სამშობლოს სიყვარული - ახლა ყველას ხვედრია" />

კანადის ჰიმნი გენდერულად ნეიტრალური გახდება

სამშობლოს სიყვარული - ახლა ყველას ხვედრია

კანადის პარლამენტის ზედა პალატამ – სენატმა მიიღო კანონპროექტი კანადის ჰიმნის ინგლისურენოვანი ვერსიის შეცვლის შესახებ. ის ძალაში მას შემდეგ შევა, როდესაც მას კანადის გენერალ-გუბერნატორი ჟიული პეიეტი მოაწერს ხელს, – იუწყება  CNN.

ჰიმნში მხოლოდ ორი სიტყვა შეიცვლება, თუმცა ბევრი სენატორის აზრით, მათ პრინციპული მნიშვნელობა აქვთ. სტრიქონს „True patriot love inallthy sons command“ (ჭეშმარიტი პატრიოტიზმი შენი ვაჟების ხვედრია) შემდეგი სიტყვებით შეცვლიან: „True patriot love inall of us command“ (ჭეშმარიტი პატრიოტიზმი – ყველა ჩვენგანის ხვედრია).

ჰიმნი „O Canada“ 1880 წელს ფრანგულ ენაზე დაიწერა.

კომპოზიციის ინგლისურენოვან ვერსიას ოფიციალური ჰიმნის სატატუსი მხოლოდ ასი წლის შემდეგ, 1980 წელს მიენიჭა. კანადაში ორი სახელმწიფო ენაა – ფრანგული და ინგლისური.


ასევე წაიკითხეთ