ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებისა და გამყოფ ზოლზე დაძაბულობის შემცირების თაობაზე ტრადიციული ფრაზების გარდა, ჯერჯერობით არაფერს ამბობენ" />

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნიუ-იორკში გამართული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა?

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებისა და გამყოფ ზოლზე დაძაბულობის შემცირების თაობაზე ტრადიციული ფრაზების გარდა, ჯერჯერობით არაფერს ამბობენ

საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოგრაბ მნაცკანიანი, ელმარ მამედიაროვი, ნიუ-იორკი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები

23 სექტემბერს ნიუ-იორკში ერთმანეთს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ. მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით გაიმართა – მხარეები უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

ეუთოს მინსკის ჯგუფის ვებ-გვერდზე თანათავმჯდომარეების სახელით გაკეთებული  განცხადებები ჯერჯერობით არ არის.

რაზე ისაუბრეს მინისტრებმა

ამის შესახებ არცთუ ბევრი ინფორმაცია არსებობს.

კერძოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესზე იმსჯელეს და ახლანდელი სიტუაცია შეაფასეს. სომხური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაძლიერების  და ჯარების გამყოფ ზოლზე დაძაბულობის შემცირების აუცილებლობას. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაკავებული სომხეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება.

მანამდე აზერბაიჯანმა სომხეთს ოთხი ტყვეს – თითოეული მხრიდან ორ-ორის გაცვლა შესთავაზა. საუბარია კარენ კაზარიანზე, რომელსაც აზერბაიჯანში 20-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. აზერბაიჯანში ის დივერსანტად მიაჩნიათ, სომხეთში კი – ფსიქიკურად არაჯანმრთელ ადამიანად. სომხეთის მეორე მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანში იმყოფება – სამხედრო მოსამსახურე არაიკ კაზარიანია. აზერბაიჯანული ვერსიის თანახმად, ჯარისკაცი საჯარისო ნაწილიდან არაადამიანური მოპყრობის გამო გაიქცა, სომხეთში კი ვარაუდობენ, რომ მას გზა აებნა.

აზერბაიჯანელებს – დილგამ ასკეროვსა და შაჰაბაზ გულიევს – მკვლელობების, ჯაშუშობის და გატაცებების ბრალდებით, ყარაბაღში სამუდამო და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს; აზერბაიჯანში კი მიიჩნევენ, რომ ისინი სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინაპრების საფლავების მოსანახულებლად ჩავიდნენ.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ნდობის ატმოსფეროს ფორმირების საკითხზე, მათ შორის – მიღწეული მოლაპარაკებების განხორციელების მეშვეობით.

როგორც ჩანს, საუბარია 2019 წლის აპრილში ზოგრაბ მნაცკანიანისა და ელმარ მამედიაროვის შეხვედრაზე. მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ტრადიციულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამი იყო:

 „აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს მხარეთა გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით მოგვარების თაობაზე. აღინიშნება კონფლიქტის ზონაში,  კერძოდ კი, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს, სიტუაციის მომავალი სტაბილიზაციით დაინტერესება.

ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ საფუძველზე მიიღონ ზომები იმ პირებთან  ნათესავების დაშვების თაობაზე, რომლებიც მხარეთა ტერიტორიებზე პატიმრობაში იმყოფებიან. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, დაიწყონ პრაქტიკული მუშაობა ადამიანებს შორის კონტაქტების დასამყარებლად, ორივე მხრიდან მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა მოგზაურობის ჩათვლით.”

 წინა შეხვედრის შესახებ

მნაცკანიანისა და მამედიაროვის ბოლო შეხვედრა 2019 წლის ივნისში შედგა. ეს ათი წლის განმავლობაში აშშ-ში გამართული, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების პირველი შეხვედრა  იყო.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შუამავლებმა ტრადიციულად განცხადება გამოაქვეყნეს. მაშინ მათ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდეს, რომ ჯარების გამყოფ ზოლზე პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინათ.

ექსპერტთა საზოგადოებამ ეს განცხადება უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, რადგან ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები მოსახლეობის მშვიდობისთვის მომზადებაზე შეთანხმდნენ. მაშინ მინისტრებმა ასევე საზღვარზე არსებული სიტუაციასა, და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთთანადგომის მოგვარების შესაძლებლობაზეც კი იმსჯელეს.

