ამბავი იმაზე, თუ როგორ წამომეწია ამობრუნებული ფემინიზმი ბაქო-თბილისის ავტობუსში " />

მოსაზრება: როდესაც მამაკაცი აზერბაიჯანში მხოლოდ იმაშია დამნაშავე, რომ მამაკაცია

ამბავი იმაზე, თუ როგორ წამომეწია ამობრუნებული ფემინიზმი ბაქო-თბილისის ავტობუსში

 ე

რთ დღეს, გადავწყვიტე, რომ თბილისში ავტობუსით წავსულიყავი. ადრევე შევიძინე ბილეთი და სადგურში დროულად მივედი. 

მაგრამ ავტობუსში მოულოდნელი „გენდერული“ პრობლემა მელოდა. ქალი, რომელიც ჩემ გვერდით სავარძელზე იჯდა, ისტერიკაში ჩავარდა, როგორც კი სკამს შევეხე.

„როგორ შეეძლოთ შენთვის მოეყიდათ ბილეთი, მათ ხომ იცოდნენ, რომ ქალი ვარ! წადი!“.

შოკში ვიყავი და ვერ მოვიფიქრე იმაზე უკეთესი ვერაფერი, ვიდრე მორიდებით მეთქვა, რომ ეს ჩემი „კანონიერი ადგილი“ იყო და ბილეთი ადრევე, სალაროში შევიძინე. მაშინ მან კიდევ ერთი საოცარი რამ მითხრა, „მათ ჯერ კიდევ სალაროში უნდა სცოდნოდათ, სად იჯდებოდა მამაკაცი და სად ქალი! წავიდნენ თავიანთ საქართველოში და იქ მოიქცნენ ასე უწესოდ“.

არაფერი მიპასუხია. რატომღაც ბაქოში გამართული ფემინისტების მარში გამახსენდა, რომელსაც „დიასახლისები“ დაესხნენ თავს. იცოდნენ, რომ არაფერი ემუქრებოდათ და მთელი გაბრაზება მომიტინგეებზე გადმოანთხიეს, მათ კი იმავენაირი პასუხის გაცემა არ შეეძლოთ. ჩვენს საზოგადოებაში დედის ასაკის ქალის გალანძღვა მიუღებელია, რაც არ უნდა დაგამციროს. სწორედ ამიტომ, პრინციპში, შემეშინდა რაიმე რეაგირების მოხდენა.

ქალმა ხმამაღლა დაუძახა მძღოლს. მისი თანაშემწე მოვიდა. მან უთხრა, რომ ან ამდგარიყო, ან ორი ადგილის საფასური გადაეხადა, რაზეც ქალმა უარი განაცხადა. როდესაც მან მთელი ხმით, მთელი ავტობუსის გასაგონად დაიყვირა, „თქვენ რა, გინდათ, ეს 150-კილოგრამიანი მამაკაცი გვერდით დამისვათ?“, მინდოდა მეპასუხა, რომ 150 კილომდე ბევრი მაკლდა, თვითონ კი 200 კილოგრამამდე არც ისე ცოტა – მაგრამ არ შეიძლება ქალს წონის გამო დასცინო, ასე რომ, ისევ გავიღიმე და გავჩუმდი. არაფერი კარგი, ის მიპასუხებდა, „წადი და დედაშენს ელაპარაკე მასე!“.

ამ გამოხტომაზე სწორი პასუხი არ არსებობს: ყველაფერი, რაც დედას უკავშირდება, აზერბაიჯანელი მამაკაცის ღირსებას ეხება. საზოგადოება სუნთქვაშეკრული ელოდება, შენ ან ძალიან მსუბუქად უპასუხებ და „მამაკაცი აღარ ხარ ამის შემდეგ“, ან ძალიან უხეშად და შენ უკვე აგრესორი ხარ.

პანიკაში მყოფი მძღოლის თანაშემწე ქალებს სთხოვდა, რომ ეს ქალბატონი მათ გვერდით დაესვათ, მაგრამ არავინ თანხმდებოდა.

მაშინ მძღოლის თანაშემწემ მშვიდ სახეზე შემომხედა და მითხრა: „ავტობუსში, ჩემს ლოგინზე დაიძინებ, კარგი?“. აღმოჩნდა, რომ ავტობუსში არის ასეთი განყოფილება, სადაც ეკიპაჟის წევრები დასაძინებელ ადგილს იწყობენ.

ერთი მხრივ, ეს გამარჯვება იყო – მთელი გზა მშვიდად მეძინა. სხვის ადგილას ძილი არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდად დასრულდა. 

მეორე მხრივ, თავს კარგად არ ვგრძნობდი, იმიტომ რომ ვერ გავიგე, აზერბაიჯანული მენტალიტეტის რომელმა ნაწილმა დამაკარგვინა ავტობუსში ადგილი. ან ასაკის წინაშე პატრიარქალურმა თრთოლვამ, ან რაღაც უცნაურმა ამობრუნებულმა ფემინიზმმა, როდესაც ქალები შუასაუკუნეობრივ „ღირსების კოდექსს“ იცავენ, ანაც კონფლიქტების შიშმა.

ბოლო გაჩერებაზე მძღოლის თანაშემწეს ვკითხე: 

შეგეძლოთ ამ ქალბატონის ავტობუსიდან ჩამოსმა? გქონდათ ამის უფლება? 

დიახ, სრული უფლება (ამაყად მითხრა) 

მაშინ, რატომ არ გააკეთეთ ეს? 

 – ოი, ვერ უყურებდი მას? ასეთებს ჯობია არ შეეხო. მხოლოდ პრობლემები მოჰყვება. 

გავიღიმე და არაფერი ვუპასუხე. 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