საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა " />

დღეიდან სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა

საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა

დღეიდან ძალაში შევიდა საზოგადოებრივ მომსახურების მარეგულირებელი კომისიის მიერ 23 დეკემბრის სდომაზე  მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი 1,22 დრამით შემცირდება.

კერძოდ, 2017 წლის 1 თებერვლიდან სომხეთში ელექტროენერგიის დღიური ტარიფი (7:00-დან 23:00-მდე)  1კვტ /სთ  44,98 დრამი გახდება (დაახლოებით 9,2 ცენტი), 4,6 დრამის (დაახლოებით 9,5 ცენტის) ნაცვლად. ღამის ტარიფი დაიწევს 36, 2 დრამიდან ( დაახლოებით 7,5 ცენტი) 34, 98 (დაახლოებით 7,2 ცენტი)დრამამდე.

გარდა ამისა, რეგულატორმა გაითვალისწინა ცალკე ტარიფები გაჭირვებული ოჯახებისთვის, რომლებიც 13,4%-ით ნაკლებს – 40 დრამს (8,2 ცენტი) გადაიხდიან 1კვტ/სთ-ში დღის საათებში, და 30 დრამს (6,1 ცენტი) – ღამით.

სხვათა შორის, საგანგებო ტარიფია დაწესებული ასევე ყველაზე მსხვილი აბონენტებისთვის: მათთვის დღის საათების ტარიფი შეადგენს 33, 48 დრამს (თითქმის 7 ცენტს).

წინა ჯერზე ელექტრენერგიის საფასური შემცირდა 2016 წლის 1 აგვისტოს, როდესაც რეგულატორის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის დღის საათების ტარიფმა 1 კვტ/სთ 5,3%-ით დაიკლო, ხოლო ღამის ტარიფმა  – 6,7%-ით.


ასევე წაიკითხეთ