დოკუმენტმა ჯერ სენატი უნდა გაიაროს, და მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდება ის აშშ-ს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად" />

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ სომხების გენოციდი აღიარა. ახლა ჯერი სენატზეა

დოკუმენტმა ჯერ სენატი უნდა გაიაროს, და მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდება ის აშშ-ს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად

Армения, США, Палата предтавителей, резолюция, геноцил армян, 1915, Османская Турция, Трамп, Байден, Танкян, Карлашьян

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი დახოცვა ხმათა უდიდესი უმრავლესობით გენოციდად აღიარა. რეზოლუციას 405-მა ადამიანმა მისცა ხმა, წინააღმდეგი იყო მხოლოდ 11 კონგრესმენი, სამმა თავი შეიკავა. ამავდროულად რეზოლუციას მხარი დაუჭირეს როგორც დემოკრატებმა, ისე აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის წევრებმა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმოადგენს.

ახლა დოკუმენტმა სენატი უნდა გაიაროს. იმ შემთხვევაში, თუკი სენატი მას ასევე მხარს დაუჭერს, რეზოლუცია აშშ-ს პრეზიდენტთან ხელის მოსაწერად მოხვდება.

აქამდე აშშ-ს პრეზიდენტებს, მათ შორის დონალდ ტრამპსაც, თავიანთ ოფიციალურ გამოსვლებში, 1915 წლის მოვლენებზე საუბრისას ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ სიტყვა „გენოციდი“.

სომხების გენოციდი – 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი მასობრივი ხოცვაა. მანამდე ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაახლოებით ორ მილიონნახევრამდე სომეხი ცხოვრობდა. მკვლელობებისა და მასობრივი დეპორტაციების შედეგად მათი ნახევარი დაიღუპა.

ოსმალეთის იმპერიაში გასული წლის ტრაგიკული მოვლენები საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაციების მიერ აღიარებულია გენოციდად, რომელთა შორისაა ევროპის საბჭო, ევროპარლამენტი, ეკლესიების მსოფლიო საბჭო. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც სომხების გენოციდი აღიარეს, არიან – კანადა, არგენტინა, შვეიცარია, ავსტრია, იტალია, რუსეთი, ბელგია, საფრანგეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, ურუგვაი, საბერძნეთი, კვიპროსი, ვატიკანი, გერმანია, ლიბანი, აშშ-ს 48 შტატი.

თურქეთისთვის ასეთი ფორმულირება კატეგორიულად მიუღებელია.

რატომ მაინცდამაინც ახლა

როგორც სააგენტო Reuters აღნიშნავს, აშშ-ს კონგრესი, თავის ნატოელ პარტნიორთან, თურქეთთან ურთიერთობის გაუარესების შიშით, სომხების დახოცვის აღიარებას წლობით აყოვნებდა.

ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის ხსენების აკრძალვიდან მემორიალის აგებამდე

ბუნდესტაგმა სიტყვა „გენოციდი“ წარმოთქვა

თუმცა, რეზოლუციის განხილვის დაჩქარების უკან აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუარესება დგას. ბოლო ხანს ამ სიტუაციაზე რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა:

• თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიელი ქურთების წინააღმდეგ, რომლებიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკელების მთავარ მოკავშირეებს წარმოადგენდნენ. თანაც, ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, როდესც დონალდ ტრამპმა მოულოდნელად სირიის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანის თაობაზე განაცხადა.

• თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის ყიდვის გადაწყვეტილება, აშშ-ს უკმაყოფილების მიუხედავად.

ამავდროულად რეზოლუციის მიღების გეოპოლიტიკურ კონტექსტს არც მისი მომხრეები მალავენ. სირიაში თურქეთის ოპერაციის დაწყების დღეს კონგრესმენმა თედ ლიუმ, რომელიც სომეხი მოსახლეობით მნიშვნელოვნად დასახლებულ ოლქს წარმოადგენს, Twitter-ზე დაწერა, რომ ახლა სწორედ დადგა დრო, რომ აშშ-მ სომხების გენოციდი აღიაროს.

