მას მთელი საზოგადოება არედაქტირებდა - მაგრამ ცოტას თუ სჯერა, რომ პარლამენტი მას მიიღებს. კანონპროექტის დეტალები" />

საზოგადოებრივმა ჯგუფმა აფხაზეთის პარლამენტში კორუფციასთან ბრძოლის გამზადებული კანონპროექტი მიიტანა

მას მთელი საზოგადოება არედაქტირებდა - მაგრამ ცოტას თუ სჯერა, რომ პარლამენტი მას მიიღებს. კანონპროექტის დეტალები

ფოტო: სერგეი დემიანოვი, JAMnews

აფხაზეთში რიგითი მოქალაქეებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა კორუფციასთან ბრძოლის კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი შეაქმნა.

თავიდან ეს დოკუმენტი სოციალური ქსელებში განათავსეს და შესწორებები შესათავაზებლად ყველა მსურველი მიიწვიეს. შემდეგ დამუშავებული დოკუმენტი პარლამენტს გადასცეს.

პროცესის ინიციატორი გახდა ასტამურ კაკალია. ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს მან შექმნა სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, რომელიც აპირებს იმას მიაღწიოს, რომ აფხაზეთმა გაეროს კორუფციის საწინააღმდეგო კოვენციის რატიფიცირება მოახდინოს, და რომ უკანონო გამდიდრება სისხლის სამართლით დასჯად ქმედებად იქნას მიჩნეული.

ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რამდენიმე კონკრეტულ ზომას სთავაზობს. მათ შორის:

• თანამდებობის ყველა პირი ან თანამდებობის დაკავებაზე დასახელებული პირები ვალდებულები არიან ჰქონდეთ დოკუმენტები, რომლებიც მათი ქონებისა და მატერიალურ ფასეულობათა წარმოშობის კანონიერებას ადასტურებს.

თანაც ამ თანამდებობის პირების ჩამონათვალი კანონპროექტში ფრიად ფართოდ არის გაწერილი – სახლმმართველიდან ქვეყნის პრეზიდენტამდე.

• შემოსავლისა და გასავლის შესახებ დეკლარაციაში ნებისმიერმა ჩინოვნიკმა უნდა მიუთითოს არამხოლოდ საკუთარი შემოსავლები, არამედ ყველა ახლო ნათესავისაც: მშობლების, მეუღლეების, შვილების, ძმების და დების, ასევე ძმისშვილების, დისშვილებისა და მათი მეუღლეებისაც.

• თანამდებობის პირები ვალდებულები არიან, დამოუკიდებლად დაამტკიცონ მთელი მათი ქონების კანონიერება.

• იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლისა და გასავლის შესახებ დეკლარაციაში მითითებული იქნება, რომ მოძრავი და უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და ნებისმიერი სახვა აქტივები ჩინოვნიკმა საჩუქრად მიიღო – მაშინ უნდა დაიწყოს იმის შემოწმება, ვინც ეს საჩუქარი გასცა. ამ შემოწმებაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს სპეციალური ანტიკორუფციული კომისია.

• თუკი აღმოჩენილი იქნება არადეკლარირებული ქონება, რომლის ღირებულება ერთი წლის ოფიციალურ შემოსავალს აჭარბებს – ეს ქონება ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს.

• საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ან დასახელებულ ყველა პირს ეკრძალება ჰქონდეს საბანკო ანგარიშები, ან ინახავდეს ნაღდი ფულად სახსრებსა და ფასეულობებს აფხაზეთის ფარგლებს გარეთ არსებულ ბანკებში.

საინიციატივო ჯგუფი, საკუთარი ინიციატივის ლობირების მიზნით, უკვე რამდენჯერმე შეხვდა პარლამენტის დეპუტატებს. ასევე გრძელდება დისკუსია სოციალურ ქსელებშიც.

საზოგადოებაში ასეთი „საზოგადოებრივი კანონპროექტის“ იდეა ძალიან დადებითად აღიქვეს, მას უკლებლივ ყველა იწონებს.

თუმცა, ამავდროულად ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი და მიაჩნიათ, რომ ასეთ კანონპროექტს პარლამენტი არასდროს მიიღებს. სახასიათო კომენტარები:

„წყლის პირას ყოფნა – და წყლის არდალევა?“

„კორუფციასთან ბრძოლა თავად კორუმპირებულთა ხელით განსაზღვრულად უპერსპექტივოა. ვიდრე საზოგადოებაში ელიტური კორუფცია და ქვეყნის ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელების ნათესავი დამნაშავეების გაუთქმელობის უსიტყვო შეთანხმება არსებობს, ყველაფერი ძველებურად იქნება“.

„აუცილებელია მმართველი ელიტის მთლიანად შეცვლა, ისე როგორც, მაგალითად სომხეთში, სადაც როგორც იქნა, დაიწყეს როგორც მაღალი რანგის კორუფციონერების, ისე მათი დამნაშავე ნათესავების დაჭერა. ფუტკარი თაფლის წინააღმდეგი ვერ იქნება“.

„გულით ვუსურვებ საინიციატივო ჯგუფს ამ ბრძოლაში წარმატებას. ის, რომ მათ ამდენი ადამიანის ყურადღება მიაპყრეს ამ უბედურებისკენ და ამდენ „მოღვაწეს“აიძულეს ენერვიულათ, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