ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ " />

საქართველოში ქალთა წინდაცვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

ქალთა წინდაცვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათ შორის, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი – 1332 მუხლიც დაემატება, რომელიც ქალთა წინდაცვეთის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, ქალთა წინდაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.

საქართველოში ქალთა წინდაცვეთის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ნოემბერში გავრცელდა. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა (IWPR) ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად  კახეთში, ყვარლის რაიონის სამ სოფელში –  თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურში მცხოვრები ავარიელების ეთნიკურ ჯგუფში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია და გოგონებს 20 წელიწადზე მეტია ამ პროცედურას სახლის პირობებში უკეთებენ.


ასევე წაიკითხეთ