშვები პუნქტი, საიდანაც მოქალაქეები ( მხოლოდ ისინი, ვისაც ნებართვა აქვს) თურქეთში მოვედრას ახერხებენ.

ჩვენ გვრდს ვუვლით თურქი მესაზღვრეების ფორტიფიცირებულ ბაზას. ვჩერდებით, რომ იმ კედლის მცირე მონაკვეთი გადავიღოთ, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ აღმართა, იმის შიშით, რომისლამურმა სახელმწიფომსაკუთარი პოზიციების  გამყარება არ დააპიროს“.

გეოლოკაცია უჩვენებს: სირიის საზღვრამდე 500 მეტრია. მხოლოდ ქარის ხმა ისმის. რუკისა და დიდებული მთების შემყურე, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ომი ასე ახლოსაა. მაგრამ, იმ ადამიანების წყალობით, ვისაც ჩვენ შევხვდით, ის უფრო გასაგები გახდა.

ასევე წაიკითხეთ