ეს არის მოსკოვის პასუხი უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე" />

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წყვეტს ყველანაირ კავშირს კონსტანტინოპოლთან

ეს არის მოსკოვის პასუხი უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე

რუსეთის პატრიარქი კირილი. REUTERS/ვასილი ფედოსენკო

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება გაწყვიტოს ყველანაირი კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მინსკში გამართული სინოდის სხდომის შემდეგ მოსკოვის პატრიარქატის მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა.

ასე გამოეხმაურა რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) მინიჭების თაობაზე.

ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არ გადაუწყვეტია რას აპირებს – აღიარებს თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. მთავარი არგუმენტები და საეკლესიო დავის ისტორია

11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სრულუფლებიან პატრიარქად აღიარა ფილარეტი, უკრაინის არაღიარებული მართლმადიდებელი ეკლესიის, კიევის საპატრიარქოს მეთაური. და ასევე კოსნტანტინოპოლმა გააუქმა მე-17 საუკუნის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც რუსეთის ეკლესიის იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.

რუსეთის პატრიარქის კირილის პრეს-მდივანმა ალექსანდ ვოლკოვმა თქვა, რომ კონსტანტინოპოლმა თავისი ამ გადაწყვეტილებით “წითელი ხაზი გადაკვეთა”.

ვოლკოვის თქმით, სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილებით,  რუსეთის ეკლესიამ “ადეკვატური და მკაცრი პასუხი” გასცა კონსტანტინოპოლს.


ასევე წაიკითხეთ