ჭიდაობა უკვე ის აღარ არის, რაც  ადრე იყო. კარგია ეს, თუ ცუდი?" />

სპორტული სკანდალები და ინტრიგები

ჭიდაობა უკვე ის აღარ არის, რაც  ადრე იყო. კარგია ეს, თუ ცუდი?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო ჭიდაობაში ყველაფერი შეიცვალა – წესები, ძალთა გადანაწილება და უხილავი ძაფებით გაბმული ქსელები (მათ შორის პოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესები).

დღეს შეუძლებელია მსოფლიო რეკორდის დამყარება სკანდალებისა და კულუარული თამაშების გარეშე. აღარავის აოცებს უკანასკნელი ცნობები დოპინგის გამოყენების, დისკვალიფიკაციების, სპეციალური კომისიების, საგანგებო სხდომებისა და უკანონო ქმედებების გამოააშკარავების შესახებ.

უკანასკნელი გახმაურებული სკანდალი კი სწორედ ჭოდაობის სფეროში მოხდა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2008 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე 16 სპორტსმენის შედეგების ანულირება მოახდინა. კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთი ათლეტის დოპინგტესტების ხელახალი შემოწმების შედეგად(რვა წლის შემდეგ. ეს ახალი “რეკორდია”!) აღმოჩენილია დარღვევები. საბოლოოდ მოხდა შედეგების ანულირება, სპორტსმენებს კი დისკვალიფიკაცია შეუფარდეს.

დისკვალიფიცირებულ სპორტსმენებს შორის აღმოჩნდა ცნობილი აზერბაიჯანელი მოჭიდავე, ვიტალი რაჰიმოვიც, რომელმაც იმ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

“ეს უბრალოდ სასაცილოა. ოლიმპიადის დაწყებამდე დოპინგტესტი გავიარე. საკუთრივ პეკინში კი ორჯერ შემამოწმეს. სუფთა ვიყავი, დოპინგის მსგავსი არაფერი მქონია. ტურნირის შემდეგაც შეგვამოწმეს. გამოდის, რომ ოთხგზის ჩატარებული შემოწმებით დოპინგი არ დამიდგინდა, მაგრამ რვა წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აკრძალული პრეპარატი გამოვიყენე?” – განაცხადა თავად რაჰიმოვმა.

მართლაც, რა საჭირო იყო წარსულის ქექვა და 8 წლის წინანდელი საარქივო მასალების ამოღება, თუკი ახლა ეს შედეგები აღარავის ადარდებს, დისკვალიფიცირებული სპორტსმენების დიდმა ნაწილმა კი კარიერა დაასრულა?

2013 წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, რომელსაც მაშინ FILA ერქვა, პრობლემებსა და კონფლიქტებში გაეხვია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ორგანიზაციის კონგრესმა რიგგარეშე სხდომაზე უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა სტრუქტურის უაღრესად გამოცდილ პრეზიდენტს, რაფაელ მარტინეტის. იმ მომენტისათვის შვეიცარიელი მენეჯერს ამ პოზიციაზე მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება ჰქონდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც სპორტულ წრეებში, ისე სახელწიფოების მეთაურებს შორის.

მაგრამ მისი მმართველობა დასრულდა მაშინ, როდესაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა წამოაყენა ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუკი მარტინეტი პოსტს არ დატოვებდა, ჭიდაობას ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღებდნენ. არგუმენტად მოჰყავდათ  მუდმივად ცვალებად წესებთან და ტრანსლაციების დაბალ რეიტინგებთან დაკავშირებული პრეტენზიები.

საგანგებო სხდომაზე ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელებმა შვეიცარიელი განაგდეს და მის ადგილზე ერთხმად აირჩიეს სერბი ნენად ლალოვიჩი, რომელმაც დანიშვნიდან პირველი ორი თვე “მოვალეობის შემსრულებლის” რანგში გაატარა. სხვათა შორის, მისი პირველი გადაწყვეტილება ფედერაციის სახელს უკავშირდება. მისი გადაწყვეტილებით, FILA-ს UWW (United World Wrestling) დაერქვა.

UWW-ში მომხდარი ცვლილებები დიდხანს მწიფდებოდა და გარდაუვალი იყო. მარტინეტის მომხრეები თანდათანობით იხევდნენ უკან და ჩრდილში დგებოდნენ. ერთი სიტყვით, მსოფლიო ჭიდაობა რევოლუციურ იდეებს, გამბედავ გადაწყვეტილებებსა და სიახლეებს ელოდა. ლალოვიჩმა ამ ყველაფერს ხორცი შეასხა და არამხოლოს მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის, არამედ ჭიდაობის სამყაროს წამყვანი ძალების მოწონება დაიმსახურა.

