საავიაციო შეთანხმების ტექსტის 99% უკვე შეთანხმებულია. პრინციპული უთანხმოება აღარ არსებობს " />

ევროკავშირის ელჩი აზერბაიჯანში იმედოვნებს, რომ წელს პარტნიორობის ახალ შეთანხმებას მოეწერება ხელი

საავიაციო შეთანხმების ტექსტის 99% უკვე შეთანხმებულია. პრინციპული უთანხმოება აღარ არსებობს

ევროკავშირის ელჩს აზერბაიჯანში კესტუტის იანკაუსკასს მიაჩნია, რომ 2018 წელს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ახალ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. მისი თქმით, საავიაციო შეთანხმების ტექსტის 99% უკვე შეთანხმებულია და არანაირი პრინციპული უთანხმოება აღარ არსებობს – ამის შესახებ იანკაუსკასმა სააგენტო „ტურანთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ევროკავშირის ელჩმა შეგვახსენა, რომ 2018 წელს აზერბაიჯანი თავისი სახელმწიფოებრიობის ასი წლისთავს აღნიშნავს.

„აზერბაიჯანი, როგორც მუსულმანური სამყაროს უმთავრესი მაღალი წრის ქვეყანა, მრავალ სფეროში მთელი მუსულმანური სამყაროსთვის პიონერი იყო. ჩვენ ერთად აღვნიშნავთ ამ მიღწევებს“.

 „ეს ასევე მნიშვნელოვანი წელია ორმხრივი ურთიერთობისთვის, რადგან ჩვენ ვიმუშავებთ ახალი ყოვლისმომცველი ამბიციური შეთანხმების დასკვნაზე“.

ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ძირითად მიმართულებებს, რომელთაც შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას:

  • სამხრეთის გაზის კორიდორის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს 2020 წელს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის საშუალებას მისცემს;
  • ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა ტრანსპორტის და ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მიზნით;
  • დივერსიფიკაციაში აზერბაიჯანისთვის დახმარების გაწევა და ეკონომიკის რეფორმა საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის და პროგრესული გადაწყვეტილებების მიღების გზით.

იანკაუსკასმა გაიხსენა, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სიღრმისეულ ურთიეთობებზე მოლაპარაკებები ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ, 2017 წლის თებერვალში დაიწყო.

 „ჩვენ არ უნდა ავჩქარდეთ, მაგრამ გარანტია უნდა გვქონდეს, რომ შეთანხმება მაღალი დონის იქნება. ამავე დროს უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ არ ვკარგავთ დროს, მივდივართ წინ, იქ სადაც შესაძლებელია და გულმოდგინედ ვმუშაობთ. გასულ წელს, მოლაპარაკებების განახლების შემდეგ, ჩვენ ორი რაუნდი ჩავატარეთ. შევათანხმეთ საავიაციო ტექსტის 99%. პრინციპული უთანხმოება არ არსებობს; ჩვენ უბრალოდ შეთანხმების ინიციალიზაციის მიმართულებით ბოლო ნაბიჯი უნდა გადავდგათ. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკების ტექსტს ამ წელიწადში შევათანხმებთ“,- ბრძანა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩი ასევე შეეხო აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულების პრობლემებს და აზერბაიჯანის ევროპის საბჭოდან შესაძლო გამოსვლაზე საუბარს „პრესის მხრიდან სპეკულაცია“ უწოდა.

 „ევროპის საბჭოს წევრობა მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის, ამ რეგიონში მდებარეობისთვის, მისი საერთაშორისო ურთიერთობისთვის და სტრატეგიული პრიორიტეტებისთვის. ევროპის საბჭომ ბევრი გააკეთა აზერბაიჯანისთვის, რომ დახმარებოდა ილგარ მამედოვის საქმეზე გადაწყვეტილება მიეღო“, – განაცხადა კესტუტის იანკაუსკასმა.


ასევე წაიკითხეთ