ჰოლანდიის პარლამენტმა თურქეთში სომხების გენოციდი აღიარა

მეტიც, სომხების გენოციდთან დაკავშირებით კენჭისყრის დასრულებისთანავე წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებმა ასევე უდიდესი უმრავლესობით მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც ტრამპს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

კანონპროექტის თანახმად, შეთავაზებულია თურქეთის უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება, თავდაცვის მინისტრის ჩათვლით, თურქი ჩინოვნიკების აქტივების დაბლოკვა, და თურქული ბანკების წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

გარდა ამისა, დოკუმენტი  კონგრესისთვის თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ოჯახის აქტივების მონაცემების შემდგომი განხილვისთვის წარდგენას ითვალისწინებს.

როგორი რეაგირება ჰქონდათ სომხეთში

რეზოლუციის მიღებაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა რეაგირება.

 „მივესალმები აშშ-ს კონგრესის ისტორიულ კენჭისყრას, რომელმაც სომხების გენოციდი აღიარა. რეზოლუცია 296 – თამამი ნაბიჯია სიმართლისთვის მსახურებისა და ისტორიული სამართლიანობისთვის, რაც ასევე ნუგეშს მოუტანს იმ სომხების მილიონობით შთამომავალს, რომლებიც გენოციდს გადაურჩნენ“, – დაწერა ფაშინიანმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ზოგრაბ მნაცკანიანმა, თავის მხრივ, აშშ-ს კონგრესის მიმართ მადლიერება გამოთქვა:

 „მადლობას ვუხდი აშშ-ს კონგრესს. №296 რეზოლუციაში კონსოლიდირებულია სამართლიანობა და ჭეშმარიტება სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. ეს ძლიერი მესიჯია უარყოფის წინააღმდეგ. უღრმესი მადლობა 405-ვე მხარდამჭერს. მე უფლებამოსილი ვარ, კვლავაც ვიმუშაო, რომ თავიდან ავიცილოთ მასობრივი სისასტიკე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“. 

 როგორი რეაქცია ჰქონდათ თურქეთში

თურქეთი აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ბევრი სომეხი პირველი მსოფლიო ომის შეტაკებების დროს მოკლეს, მაგრამ ციფრებზე დავობს და უარყოფს, რომ მკვლელობები სისტემურად ორგანიზებული იყო და გენოციდს წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოცემულ საკითხში უცხოურ მონაწილეობას, ანკარა ამას საკუთარი სუვერენიტეტისთვის საფრთხედ აფასებს.

თურქულმა პრესამ ამ სიახლეზე ოფიციალური ცნობებისა და კომენტარების გადაბეჭდვით მოახდინა რეაგირება.

მაგალითად, აშშ-ში თურქეთის ელჩმა სარდარ კილიჯმა Twitter-ზე დაწერა:

 „ისტორიული სინამდვილისგან შორს მდგომი, ობიექტურ გამოკვლევებსა და შეფასებებზე, მათ შორის ჩართული ქვეყნების საარქივო დუკუმენტებზე დაფუძნებული, უცხოელი დეპუტატების მიერ ცნობილი ლობის ზეგავლენით მიღებული შეზღუდული გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის დიდებულ ისტორიას ლაქას ვერ მოსცხებს.

თურქეთმა აშშ-ში მიღებული დოკუმენტი დაგმო, და განაცხადა, რომ გენოციდთან დაკავშირებული რეზოლუცია  „რაიმე ისტორიულ ან სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია“.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რეზოლუცია ასევე უარყვეს  და განაცხადეს, რომ მას ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია, ასევე – არც რაიმე იურიდიული ძალა. მეტიც, მათ დოკუმენტს  „უაზრო პოლიტიკური ნაბიჯი“ უწოდეს, რადგანაც თურქეთის მთავრობისა და ხალხისთვის „ის სრულიად არაქმედითია“.

 თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მევლიუტ ჩავუშოღლუმ ამერიკელი კონგრესმენების გადაწყვეტილებას „ისტორიის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენება“ უწოდა.

ანკარაში აშშ-ს ელჩი უკვე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, მაგრამ ჯერჯერობით საპროტესტო ნოტის ოფიციალურად გადაცემის თაობაზე ცნობა არ არის.