ლალოვიჩმა მსაჯობის რეფორმირებით დაიწყო – უფრო სწორად, მის მიერ ჩატარებული ზომები უფრო მკაფიო წესები დაადგინას, არბიტრების ლიცენზირების მოთხოვნების გამკაცრებასა და მათი კვალიფიკაციის გაზრდას ემსახურებოდა. შედეგად, რამდენჯერმე შემცირდა არაობიექტური და მიკერძოებული მსაჯობასთან დაკავშირებული სკანდალების რაოდენობა.

UWW-ის კიდევ ერთი ინიციატივა ტურნირების მასპინძელი ქვეყნების გეოგრაფიის გაფართოებას უკავშირდება. წინა ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, რომელიც პრესტიჟულ შეჯიბრებებს მხოლოდ შემოწმებულ ქვეყნებში აგზავნიდა, ახალი მმართველობა ტურნირებს ფინეთსა და ირანში, ინდოეთსა და ტაილანდში, ეგვიპტეში, მონღოლეთში, ალჟირსა და ახალ ზელანდიაში ატარებს. ასეთმა მრავალმხრივობამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ გულშემატკივრებს საშუალება მისცა, საკუთარი თვალით ენახათ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები და პირადად შეემოწმებინათ, თუ ვინ და როგორ ატარებს მნიშვნელოვან ტურნირებს.

ასეთმა მრავალფეროვნებამ ინტერესი გამოიწვია საკუთრივ სახელმწიფოებშიც, სადაც ადგილობრივი ხელმძღვანელობები და კომერციული ორგანიზაციები უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ მატიერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების, სპორტსმენების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფისა და ჭიდაობის აღორძინების მიმართ.

ამჟამად დიდი ტურნირების ფინალები უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. შეხვედრების ვიზუალურმა მხარემ და მათ გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა მონაწილეების რაოდენობის ზრდა გამოიწვია და მასობრიობის ეფექტი შექმნა. ამ ყველაფერმა ახალი ფინანსური ნაკადები მოიზიდა. მარტინეტის პრეზიდენტობის ბოლო წლებისგან განსხვავებით, დღეს UWW მატერიალურ სიდუხჭირეს არ განიცდეს და საჭირო მასშტაბების ტურნირების ჩატარებაც შეუძლია, და პრიზიორებისათვის სოლიდური თანხების გადახდაც.

სხვათა შორის, ლილოვიჩის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმად იქცა სპორტული მოქალაქეობის ცვლილების ახალი რეგლამენტის იმპლემენტაცია და ეროვნული ფედერაციების თანხმობის საფუძველზე ორწლიანი კარანტინის დადგენა. ამას გარდა, რეფორმა დელეგირებულ მხარისათვის სოლიდური თანხის გადახდასაც ითვალისწინებდა და სპორტსმენს ახალ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობას აძლევდა.

ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ წაშალა საზღვრები ქვეყნებსა და მომზადების სკოლებს შორის. მაგალითად, დღეს გაერთიანებული სამეფოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში უპრობლემოდ ასპარეზობს უკრაინელი ათლეტი, იტალიის ვაჟთა ნაკრების ღირსებას კი კუბელი სპორტსმენი იცავს, რომელსაც, სხვათა შორის, გასულ წელს თავისი “ახალი სამშობლოს” სახელმწიფო ჯილდო გადაეცა განსაკუთრებული ღვაწლისთვის.

ნატურალიზაციის პროცესს მასობრივი ხასიათი ჰქონდა აზერბაიჯანშიც, რომელმაც უკვე დიდი ხანია, ლეგიონერების სტუმართმოყვარე მასპინძლის სახელი დაიმკვიდრა. მაგრამ ამ პროცესს პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია. ბევრს მიაჩნია, რომ ამ პროცესმა, შესაძლოა, მთლიანად გაანადგუროს ჭიდაობის ადგილობრივი სკოლა, რაც საწყენი იქნებოდა, თუკი გავითვალისწინებთ იმას, თუ რამხელა პოპულარობით სარგებლობს სპორტის ეს სახეობა აზერბაიჯანში. შეიძლება ითხვას, რომ კავკასიაში ჭიდაობა ტრადიციულ “სახალხო თამაშობად” ითვლება. მეორე მხრივ, ჭიდაობამ, როგორც სპორტის სახეობამ, მოიგო იმით, რომ თითოეულ ქვეყანას ეძლევა საშუალება, “შეიძინოს” რომელიმე სპორტსმენი და მედლები მოიგოს.

ამჟამად ისღა დაგვრჩენია, რომ ვიკამათოთ იმაზე, თუ რამდენად პროდუქტიული აღმოჩნდა UWW-ის ახალი ხელმძღვანელობის მიერ გატარებული რეფორმები და რა შედეგებს მოუტანს ეს ცვლილებები მსოფლიო ჭიდაობას. ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის “სიკეთე” დროთა განმავლობაში ინტერესთა ახალ კონფლიქტებამდე არ მიგვიყვანს და დესტაბილიზაციას არ შეიტანს კავკასიელებისთვის საყვარელ სპორტის ამ სახეობაში.

გამოქვეყნდა 02.01.2017


ასევე წაიკითხეთ