ინტერნეტით მიყენებული შეურაცხყოფა ასევე ჯარიმას ექვემდებარება " />

აზერბაიჯანში ცილისწამების, შეურაცხყოფისა და პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის ჯარიმები იზრდება

ინტერნეტით მიყენებული შეურაცხყოფა ასევე ჯარიმას ექვემდებარება

აზერბაიჯანის მილი მეჯლისი (პარლამენტი) მზად არის, რამდენჯერმე გაზარდოს ჯარიმები ცილისწამების, შეურაცხყოფისა და პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის. ცვლილებათა პროექტების მიხედვით, ჯარიმის ზომა შესაძლოა ათჯერ გაიზარდოს. 

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის უფლებათა კომისიამ უკვე მოიწონა, და მას 25 აპრილს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

ცვლილებათა პროექტის მიხედვით, 147-ე მუხლის პირველი პუნქტის (ცილისწამება, ანუ შეგნებულად ისეთი ცრუ ცნობების გავრცელება, რაც სხვა პირის პატივსა და ღირსებას აკნინებს, ან მის რეპუტაციას არყევს – საჯარო გამოსვლით, საჯაროდ გამოტანილი ნაწარმოებით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, მასობრივი გავრცელების შემთხვევაში, ინტერნეტით) დარღვევისთვის ჯარიმა ათჯერ გაიზრდება. არის შეთავაზება, რომ სიტყვები „ჯარიმა 100-დან 500 მანათამდე“ (შესაბამისად, 55.5 -დან 83.3 ევრომდე) შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმა 1,000 -დან 1,500 მანათამდე“ (შესაბამისად 555-დან 833 ევრომდე).

თუ რას გულისხმობს სიტყვები „მასობრივი გავცელება“ , კანონპროექტი ამას არ აზუსტებს.

148-ე მუხლის სანქციაში (შეურაცხყოფა) გვთავაზობენ, რომ სიტყვები „ჯარიმა 300-დან 1000 მანათამდე“ (167-დან 555 ევრომდე) შეცვალოს სიტყვებით – „ჯარიმა1,000 -დან 1,500 მანათამდე“(555-დან 833 ევრომდე).

გარდა ამისა, მკაცრდება სასჯელი პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის.

ამასთან დაკავშირებით არსებობს შეთავაზება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის156-ე მუხლში (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ) შევიდეს ცვლილებები.

ცვლილებების თანახმად, ამ მუხლის დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქცია – „ჯარიმა 100-დან 500 მანათამდე“ , უნდა შეიცვალოს – „ჯარიმით1000-დან 2000 მანათამდე“ (555 -დან 1,111 ევრომდე).


ასევე წაიკითხეთ