მანამდე ოფიციალურმა ანკარამ არაერთხელ განაცხადა, რომ სომხების გენოციდის აღიარების შემთხვევაში, ვაშინგტონიდან თავის ელჩს გაიწვევდა.

სოციალური ქსელების თურქულ სეგმენტში ოფიციალური პოზიცია სრულად გაიზიარეს. მთლიანობაში, მომხმარებლები წერდნენ, რომ თურქეთის დასჯას ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ გამო ცდილობენ, რაც მხოლოდ თურქი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მიღებული ზომა იყო:

 „ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური შანტაჟი. თუ მათ რაიმე არ მოსწონთ, რასაც თურქეთი აკეთებს, მაშინვე გენოციდის ბანქოს გაითამაშებენ ხოლმე“.

 საერთაშორისო რეაქცია

ვაშინგტონის კარნეგის ფონდის კავკასიის საკითხთა ექსპერტი თომას დე ვაალი Twitter-ის საკუთარ გვერდზე მიღებული რეზოლუციის თემას ასევე შეეხო.

 „მე ტერმინ „გენოციდს“ ვიყენებ, რადგან ის, რაც 1915-16 წლებში მოხდა, გაეროს კონვენციის განსაზღვრებას მართლაც შეესაბამება“, – წერს დე ვაალი.

თუმცა, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ რეზოლუცია იმისთვის მიიღეს, რომ თურქეთი დაესაჯათ:

 „ისტორიული რეკორდი დამყარებულია: აშშ-ს კანონმდებლებს ამაზე მეტი უფლებამოსილება არ გააჩნიათ. ვიცით, რომ მათმა უმრავლესობამ უფრო იმისთვის იხმარა ღონე, რომ თურქეთი და ერდოღანი დაესაჯათ, ვიდრე სომხებისთვის მიეგოთ პატივი… თუკი მათ წინააღმდეგ შეთქმულებების ტრადიციული პარანოიით შეპყრობილი ზოგიერთი თურქი ნაციონალისტი ამას სტამბოლში სომხების დევნით, სომხეთში ფრენების გაუქმებით და სომხური მემკვიდრეობისთვის ზიანის მიყენებით უპასუხებს, ეს გამარჯვება არ იქნება“.

დე ვაალის აზრით, ნამდვილი დებატები თურქეთში უნდა იმართებოდეს:

„ნამდვილი დებატები თურქეთის საზოგადოებაში უნდა იმართებოდეს, სადაც 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, და 1915 წლის საშინელებებს ბევრი ისტორიკოსი და სხვებიც აღიარებენ.

წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა სასარგებლო იქნება, თუკი ეს რაიმეს დასაწყისი გახდება, და არა დასასრული“.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი  რეზოლუციას ასევე მიესალმა. ბაიდენმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე აღნიშნა, რომ სომხების გენოციდის აღიარებით, ამერიკელები არამხოლოდ დაღუპული სომხების ხსოვნას მიაგებ პატივს, არამედ ამბობენ, – „აღარასდროს“.

 აშშ-ს სომხური დიასპორის რეაქცია

ამერიკული ჯგუფის System of a Down-ის ვოკალისტმა სერჟ ტანკიანმა აშშ-ს სენატს მოუწოდა, რომ წარმომადგენელთა პალატის მაგალითს მიჰბაძონ:

 „დღეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ გენოციდის ოფიციალური აღიარებით, არსებითი ნაბიჯი გადადგა სამართლიანობისკენ და ისტორიისადმი ჯეროვანი პატივისცემა გამოავლინა. კონგრესის ბევრი ლიდერი და პოლიტიკოსი ათწლეულების განმავლობაში დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო“.

ამ მოვლენების მიღმა არც ამერიკელი ტელევარსკვლავი  კიმ კარდაშიანი დარჩენილა.  Twitter-ის საკუთარ გვერდზე მან გამოაქვეყნა ფოტო წარწერით, თუ პალატის რამდენმა წარმომადგენელმა უყარა კენჭი რეზოლუციას და რამდენმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

 „ვაუ, ნახეთ ეს დაუჯერებელი ციფრები – აშშ-მ სომხების გენოციდი აღიარა… ჩვენ ისტორია შევქმენით“.

