ბევრი ექსპერტის აზრით, მოქმედ პრეზიდენტს ალტერნატივა თავიდანვე არ ჰყავდა" />

საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის გამარჯვების აღსანიშნავად ბაქოს ცენტრში ყველგანმავალმა მანქანებმა ჩაიქროლეს

ბევრი ექსპერტის აზრით, მოქმედ პრეზიდენტს ალტერნატივა თავიდანვე არ ჰყავდა

2018 წლის 11 აპრილს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელზეც, წინასწარი მონაცემების მიხედვით, მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 74,51 პროცენტი შეადგინა.

კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ შტაბ-ბინაში გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად გამოცხადდა.

„კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 3,9 მილიონმა ამომრეჩველმა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ილჰამ ალიევს ხმა მისცა ამომრჩევლების 80 პროცენტზე მეტმა. აზერბაიჯანელმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა ილჰამ ალიევის სასარგებლოდ“, – განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ალი აჰმედოვმა.

პარტია „ენი აზერბაიჯანი“ აზერბაიჯანის საავტომობილო ფედერაციასთან ერთად, კენჭისყრის საბოლოო შედეგებს არ დაელოდა, და ილჰამ ალიევის გამარჯვების აღსანიშნავად ბაქოს ცენტრში ავტოგარბენი მოაწყო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Trendიუწყება, გარბენში დაახლოებით 100-მა offroad-ის ავტომობილმა მიიღო მონაწილეობა. მათ სტარტი ჰეიდარ ალიევის ცენტრიდან აიღეს, ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე გაიარეს და სასტარტო წერტილში დაბრუნდნენ.

საპრეზიდენტო არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობდა:

ილჰამ ალიევი პარტია „ელი აზერბაიჯანიდან“;

ჰუდრატ ჰასანგულიევი მმართველი პარტიიდან „აზერბაიჯანის ერთიანობის სახალხო ფრონტი“

არაზ ალიზადე აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან;

ფარაჯ გულიევი პარტიიდან „ეროვნული მოძრაობა, აღორძინება“;

რაზი ნურულაევი „ფრონტისტების საინიციატივო ჯგუფიდან“;

ჰაფიზ გაჯიევი პარტიიდან „თანამედროვე მუსავათი“;

დამოუკიდებელი კანდიდატი ზაჰიდ ორუჯი;

სარდარ მამედოვი აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიიდან.

მაგრამ ერთადერთ რეალურ კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიიჩნეოდა.

ამერიკული ორგანიზაციის „Artur J.Finkelstein and Associates“ შედეგების მიხედვით, ილჰამ ალიევმა ხმათა 85,57% დააგროვა, დანარჩენი კანდიდატებიდან ხმათა სამი პროცენტიც კი ვერავინ მიიღო.

ფრანგულმა ორგანიზაციამ „Opinion Way“-მ და კონსულტაციისა და დახმარების დამოუკიდებელმა ცენტრმა „სამოქალაქო საზოგადოებისთვის“ ასევე გამოაქვეყნეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩატარებული „exit poll“-ის შედეგები. მათი შედეგების მიხედვით, მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმათა 86,53% დააგროვა.

დარღვევები და/ან მათი არარსებობა – წინასწარი მონაცემები

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა მაზაჰირ ფაჰანოვმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით საჩივრების არარსებობის შესახებ განაცხადა.

თუმცა, ჟურნალისტები საპირისპიროს აცხადებდნენ. ინტერნეტ ტელევიზია „მეიდან ТВ იუწყებოდა, რომ ბაქოს მეორე ნიზამის საარჩევნო ოლქის №25 უბანზე ჟურნალისტი შენობიდან ძალით გაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ მან თავის მოწმობა წარადგინა. როგორც ინტერნეტ-ტელევიზია აღნიშნავს, სხვადსხვა საარჩევნო უბანზე გადაღების პრობლემები სხვა ჟურნალისტებსაც ექმნებოდათ.

აზერბაიჯანში მორიგი არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ ამ წლის 5 თებერვალს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დადგენილებით, ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს დაინიშნა. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტობის ვადა გაიზარდა – ახლა ის შვიდწლიანია (ყოფილი ხუთის ნაცვლად). ერთი და იგივე ადამიანის თავიდან არჩევის შეზღუდვა გაუქმდა.

ოპოზიციურმა „დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ“, „სახალხო ფრონტის პარტიამ“ და „მუსავათმა“ არჩევნების ბოიკოტირების შესახებ განაცხადეს.


ასევე წაიკითხეთ