შეხვედრის წინ საზღვარზე მომხდარი ინციდენტი

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე 23 სექტემბერს დილით გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ წინა დღეს აღკვეთილ იქნა აზერბაიჯანული მხრიდან დივერსიული შეღწევის მცდელობა .

ჯარის საგუშაგოს შემადგენლობის გონივრული ქმედებების შედეგად მოწინააღმდეგე საწყის პოზიციებზე გაიდევნა, და ნეიტრალურ პოზიციაზე მხოლოდ ერთი დაღუპული დატოვა. თავდაცვის ჯარს ზარალი არ განუცდია“,  – ნათქვამი იყო შეტყობინებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა დაადასტურა, მაგრამ დივერსიის მცდელობის შესახებ ინფორმაცია უარყო.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ჯარისკაცს გზა აებნა და ის ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოკლეს. ამავდროულად, ყარაბაღის თავდაცვის ჯარის პრეს-სამსახური აცხადებს, რომ დივერსიული შეღწევის ზოგიერთი ეპიზოდი ვიდეოკამერებით დარეგისტრირდა.

ექსპერტის მოსაზრება ერევნიდან

სომეხი ექსპერტები აქტიურობას არ ავლენენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრადიციულ ფრაზებზე კომენტარებს არ აკეთებენ. ახალი ვარაუდების არარსებობა მხოლოდ იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხშია.

გამოყენებითი პოლიტიკისა და კვლევების ანალიტიკური ცენტრის „ვზგლიადის“ დირექტორმა ანა კარაპეტიანმა ჯერ კიდევ შეხვედრის წინ განაცხადა, რომ გარღვევას არ ელის:

 „რასაკვირველია, საზღვარზე არსებული სიტუაცია უნდა განიხილებოდეს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით ბრალდებები გაისმოდეს… საერთო ატმოსფერო ეფექტიანი დიალოგისთვის სრულიად არაკეთილსაიმედოა, მკაფიო ნაბიჯების მოლოდინი არარეალისტურია, ხოლო სტეფანაკერტის გარეშე, ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობა – უბრალოდ არალოგიკურია“.

ანა კარაპეტიანმა აზერბაიჯანის მხრიდან დივერსიის მცდელობის თაობაზეც გამოთქვა აზრი:

 „აზერბაიჯანელები ძალის გამოყენების მუქარის პირობებში აგრძელებენ თავიანთ პოლიტიკის გატარებას. ახლახან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღია ტექსტით განაცხადა, რომ ისინი გამყოფ ზოლზე სროლების არსებობის პირობებში  მოლაპარაკებების გაგრძელებაში პრობლემას ვერ ხედავენ. ანუ,  აზერბაიჯანი სომხურ მხარეებზე [საომარი] მუქარის საშუალებით  ზეწოლას ცდილობს“.

ექსპერტის მოსაზრება ბაქოდან

ბაქოში JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი სიტუაციის შესახებ ასეთ კომენტარს აკეთებს:

 „აზერბაიჯანი ძალის გამოყენების შესაძლებლობის გამორიცხვის გარეშე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამის ცხადი განმარტებები არსებობს – ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია, და გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია, რომლებიც ყოფილი ყარაბაღის  ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან სომხეთის ჯარის გაყვანას ითვალისწინებს, სომხეთის მთავრობის მიერ იგნორირებულია .

ამ ტერიტორიებზე სომხეთის რესპუბლიკის ახალწვეულები მომზადებას გადიან. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამას ტერიტორიების გათავისუფლებისთვის სამხედრო ოპერაციების დასაწყებად საკმარის გამართლებას უძებნის, თუმცა ჯერ კიდევ, საზოგადოების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების ერთგული რჩება.

 „გზააბნეული ჯარისკაცები“ პერიოდულად ორივე მხრიდან გვხვდება. უნდა ვუმადლოდეთ საერთაშორისო შუამავლებს, პირველ რიგში –  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომლებიც ჰუმანიტარული საკითხების ოპერატიულად გადაჭრაში გვეხმარებიან, როგორც გვამების გადაცემის (2016 აპრილი), ისე ტყვეების მონახულების შესაძლებლობის მხრივ“.


ასევე წაიკითხეთ