მხითარიანის საფეხბურთო ფენომენი
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჰენრიხ მხითარიანი ჯერ კიდევ უკრაინულ „შახტარში“ თამაშობდა, ბევრი მიიჩნევდა, რომ ამ ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწია. როდესაც მისი სახელი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავრცელდა, სპეციალისტებმა იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ სად მიიყვანდა ის მძიმე გზა, რომელსაც ის დაადგა. ამ გზამ ის ჯერ დორტმუნდის ბორუსიაში, შემდეგ კი ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტიდში“ მიიყვანა.
ჰენრიხ მხითარიანი არის ფეხბურთელი, რომელმაც პროფესიონალური კარიერა ერევნის პიუნიკში დაიწყო, ამჟამად კი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიანი კლუბის სასტარტო შემადგენლობაში, მსოფლიო დონის ვარსკვლავების გვერდით თამაშობს.
ამჟამად ის ყოველივე სომხურის „ელჩია“. რეალურად, იგი მთელ ევროპასა და მსოფლიოში წარმოადგენს სომხეთს (და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სომხურ ფეხბურთს. მხითარიანის ფენომენი აშკარა ხდება მაშინ, როდესაც ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრების დროს სტადიონების ტრიბუნებზე (რომლებიც სომხეთის პირველობის მატჩების დროს თითქმის მთლიანად ცარიელია) უცხოელი ჟურნალისტები ჩნდებიან.
მოწინავე კლუბებს ასეთი ლოგიკა აქვთ – თუკი ამ ქვეყანაში მხითარიანი გაჩნდა, ე.ი. აქ სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც შეიძლება ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, მხითარიანის თანატოლებს ძალიან გაუმართლათ. მათ შორის უნდა აღინიშნოს ედგარ მანუჩარიანი, რომელმაც მცირე ხნით გაიბრწყინა ევროპის დიდ ფეხბურთში. იგი „აიაქსის“ შემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია.
მაგრამ მანუჩარიანი მხითარიანმა შეცვალა. სომხეთის ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, გევორგ ყაზარიანმაც იმავე პერიოდში დაიწყო ევროპულ კლუბებში მოგზაურობა. ამჟამად იგი პორტუგალიურ “მარიტიმუს” ევროპის თასის გათამაშების საგზურის მოპოვებაში ეხმარება.
და უკვე იმ თაობის დრო მოვიდა, რომელიც ამჟამად სომხეთის ჭაბუკთა გუნდსა და ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს. სწორედ ჰენრიხ მხითარიანის ფაქტორი შეიძლება დაეხმაროს ამ სპორტსმენებს.
შემცვლელები ამ შემთხვევაშიც არსებობენ. სომხეთის სპორტული პრესა 2016 წლიდან ცდილობს, გამოიცნოს, თუ რა ბედი ელის 17 წლის ვაან ბიჩახჩიანს. გასულ წელს გიუმრის „შირაქის“ ახალგაზრდა მოთამაშე გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდა მოსკოვის „ცეესკაში“, ბელგიურ „გენტსა“ და იტალიურ „ფიორენტინაში“. საინტერესოა, სად იქნება ის, როდესაც 18 წელი შეუსრულდება. მის მიმართ ინტერესი მაშინ გაჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ 16 წლის ვაანი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში შეცვლაზე შემოვიდა და „შირაქს“ ქართული „დილას“ დამარცხებაში დაეხმარა.
შეუძლებელია „მხითარიანების“ ფაქტორის გადაფასება ისეთი მოკრძალებული საფეხბურთო ისტორიის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც სომხეთია. მსგავსი ფენომენი იმის გარანტიას გაძლევს, რომ არ დაცხრება ინტერესი შენი ქვეყნის მიმართ. და სწორედ ეს ინტერესი სჭირდება ამჟამად სომხურ ფეხბურთს.