ექსპერტების მოსაზრება ერევნიდან

პოლიტოლოგი სურენ სარკისიანი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მიღება მოულოდნელი მოვლენა არ ყოფილა.

 „მოველოდი, რადგან ლობისტებისა და ცალკეული ორგანიზაციების მხრიდანაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, ამიტომაც ყველაფერი ასე სწრაფად მოხდა“.

სარკისიანის აზრით, მიღებაზე ორმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა – ამერიკულ-თურქული ურთიერთობის გაუარესებამ, რაც „ახლა არცთუ საუკეთესო დონეზეა“  და სომეხი ლობისტების აქტიურმა მუშაობამ.

„არსებობს გლობალური ანტითურქული განწყობა. ეს პერიოდი დაემთხვა ჩვენი ლობისტების აქტიურ მუშაობას, რომლებმაც დროის ეს მონაკვეთი ძალიან გონივრულად და პროფესიონალურად გამოიყენეს“, – აღნიშნა სარკისისანმა.

კითხვაზე იმის შესახებ, იყო თუ არა რეზოლუციის მიღება თურქეთის „დასჯის“ მეთოდი, პოლიტოლოგმა უპასუხა:

 „ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ რეზოლუციის გარდა (გენოციდის აღიარების შესახებ), მიღებულია მეორე რეზოლუცია – ანტითურქული სანქციების თაობაზე.  მიზანი თურქების დასჯა რომ ყოფილიყო, ამისთვის სხვა რეზოლუცია არსებობდა. გენოციდის რეზოლუცია კი – ცალკეა – სწორედ ამ კონკრეტულ თემაზე“.

 რას წერენ სოციალური ქსელებში

ჯერ კიდევ 29 ოქტომბრის ღამიდან სოციალურ ქსელ  Facebook-ის სომხურ სეგმენტში მხოლოდ ერთ საკითხს განიხილავდნენ – აღიარებს თუ არა წარმომადგენელთა პალატა გენოციდს.

აი, ზოგიერთი კომენტარი:

 „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახლა უკვე რთული იქნება იმის თქმა, რომ მომხდარი გენოციდი არ ყოფილა, არამედ უბრალოდ – უბრალოდ (!!!) – სომხების მასობრივი დახოცვა, რომელიც დანგრეულ ოსმალეთის იმპერიაში მეხუთე კოლონას წარმოადგენდა. მაგრამ, პირადად ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იმ საშინელ წლებში მოკლული მილიონნახევარი უდანაშაულო ადამიანის მიმართ სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია;

 „ძალიან მინდა, რომ ჩემი წინაპრები, რომლებმაც მთელი ეს საშინელი მოვლენები განიცადეს, დღეს მომხდარს საკუთარი თვალებით ხედავდნენ“;

 „მილიონნახევარი სომეხი ადამიანის სულებმა იქნებ დღეს მაინც განისვენონ მშვიდად“;

 „ შტატებს, სირიის გამო, პარტნიორის დასჯა სჭირდებოდა. Done. ბრწყინვალე ნაბიჯია შტატებისთვის, იმედია, სომხებისთვის დამღუპველი არ იქნება“.

„რა შეიცვლება კონკრეტულად იმით, რომ აშშ-მ სომხების გენოციდი ოფიციალურად ცნო. კონკრეტულად, როგორ იმოქმედებს ეს თურქეთზე?! შტატებმა აღიარა, ერდოღანი ხმას ჩაიწყვეტს, და ყველა ტრიბუნიდან არ იღრიალებს, რომ თანამედროვე სომხეთი ასევე თურქეთია? ამას სანქციები მოჰყვება?“;

 „ყველაფერი კარგია, მაგრამ ისინი ამას მხოლოდ ერდოღანის გასამწარებლად აკეთებენ. გენოციდის აღიარება – ერდოღანზე ზემოქმედების ინსტრუმენტია, და არა სამართლიანობა!!!“;

 „ყოველთვის გასათამაშებელი ბანქო ვიყავით და ვართ“;


ასევე წაიკითხეთ